planetanews Posted August 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2012 მე შევცვლი სამყაროს! ადამსმითი1723-1790 შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტის და ფილოსოფოსის, ადამ სმითის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. მაგრამ ცნობილია, რომ იგი მონათლეს 1723 წლის 5 ივნისს.კლასიკურმა ბურჟუაზიულმა პოლიტიკურმა ეკონომიამ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია ადამ სმითისა და მეორე ბრიტანელი მოაზროვნის – დევიდ რიკარდოს შრომების საფუძველზე. XVIII საუკუნის დიდი ბრიტანეთი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ინტენსიურ აღმავლობას განიცდიდა ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ამგვარ ფონზე ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა ეკონომიკური აზროვნების განვითარებისათვის, რომლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამ სმითის მოღვაწეობა.ადამ სმითი ეპოქალურ ნაშრომს „კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ქმნიდა ცხრა წლის განმავლობაში. იმ დროისათვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1776 წელს ლონდონელი საზოგადოების წინაშე წარდგენილი ნაშრომი თავის მნიშვნელობას XXI საუკუნეშიც კი არ დაკარგავდა და განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნებოდა. ადამიანის საქმიანობის ძირითად მოტივად სმითი მიიჩნევს ინდივიდის ლტოლვას საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებისადმი. საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებით, ადამიანი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც. ამგვარი ლტოლვა განაპირობებს ყველა ქმედებას და აყალიბებს სამართლიან და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში. ამ მოვლენას ადამ სმითმა „ბაზრის უხილავი ხელი“ უწოდა. საზოგადოების სიმდიდრის წყაროდ ადამ სმითი ორ მთავარ ფაქტორს: პროდუქციის წარმოებასა და მოხმარების მოცულობებს მიიჩნევს. ასევე განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ავტორის მიგნება შრომის განაწილების შესახებ. სწორედ შრომის განაწილებას თვლიდა იგი ეკონომიკური პროგრესის ძირითად ფაქტორად. ქინძისთავის მანუფაქტურის მაგალითზე სმითმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რამდენად იზრდება შრომის მოცულობა სპეციალიზაციის შედეგად. შრომის განაწილების ცალკეული შეხედულებები ჯერ კიდევ ადამ სმითის წინამორბედების მიერაა შესწავლილი, თუმცა მან აღნიშნულ თემას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა და დაადასტურა, რომ სიმდიდრის წყაროს სწორედ შრომა წარმოადგენს.ასევე მნიშვნელოვანია ავტორის ხედვა კლასობრივი სტრუქტურის შესახებ. კერძოდ, მან გამოყო ძირითადი კლასები: მიწათმფლობელები, ფინანსური (სესხის გამცემი) კაპიტალისტები და ღარიბი მუშახელი. ხელფასის, მოგებისა და მიწის რენტის თეორიები მაღალი ეფექტურობით იქნა ჩამოყალიბებული. მთლიანობაში ადამ სმითის დამსახურება ისტორიული ხასიათისაა, რადგან მან შეძლო განესაზღვრა და ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ეკონომიის კონტურები იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე. მისი კვლევები წარმოადგენენ XVIII საუკუნის საზოგადოებრივი აზრის უმაღლეს მწვერვალს, რომლებმაც სათავე დაუდეს შემდგომი პერიოდის ახალი ეკონომიკური თეორიების შემუშავებასა და დამკვიდრებას.ადამ სმითი გარდაიცვალა 68 წლის ასაკში, ედინბურგში.გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებწიგნი მესამე თავი I სიმდიდრისბუნებრივიგანვითარება ადამ სმითმა დიდი წვლილი შეიტანა ხალხის ცხოვრებაში, დღეს რომ მის მიერ დაწერილი წიგნებით ვხელმძღვანელობდეთ, უდიდეს მოგებას მოვუტანდით მრავალ ქვეყანას. იმ წესს, რომელსაც საერთოდ აუცილებლობა განსაზღვრავს, თუმცა არა უკლებლივ ყველა ქვეყანაში, ყოველ ცალკეულ ქვეყანაში ხელს უწყობს ადამიანთა ბუნებრივი მიდრეკილებანი. ადამიანთა შემოღებული წესები რომ არასოდეს არ მიიმართებოდეს ამ ბუნებრივ მიდრეკილებათა წინააღმდეგ, ქალაქები ვერსად ვერ გაიზრდებოდა იმაზე მეტად, ვიდრე მათ გამოკვებას შესაძლებელს ხდიდა იმ ტერიტორიის მიწების დამუშავება და გაუმჯობესება, სადაც ისინი მდებარეობდა. რასაკვირველია, ხელოსანთა განსაზღვრული რიცხვის დაუხმარებლივ მიწის დამუშავება ძალიან ძნელად მოხერხდებოდა და იგი ხშირ-ხშირად უნდა შეწყვეტილიყო ყოველთვის. მჭედლები, ხუროები, გუთნის და თვლების მკეთებლები, მეკასრეები, მეწაღეები და თერძები, ყველანი ხელოსნები არიან, რომლებისადმი მიმართვა მათი სამსახურის მისაღებად ხშირად სჭირდება მიწათმოქმედს. ეს ხელოსნებიც, თავის მხრივ, საჭიროებენ ერთმანეთის დახმარებას, და რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი აუცილებლად განსაზღვრულ ადგილთან არაა დაკავშირებული, როგორც მიწათმოქმედისა, ამიტომ ისინი ბუნებრივია, ერთმანეთის ახლოს სახლდებიან და ამგვარად ქმნიან პატარა ქალაქს ანუ დაბას. მალე მათ მიემატებიან ყასბები, ლუდის მხდელები და მეპურეები, შემდეგ მთელი რიგი ხელოსნები და წვრილი ვაჭრები, რომელნიც საჭირონი და სასარგებლონი არიან მათ დროდადრო გაჩენილ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომელნიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ ქალაქის შემდგომ ზრდას. ქალაქის მცხოვრებნი და სოფლის მცხოვრებნი ერთმანეთს უწევენ სამსახურს. ქალაქი მუდმივი იარმარკა ანუ ბაზარია, რომელსაც სოფლის მცხოვრებნი მიმართავენ, რათა თავიანთი ნედლი პროდუქტები გაცვალონ გადამუშავებულ პროდუქტებზე. ამ აღებ-მიცემობის გზით ქალაქის მცხოვრებნი იღებენ როგორც მასალებს მათი სამუშაოსათვის, ისე საარსებო საშუალებებსაც. მზა პროდუქტების რაოდენობა, რომელსაც ისინი სოფლის მცხოვრებლებზე ყიდიან, განსაზღვრავს მასალებისა და სურსათის რაოდენობას, რომელსაც ისინი ყიდულობენ. ამიტომ მათი სამუშაო, მათი საარსებო საშუალებები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმის მიხედვით, როგორ იზრდება სოფლის მოთხოვნა მზა პროდუქტების მიმართ, და ეს მოთხოვნა კი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ მიწის გაუმჯობესებისა და დამუშავების ზრდის შესაბამისად. ჩვენს ჩრდილო-ამერიკის კოლონიებში, სადაც ჯერ კიდევ ადვილ პირობებში შეიძლება დაუმუშავებელი მიწის მიღება, დღემდე არც ერთ ქალაქში არაა გამართული მანუფაქტურები, რომელნიც შორეულ ბაზარზე ჰყიდიან თავიანთ პროდუქტებს. როდესაც ჩრდილო-ამერიკაში რომელიმე ხელოსანი დააგროვებს რაოდენადმე იმაზე მეტ კაპიტალს, რაც საჭიროა მისი საკუთარი სარეწაოს წარსამართავად, რომელიც ახლო მიდამოების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება, ის როდი ცდილობს იმ კაპიტალით პროდუქტების გასაყიდად მანუფაქტურა გამართოს შორეულ ადგილებში, არამედ მას ხმარობს დაუმუშავებელი მიწის საყიდლად და დასამუშავებლად. ხელოსნიდან იგი იქცევა პლანტატორად, და ვერც მაღალი ხელფასი, ვერც ადვილი თავის რჩენა, რომელსაც ეს ქვეყანა უზრუნველყოფს, ხელოსნებს ვერ აცთუნებს იმუშაოს სხვებისათვის და არა თავის თავისათვის. იგი გრძნობს, რომ ხელოსანი თავისი მუშტრების ყმა არის, რომლებისგანაც იღებს სარჩოს, მაშინ როდესაც პლანტატორი, რომელიც თავისი საკუთარი მიწის დამუშავებას ეწევა და საჭირო სარჩოს თავისი საკუთარი ოჯახის შრომით შოულობს, თვითონ არის ნამდვილად თავის თავის ბატონი და მთელი ქვეყნიერებისგან დამოუკიდებელი. პირიქით, იმ ქვეყნებში, სადაც დაუმუშავებელი მიწა აღარ მოიპოვება ან მისი მიღება ადვილ პირობებში არ შეიძლება, თითოეული ხელოსანი, რომელმაც იმაზე მეტი კაპიტალი დააგროვა, რაც საჭიროა ახლო მიდამოებში შემთხვევით სამუშაოთა შესასრულებლად, ცდილობს ისეთი პროდუქტები დაამზადოს, რომლებიც გაიყიდება უფრო შორეულ ადგილას. მჭედელი აგებს რაიმე რკინის ქარხანას, ფეიქარი ტილოს ან შალის მანუფაქტურას. როგორც მემამულის ან ფერმერის კაპიტალი უფრო უზრუნველყოფილია, ვიდრე მემანუფაქტურის კაპიტალი, ისევე მემანუფაქტურის კაპიტალიც, რომელიც მის მფლობელს აქვს მუდამ თავის თვალწინ და თავის განკარგულებაში, უფრო უზრუნველყოფილია ყოველგვარი შემთხვევითობისაგან, ვიდრე იმ ვაჭრის კაპიტალი, რომელიც საგარეო ვაჭრობას ეწევა. ძველი ეგვიპტის, ჩინეთის და ინდოსტანის სიმდიდრე გვიმტკიცებს, რომ ხალხმა შეიძლება მიაღწიოს სიმდიდრის ფრიად მაღალ საფეხურს, თუმცა მისი საექსპორტო ვაჭრობის უდიდეს ნაწილს უცხოელები აწარმოებენ. ჩვენი ჩრდილო-ამერიკის და ვესტ-ინდოეთის კოლონიების განვითარებას გაცილებით ნელი მსვლელობა ექნებოდა, მათი გარდამეტი პროდუქტის საექსპორტოდ მხოლოდ ის კაპიტალი, რომ ყოფილიყო გამოყენებული, რომელიც თვით მათ ეკუთვნით. ამრიგად, საგანთა ბუნებრივი მსვლელობისას, განვითარების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი საზოგადოების კაპიტალი პირველ ყოვლისა, მიმართულია მიწათმოქმედებისაკენ, შემდეგ – მანუფაქტურებისაკენ და ბოლოს – საგარეო ვაჭრობისაკენ. ეს წესი ისე ბუნებრივია, რომ იგი, მე მგონია, ყოველ საზოგადოებაში, რომელსაც რაიმე შესამჩნევი ტერიტორია ჰქონდა, ყოველთვის სრულდება ამა თუ იმ ზომით. მიწების ნაწილი უნდა დამუშავებულიყო მანამდე, ვიდრე რამდენადმე მნიშვნელოვანი ქალაქები შეიძლებოდა წარმოშობილიყო და ამ ქალაქებში უნდა არსებულიყო რაიმე, თუნდაც განუვითარებელი, მრეწველობა, ვიდრე მათთვის შესაძლებელი გახდებოდა იმაზე ფიქრი, რომ საგარეო ვაჭრობისათვის მოეკიდნათ ხელი.თუმცა საგანთა ამ ბუნებრივ წესს რაიმე ზომით ადგილი უნდა ჰქონოდა ყოველ ასეთ საზოგადოებაში, მაგრამ ყველა თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოში იგი ზოგი მხრივ ყირამალა იქნა დაყენებული. საგარეო ვაჭრობამ ზოგ ქალაქში გამოიწვია დაფუძნება უფრო სათუთი მანუფაქტურებისა ანუ ისეთებისა, რომელთა პროდუქტები უცხო ბაზარზე გასატანადაა გამოსადეგი; ხოლო მანუფაქტურებმა და საგარეო ვაჭრობამ ერთად, გამოიწვია უმთავრესი გაუმჯობესება მიწათმოქმედებაში. ჩვეულება და ადათი, რომელიც პირვანდელი მთავრობის ბუნებამ შემოიღო ამ სახელმწიფოებში და რომლებიც დარჩა მას შემდეგაც, რაც ის მთავრობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, აუცილებლობის გზით ძალად ეწეოდა მათ ამ არაბუნებრივი და რეგრესიული წესისაკენ. მე დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი ამ წიგნიდან: „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ამოღებულ ფრაზებს, რადგან მსოფლიოს დახმარება სჭირდება დღეს და თუ არ გამოჩნდებიან ძლიერი პიროვნებები რომელთაც შეეძლებათ ამა თუ იმ სფეროში გარკვეული წილი შეიტანონ და იფიქრონ მაქსიმალურად ჩაერთონ თავის საქმიანობაში, უყაირათო შრომით არ მოაჩვენონ თავი საზოგადოებას და თუ არ ექნება თითოეულ მათგანს წაკითხული მრავალი წიგნი რომელიც ცხოვრების მასწავლებელია, ვერ იქნება პატრიოტი ადამიანი და ვერ დაიცავს ქვეყნის საერთო ინტერესებს, ვერ გააძლიერებს მას და წარუმატებელი ადამიანი იქნება, ეს კი ქვეყანას დააკნინებს და რაც გააჩნდა საამაყო იმასაც დაკარგავს. ამიტომ თუ არ ხარ ღირსი არც უნდა გეკავოს მაღალი ადგილი, ვიღაცას თუ ეპირფერები იმისთვის რომ დაგაწინაუროს ან საერთოდ არ გაგიშვან სამსახურიდან, მაშინ აზრი არ აქვს ასეთ ყოფნა? არ ყოფნას?. უნდა მართავდე ქვეყანას ისე როგორც შეეფერება მას და გაითვლისწინო ასეთი ადამიანების აზრი როგორიც იყო: ადამსმითი რადგან ამდენ საუკუნეს გაუძლო თითოეულმა სახელმიფომ, ესეიგი ეს იმიტომ მოხდა, რომ მას ღირსეული ადამიანები მართავდნენ, ამიტომაც გაითვალისწინე ეს უკანასკნელი, რათა შენც მათნაირი თუ ვერ გახდები მიუახლოვდე მაინც, იყო დამსახურებული პიროვნება და ხალხს ისე შეაყვარო თავი რომ შენს გარდა არცერთი მმართველი აღარ უნდოდეთ.* * * * *ჯონლოკი1632-1704 ჯონ ლოკი ინგლისელი ფილოსოფოსია, რომლის ნაშრომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ახალი დროის ევროპული ცოდნის თეორიის, მეორე მხრივ კი – ლიბერალური პოლიტიკური მოძღვრების განვითარებისთვის. ლოკი ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის ანუ შეზღუდული ძალაუფლების უმთავრეს პრინციპებს აყალიბებს. ეს მას თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის პირველ თეორეტიკოსად აქცევს.ის ამბობდა: სიცოცხლე ადამიანს ღმერთისგან აქვს ბოძებული და, აქედან გამომდინარე, ადამიანს მისი ხელყოფის უფლება არა აქვს. თუნდაც ბუნებით მდგომარეობაში, ადამიანს შეუძლია, იზრუნოს საზოგადო სიკეთეზე. კერძოდ, მას აქვს დასჯის ბუნებითი უფლება – ყველას შეუძლია დასაჯოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაარღვევს ბუნებით კანონს ანუ ხელყოფს მეორე ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფლებას თუ საკუთრებას. მიუხედავად ამისა, ლოკი მაინც აუცილებლად თვლის სახელმწიფოს, რომელიც უფრო ქმედითად, თანმიმდევრულად და მიუკერძოებლად განახორციელებს სამართალს და დაიცავს ადამიანების უსაფრთხოებას, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს ძალუძთ. ლოკისთვისაც სახელმწიფოს („სამოქალაქო მმართველობის“) შექმნა საზოგადოებრივი ხელშეკრულების შედეგია. რაკი სამოქალაქო ხელისუფლების მანდატი შეზღუდულია, ლოკი კონკრეტულად ჩამოთვლის მის ფუნქციებს. სახელმწიფო შეიმუშავებს საერთო წესებს, რომლებიც ნებისმიერი კერძო ინდივიდის ან ჯგუფისმოსაზრებაზე მაღლა დგას – ანუ კანონს; ის სჯის იმას, ვინც არღვევს საზოგადოების მიერ მიღებულ წესებს – ანუ აღასრულებს კანონს; დაბოლოს, ის იცავს საზოგადოებას გარე საფრთხისაგან – ანუ წყვეტს ომისა და მშვიდობის საკითხებს. დანარჩენი ინდივიდების საქმეა.ადამიანებს შეუძლიათ გაწყვიტონ ხელშეკრულება და დაიბრუნონ თავიანთი უფლებები, თუ სახელმწიფო დამაკმაყოფილებლად არ შეასრულებს თავის ფუნქციებს ან გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებას. კერძოდ, ეს ეხება დესპოტურ მმართველობას, რომელიც ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას და ზღუდავს მის ძირეულ უფლებებს. ამიტომ ადამიანებს აქვთ უფლება, აუჯანყდნენ ტირანულ ხელისუფლებას. ლოკის ნაშრომებში მოცემული ბევრი იდეა დღეს ანბანურ ჭეშმარიტებად მოჩანს, რადგან ლიბერალური დემოკრატია თითქმის საყოველთაოდაა აღიარებული პოლიტიკური ხელისუფლების აგების საუკეთესო მოდელად. მაგრამ თავისი დროისთვის ლოკის ნააზრევი პიონერული და უაღრესად თამამი იყო და მისი არგუმენტები კლასიკურად რჩება ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპების გადმოსაცემად. თავი II ბუნებითიმდგომარეობისშესახებ იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ პოლიტიკური ძალაუფლება და მისი საწყისიდან გამოვიყვანოთ, უნდა განვიხილოთ ის მდგომარეობა, რომელშიც ყველა ადამიანი ბუნებრივად იმყოფება: როდესაც თითოეულს სრული თავისუფლება აქვს, ბუნების კანონების საზღვრებში თავად გადაწყვიტოს, რა აკეთოს – ისე მოექცეს თავის საკუთრებასა და სხვა ადამიანებს, როგორც თვითონ უნდა და საამისოდ არავის სთხოვოს ნებართვა და არავისზე იყოს დამოკიდებული. ეს, ამავე დროს, თანასწორობის მდგომარეობაა, როდესაც ყოველგვარი ძალა და კანონის მიყენების უფლება გაწონასწორებულია და ისინი არავის აქვს სხვაზე მეტად მომადლებული. სრულიად ცხადია, რომ ამ მდგომარეობაში ერთი და იმავე მოდგმისა და რანგის ადამიანები, რომლებსაც ბუნებამ განურჩევლად მიანიჭა ყველა უპირატესობა და ერთი და იმავე უნარებით დააჯილდოვა, ასევე თანასწორნი უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ. არავინ არის ვინმეს მიერ დაქვემდებარებული ან დამორჩილებული, თუ ყველა მათგანის საერთო უფალმა და ბატონმა თავისი ნების აშკარა გამოცხადებით ერთი მეორეზე მაღლა არ დააყენა და ნათლად და ცხადად არ განუსაზღვრა პირველს ბატონობისა და სუვერენობის უეჭველი უფლება. ბუნებითი მდგომარეობის სამართავად არსებობს ბუნებითი კანონი, რომელიც ყველასათვის სავალდებულოა, ხოლო გონება, რომელიც იგივე კანონია, ასწავლის ყველა ადამიანს, ვინც მას ყურს ათხოვებს, რომ რაკი ყოველი კაცი თავისუფალი და თანასწორია, არავის აქვს უფლება ხელყოს სხვისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება ან საკუთრება; რადგან ყოველი კაცი ერთი ყოვლად ძლიერი და უსასრულოდ ბრძენი შემოქმედის შექმნილია; ერთი უზენაესი ბატონის მსახურია, მსოფლიოში მისი განგებითა და მისი საქმის გასაკეთებლად მოვლენილი; ისინი ეკუთვნიან მას, ვისი შექმნილნიც არიან და უნდა იარსებონ მანამ, სანამ ესიამოვნება მას, და არა სხვა [ადამიანებს]. და, რაკი [ერთმანეთის] მსგავსი უნარი გვაქვს მომადლებული, რაკი ყველანი თანაბრად ვინაწილებთ ბუნებით ერთობას, ვერ იარსებებს ისეთი დაქვემდებარება ადამიანებს შორის, რომელიც ერთმანეთის განადგურების უფლებას მოგვცემდა, თითქოს ერთმანეთის იარაღად ვყოფილიყავით შექმნილნი, როგორც უფრო დაბალი რანგის ქმნილებები არიან შექმნილნი ჩვენი [სარგებლისთვის]. როგორც თითოეულს მართებს, საკუთარი თავის შენარჩუნებაზე იზრუნოს და თავისი ნებით არ წავიდეს ამ ცხოვრებიდან, იმავე მიზეზით, თუ ეს მისი საკუთარი სიცოცხლის დაცვას არ ეწინააღმდეგება, ყოველი კაცი დანარჩენი კაცობრიობის დაცვაზეც უნდა ზრუნავდეს და, თუ დამნაშავის დასჯას არ შეეხება საქმე, არ ხელყოს ან ზიანი არ მიაყენოს სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ასევე ყოველივე იმას, რაც ხელს უწყობს მეორე ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, სხეულის სიმრთელის ან ქონების შენარჩუნებას. მაშასადამე, ბუნებით მდგომარეობაში ადამიანს შეიძლება ძალაუფლება ჰქონდეს მეორე ადამიანის მიმართ. მაგრამ თუნდაც ბოროტმოქმედი ჩაუვარდეს ხელში, კაცს არა აქვს მის მიმართ აბსოლუტური ან თვითნებური ძალაუფლება, ის ვერ მოექცევა მას საკუთარი გულფიცხი ვნებების ან ნება-სურვილის ყოველი კაპრიზის მიხედვით: მას შეუძლია, რომ მხოლოდ ისე აზღვევინოს დამნაშავეს, როგორც ცივი გონებისა და სინდისის კარნახით მისი გადაცდენის შესაფერისად ჩათვლის. [სასჯელის რაგვარობა] განისაზღვრება იმით, რაც საჭიროა ზარალის ანაზღაურებისა და შეკავებისათვის. რადგან მხოლოდ ეს ორი გამართლებაა, რითაც ადამიანმა შეიძლება კანონიერად მიაყენოს ზიანი მეორე ადამიანს ანუ აღასრულოს ის, რასაც სასჯელს ვეძახით. როცა ბოროტმოქმედი ბუნებით კანონს არღვევს, ამით ის აშკარას ხდის, რომ სხვა წესით ცხოვრობს, ვიდრე გონებისა და საყოველთაო თანასწორობის კანონია, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მოქმედებებს დაუდგინა ყველა მათგანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამგვარად, ის კაცობრიობისთვის სახიფათო ხდება. იგი ასუსტებს და არღვევს იმ შეზღუდვებს, რაცადამიანებს ზიანისა და ძალადობისაგან იცავს, ეს კი მთელი [კაცთა] მოდგმის, ბუნებითი კანონით დაცული მისი მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა. აქედან გამომდინარე, ყოველ ადამიანს, მთელი საკაცობრიოს დაცვის უფლების ძალით, შეუძლია შეაკავოს, ხოლო თუ ეს აუცილებელია, გაანადგუროს ყველა, ვინც მათ [კაცთა მოდგმის მშვიდობასა და უსაფრთხოებას] საფრთხეს უქმნის, ესე იგი, ისეთი ზიანი მიაყენოს კანონის დამრღვევს, რომელიც მას ჩადენილს ანანებინებს.ამით ის მასაც და მის მაგალითზე სხვებსაც შეაკავებს იმისგან, რომ ასეთივე უმსგავსო ქმედება ჩაიდინონ. ამ შემთხვევაში და ამის საფუძველზე, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დასაჯოს დამნაშავე და ბუნებითი კანონის აღმსრულებელი გახდეს.ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრ ადამიანს ეს მოძღვრება მეტად უცნაურად მოეჩვენება. მაგრამ სანამ გამკიცხავენ, ვთხოვ, ერთ რამეში გამარკვიონ: რა უფლებით შეუძლია მთავარს ან სახელმწიფოს, სიკვდილით ან რაიმე სხვა ხერხით დასაჯოს უცხოელი დანაშაულისთვის, რომელსაც ის მათ ქვეყანაში ჩაიდენს? აშკარაა, რომ მათი კანონები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებული ნებით არის სანქცირებული, უცხოელზე არ ვრცელდება. ეს კანონები მასზე არ არის გათვლილი, და ეს უკანასკნელიც არ არის ვალდებული მათ ყური ათხოვოს. საკანონმდებლო ორგანოს, რისი აქტითაც ეს კანონები ძალაშია ამ სახელმწიფოს ქვეშევრდომთა მიმართ, მის მიმართ ძალა არა აქვს. ის ხალხი, ვინც საფრანგეთში, ინგლისში თუ ჰოლანდიაში კანონებს ქმნის, ინდოელის თვალში მთელი დანარჩენი მსოფლიოს მსგავსნი არიან, ანუ ის ადამიანები, ვისაც [მის მიმართ] არავითარი სახელისუფლებო რწმუნება არა აქვთ. თუ არ დავუშვებთ, რომ არსებობს ბუნებითი კანონი, რისი ძალითაც ყოველ ადამიანს შეუძლია, დასაჯოს ყოველი გადაცდენა მის წინააღმდეგ, თუ ფხიზელი თვალით დაინახავს, რომ ასეთი რამე მოხდა – მაშინ ვერ ვხედავ, რის საფუძველზე შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მმართველებს დასაჯონ სხვა ქვეყნიდან მოსული უცხოელი, რამეთუ მის მიმართ არა აქვთ მეტი ძალაუფლება გარდა იმისა, რაც ყოველ ადამიანს ბუნებრივად აქვს სხვათა მიმართ. გარდა იმ დანაშაულისა, რაც კანონის დარღვევასა და გონების მართლზომიერი წესებიდან გადახვევაში მდგომარეობს, როდესაც კაცი იმდენად გადაგვარდება, რომ ადამიანური ბუნების პრინციპებზე იტყვის უარს და მავნე ქმნილებად იქცევა, ჩვეულებრივ, საქმე გვაქვს ზიანის მიყენებასთან, ანუ კანონის გადაცდენის შედეგად რომელიღაც პიროვნება ზარალდება. ამ შემთხვევაში დაზარალებულს, გარდა იმისა, რომ, ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, დამნაშავის დასჯის უფლება აქვს, შეუძლია აგრეთვე ზარალი აინაზღაუროს იმისგან, ვინც ზიანი მიაყენა. და ყველას, ვინც კი ამას სამართლიანად ჩათვლის, შეუძლია, გვერდში დაუდგეს დაზარალებულს და დაეხმაროს მას, დაიბრუნოს ბოროტმოქმედისაგან იმდენი, რამდენიც აუნაზღაურებს განცდილ ზარალს. ჯონ ლოკი დიდი ადამიანი იყო, რადგან ამ ყველაფრის განხორციელებას და კანონების დაწერას უაღრესი თავდადება და შრომა სჭირდება. მე ფრიად აღვფრთოვანდი მის მიერ დაწერილი სხვადასხვა წესით. ერთ_ერთიც მაქვს განხილული ამ თემაში. სამწუხაროა, რომ დღეს ამ კანონებს ყურს არავინ ათხოვებს და წერენ უფრო საშინელ და საზარელ რაღაც-რაღაცებს. ლოკი ამბობს, რომ არავის აქვს იმის შესაძლებლობა, შელახონ ადამიანის უფლებები და თუნდაც სიცოცლე წაართვან მას, იმიტომ რომ იმ ქვეეყანაში სადაც არის ჩასული ტურისტი მოგზაური ან აშშ, თუ ჩაიდინა მან რაიმე ისეთი რაც არ ეპატიება, მაინცდამაინც სიკვდილით უნდა დაისაჯოს, ეს არ არის სწორი, იგი შემოქმედმა დაბადა და მხოლოდ მას შეუძლია განაგოს ამ უკანასკნელის ცხოვრება. მე სიამოვნებით გავითვალისწინებდი ასეთი დიდი ადამიანების შექმნილ უდიდეს: ნაწარმოებებს, კანონებს და აშშ. რადგან ისინი მართლაც იმსახურებენ, რომ ქვეყანა იყოს დაცული და ამდენი შრომა 21 საუკუნეშიც ვიღაცამ დააფასოს.ეს ყველაფერი იმდენად დახვეწილად და უნაკლოდ არის შექმნილი, რომ მე მასში ვერ შევიტან ერთ შესწორებასაც კი.მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ და მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, შენი ქვეყანა ააღორძინო, იყო პატრიოტი და განათელბული მრავალ სფეროში, რადგან მხოლოდ რაღაც კუთხით სწავლა ბევრს არაფერს მოგიტანს, ხოლო თუ ოდესმე გახდები დიდი ადამიანი და მოგიწევს ქვეყნის მართვა, იქნები სხვაზე დამოკიდებული და შენ ვერაფერს გადაწყვეტ შენით, მოგიწევს თავი დაუკრა ყველას. მაგრამ როცა ხარ სულით მებრძოლი, მაშინ ხალხსაც უყვარხარ და დიდ პატივს გცემენ, აი ამ დროს იქნები ღისეული ადამიანი და ვერასდროს დაგამარცხებს სხვა მმართველი სულ, რომ ოქროს ქისები არიგონ ხალხში.მესმის, რომ არსებობენ ის მხარეებიც რომელთაც, შენთვის ზიანის მოყენება უნდათ, მაგრამ ისინი ვერაფერს დაგიშავებენ რადგან მოდით შევადაროთ: 1 ადამიანს არ მოსწონხარ ხოლო 3 შენზე გიჟდება. რომელს უფრო დიდი ძალა აქვს ერთს თუ სამს? რათქმაუნდა სამს.რადგან ამ ცხოვრებაში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე ახლაც ასეა და შენ ვერაფერი დაგამარცხებს, იმიტომ, რომ როდესაც საზოგადოებას უყვარხარ, მათ თავიც შეუძლია გაწირონ შენთვის. ვიმედოვნებ, რომ თუ ოდესმე ისეთი ადამიანები მოვლენ სათავეში,რომლებიც გაითვალისწინებენ განმანათლებების რჩევებს , შექმნიან ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებზეც ჯერ არავის უოცნებია და კი არ დაწერენ ახალ კანონებს და არ იტყვიან ნახე რა მაგარი რამე შევქმენიო, არა, ის ადამიანები რომელბიც იყვნენ განმანათლებლები, ფილოსოფოსები,მოაზროვნეები,მათ აზრს გაითვალისწინებდნენ. ასე, რომ, როგორც ყოვლელთვის, ეს ასე არ მოხდა მაგრამ იმედი მაქვს, რომ დღეს გამოჩნედება ადამიანი ვინც მათი დატოვებული საგანძურის მეშვეობი ისწავლის და შეცვლის ყოველივეს. შეაფასებენ ასევე თითოეული მაღალი პირის განვლილ ცხოვრებას ისე, რომ მათ შეცდომებზე ისწავლონ ყოველივე, ეს კი დაეხმარეაბათ რომ შეიცნონ თავი, მათი ბიოგრაფიები, მიღწევები შეაფასონ და გააცნობიერონ. შენიშვნა: ფილოსოფოსები, განმანათლებლები, ეს ისეთი თემაა, რომელზეც მრავალი რამ შეიძლება დაიწეროს, ვფიქრობ საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. თემაზე მუშაობდა: ლევან კიკილაშვილი. კატეგორიები: განათლება View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.