Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ერთი პრინციპი


Recommended Posts

თუ გუნდის შიგნით ერთი პრინციპის ამორჩევას შევძლებდით, რომელიც მაქსიმალურად გააერთიანებდა იმ სულისკვეთებას, რაც გუნდს და ჩვენ გვჭირდება, აქტიურად გავავრცელებდით ამ პრინციპს გუნდის წევრებს შორის და პირველები ვიქნებოდით, ვინც ამ პრინციპს დაიცავდა, ამით ძალიან დავეხმარებოდით გუნდს სწორი ორიენტირის ქონაში მუშაობისას, გადაწყვეტილების მიღებასა და საქმიანობის შეფასებისას.

სამუშაო პრინციპის ქონის მიზანი მარტივია - მუდმივად დავეხმაროთ გუნდის წევრებს მათი საქმიანობის სრულყოფაში, იმ შესაძლებლობებზე აქცენტის გაკეთებით, რასაც მათი და საერთო საქმის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეთანხმებული პრინციპის ქონა:

ა) საქმიანობას სიცხადეს მატებს - პრინციპის ქონა გუნდის საქმიანობაში პრიორიტეტების გამოკვეთასა და რეალურად მის არსებობას უწყობს ხელს. გუნდის წევრებიც, მუშაობისას, პრინციპიდან იწყებენ გამოსვლას და არა ინდივიდუალური საჭიროებებიდან, რაც პრინციპის არქონის ან ზედმეტად ბევრის ქონის შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო;

ბ) ერთიანობას აძლიერებს - გუნდს დამატებით უჩნდება საერთო ორიენტირი, რომელიც ამოსავალი წერტილია მუშაობისას გუნდის თითოეული  წევრისთვის. ერთად მიმართული ძალისხმევა მუშაობისადმი, როგორც წესი, უფრო ეფექტიანია ხოლმე;

გ) მოტივაციას ზრდის - სამუშაო პრინციპის შემოღება, პირდაპირ მოქმედებს გუნდის წევრების მოტივაციაზე, მათ სულისკვეთებას გუნდის მიზნებისადმი საგრძნობლად დადებითად ცვლის და განსაკუთრებით რთულ მომენტებში ასრულებს კარგი დამხმარის როლს.

— სხვადასხვა გუნდების მუშაობის პრინციპების რამდენიმე მაგალითი:

„კლიენტის წარმატება მისი დამსახურებაა, წარუმატებლობა – ჩვენი“

„ვებრძოლოთ დარღვევების გამომწვევ მიზეზებს და არა ადამიანებს“

„მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მხარეების ინტერესების გათვალისწინებისას“

 

მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ;

წყარო : insight.ge

 

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_58_2_18.jpg

 

ტეგები:

 

ერთი პრინციპი

 

კატეგორიები:

 

ბიზნესი

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...