Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Shaten არი ესეთი მეცნიერება ეთნოგენეზი მეცნ. ერის წარმომავლობის შესახებ აგრეთვე ენათმეცნიერება ლინგვისტიკა და სხვა ეს თეორია აღიარებულია უკვე დიდი ხანია და მიღებულია ყველა სამეცნიერო ისტორიულ წრეებში...: ხსენებული იბერიულ-კავკასიური(ან როგორც სიმონ ჯანაშია ეძახდა იაფეტისტური ენათა ოჯახი) არი დამუშავებული ქართველ მეცნიერთა(და არა მარტო ქართველ მეცნიერთა მიერ) და მიღებულია როგორც აკადემიური წყარო(ეს უკვე 60 წელზე მეტია ჰიპოტეზად აღარ ითვლება ეს ისტორიულად ლინგვისტურად მიღებული ფაქტია).
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus, არ გიფიქრიათ, ეს მონათესავე ხალხი, რატომ განსხვავდება (ასე) ერთმანეთისგან ფიზიკურად (ანტროპოლოგია, რასა..)? Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ბიბლია (ყოველშემთხვევაში - თითქმის) თავიდან ბოლომდე აბსურდად მიმაჩნია..." ბიბლია ეს მორწმუნეთათვისაა რწმენის წყარო, ისტორიკოსებისათვის და მეცნიერებისათვის ერთერთ სარწმუნო წყაროდ ითვლება მით უმეტეს თუ ხერხდება აღწერილი მოვლენების სხვა იმ ეპოქის ისტორიული ლიტერეატორული დოკუმენტებთან შედარება....ასევე კარგი ისტორიული წყაროა ინდური ვედები, და ყველა რელიგიურ-ფილოსოფიურ-ლიტერატორული ნაწარმოები....სხვა საქმეა დოკუმენტის სანდომიანობა ეს მოწმდება მეცნიერულ დონეზე დღეს არსებული ყველა მეთოდით, ესეც არ იყოს ისტორია მათემატიკასავით ზუსტ მეცნიერებად არ ითვლება.....მაგალითად კლასიკური მაგალითი: მეცხრამეტე საუკუნემდე ტროას ომი მითი ეგონათ, არცერთ მაშინდელ მეცნიერს არც კი განუხილავს რომ ტროას ომი აღწერილი უსინათლო ჰომეროსის მიერ მართლა მოხდა ქრისტესსობამდე დაახლოებით მეთორმეტე საუკუნეში. დელიტანტმა მილინერმა ჰენრიხ შლიმანმა რომესაც ბავშვობიდან ჯეროდა ტროას არსებობა სწორედ ამ ილიადის ტექსტის მიხედვით იპოვა და გათხარა ტროა თურქეთის ტერიტორიაზე-ეს კიდევ ნათელი მაგალითი რომ კრისტალიზირებული ოცნება ნებისყოფიანი ადამიანის ხელში აუცილებლად ისხავს ხორცს....დიახ ბიბლია და ყველა ძველი ხელნაწერი ითვლება თუ ყოველთვის დოკუმენტად არა ინფორმაციის წყაროდ და ცუდს ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ, სხვა საქმეს 2 საუკუნის წინ მონათხრობი ამბების შემეცნება მოუმზადებელი ფანატიკოსების მიერ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus, არ ფიქრობთ, რუსებს ცოტა კიდევ რომ დასცლოდათ, ჩვენ მათ მონათესავე ხალხადაც ჩავითვლებოდით. მაგ. - გაგვიუქმებდნენ ენას... თუ სრულებით ვერ გაგვიუქმებდნენ, გადაგვიგვარებდნე მაინც (ისედაც ქე ვლაპარაკობთ რუსული სიტყვების ნაზავით)... და მორჩა - შემდეგ მეცნიერება სახელად - ეთნოგენეზი "დაამტკიცებდა", რომ რუსები და ქართველები თურმე არიან მონათესავე ხალხი... და ასე შემდეგ... სხვათაშორის, დასავლეთის ხალხი, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ყველა სსრკ-ში შემავალ რესპუბლიკის ხალხს რუსებად მოიხსენიებდნენ... ეს მერე დაიწყეს გამოყოფა, როცა დაჭირდათ, საბჭოთა კავშირის დაშლისვის... ასეა, ხალხს ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ უნდათ, როცა დაჭირდებათ... ან ჭეშმარიტება მათთვის ისეთია, როგორიც ჭირდებათ... რას იზამ ასეთია ადამიაის ბუნება.. და სხვათაშორის მეცნიერებიც ადამიანები არიან, ხომ ასეა..? :)

 

დიახ ბიბლია და ყველა ძველი ხელნაწერი ითვლება თუ ყოველთვის დოკუმენტად არა ინფორმაციის წყაროდ და ცუდს ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ,

რათქმაუნდა, რა უნდა იყოს ამაში ცუდი..?! უბრალოდ მე არ მჯერა.. და მგონი არც ამაშია რამე ცუდი, არა..? :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა, მე მაგალითად თავის ქალით წინააზიური ტიპაჟად ვითვლები როგორც უმრავლესი ქართლელები და კახელები მოკლე კისრით და ა.შ. იმერეთი სამეგრელო მოხევეები ხევსურები ტიპიური კავკასოიდები არიან გრძელი კისერით თავის ქალით ამის მიზეზი ბევრია ჯერ ერთი ქართველი ერი არ ჩამოყალიბებულა ერთი ან ორი ტომისაგან: კოლხები(კულხა) მუშექი(მესხები) და კიდევ 5-7 ტომი აღარ მახსოვს ეს საკითხი 22 წლის წინ მაქვს შესწავლილი, გარდა ამისა ურარტუელებთან სპარსელებთან, ბიზანტიელებთან(რომულანებთან) მონღოლებთან ოსმალოებთან ურთიერთობამ თავის კვალი დატოვა... რაც შეეხება კავკასიელებს დაღესტნელებში არი 2 მონროლოიდური ეთნოსი აღარ მახოვს სახელი თუ საჭიროა გავიხსენებ(ისე დაღესტანში სულ 48 ეთნოსი ცხოვრობს და ყველაზე მრავარიცხოვანი ავარელები არიან, საერთო სახელი ლეკი ერთერთი მცირერიცხოვან ეთნოსიდან ლაკებიდან მოდის). იმათ თავის ისტორიული გზა გაიარეს და მზგავსება ნაკლებია გარეგნობაშიც და ხასიათშიც. მაგრამ ავტოქთონ ერებს ყოველთვის შეუძლიათ ადვილად გამონახონ საერთო ენა ვიდრე მოსულებს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასიმილაცია ეს ხანგრძლივი პროცესია და ახალგაზრდა დაბალი კულტურის ამ ამოცანი გადაჭრა არ შეუძლიათ, მით უმეტეს ძველ ერებთან....რუსებს არც ყოფიერი კანონები არც ცხოვრების წესი არც სხვა რამე ისეთი არ გააჩნიათ რითაც შეძლებდნენ კავკასიელების ასიმილირებას...განადგურება შეუძლიათ მაგალითად მათ გაანადგურეს ჩრდილოეთის ხალხები, კავკასიაში აფხაზები(100 ათასზე ბევრად მეტი აფხაზი გაექცა რუსებს კავკასიის ოკუპაციის დროს-მუჯაჰირებად წოდებულნი ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში) ყაბარდოელები და რაც მთავარია ჩერქეზები: ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი და როგორც ამბობენ ყველაზე ლამაზი ერი ჩრდილოეთ კავკასიაში 90 პროცენტზე მეტი ფიზიკურად გაანადგურეს ერმოლოვმა რომელსაც ჩვენი სოკოჭამია ზესიძე ყავდა მდივნად(გრიბოედოვი)ეს ერთი ეპიზოდია მხოლოდ . ასიმილაცია ძნელი საქმეა თუ ვინმეს ასიმილირება მოახდინეს რუსებმა ეს ჩრდილო ოსვები, მორდოვიელები და სხვა უაღრესად დაბალი კულტურის მატარებელი ერები(შეურაცყოფას არ ვაყენებ მართლა ღარიბი კულტურა ქონდათ). Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten აკადემიურ წრეებში რაიმე ჰიპოტეზის მიღება არ მიღება ეს არაა ვინმეს ინტელექტუალური შეურაცხყოფა....ისტორიკოსი მუდამ ობიექტური უნდა იყოს ის ყვება წყაროებში მითითებულ მოვლენებს და ასახელებს წყაროს მიღება არ მიღება მსმენელზეა დამოკიდებული და თქვენი სკეპტიციზმი ბიბლიის ისტორიულ წყაროდ გამოყენების შესახებ სავსებით გასაგებია მეტიც არიან ისტორიკოსები რომლებიც იზიარებენ თქვენ მოსაზრებას.

 

მეცნიერებიც ადამიანები არიან, ხომ ასეა..? რა თქმა უნდა ზოგი მიკერძოებულია ზოგი ობიექტური....Shaten

 

http://s54.radikal.ru/i145/1208/4e/5aa2fc8dd1ca.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა, მე მაგალითად თავის ქალით წინააზიური ტიპაჟად ვითვლები როგორც უმრავლესი ქართლელები და კახელები მოკლე კისრით და ა.შ.

მაგრამ კახელებში და ქართლელებში არიან გრძელი კისრით, ფარმკრთალი სახით და ქერა თმებითაც კი... რათქმაუნდა დასავლეთის ხალხში და მთიელებში უფრო არიან ასეთები., მაგრამ, IMHO, ამას თავისი მიზეზები გააჩნია...

ევროპა და აზიაც დიდი სადაო საკითხი კია... თურქეთი ყოველთვის აზიად ითვლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ნახევარი (მეტი თუ არა) თურქეთისა ევროპა ყოფილა.... რატომღაც ვირაცამ გაყო ევროპა და აზია ურალის მთებთან, მაგრამ ახლა რომ კითხო, რატომ მაინცდამაინც იქ გაყავიო? მგონი ვერც გაგცემს პასუხს... -))

იმერეთი სამეგრელო მოხევეები ხევსურები ტიპიური კავკასოიდები არიან გრძელი კისერით თავის ქალით

ანუ კავკასია ეს კონტინენტია თუ..? ვერ გავიგე...

 

ჯერ ერთი ქართველი ერი არ ჩამოყალიბებულა ერთი ან ორი ტომისაგან:

თითქმის არცერთი ერი არ ჩამოყალიბებულა ერთი ტომისგან, მაგრამ არამგონია სხვადასხვა რასებისგან ჩამოყალიბებულიყოს... ერთ ერში სხვადასხვა რასა არ არსებობს... არც ჩვენთანაა ასე... ეს უბრალოდ ისტორიული მოვლენების - სხვადასხვა აზიური ტომების შემოსევებისა და ჰეგემონიის შედეგი უნდა იყოს... მაგალიტად მუსულმანები უფრო აღმოსავლეთ საქართველოს ლაშქრავდნენ, ვიდრე - დასავლეთს... მთებშიც უჭირდათ ასვლა (უმეტესად)...

გარდა ამისა ურარტუელებთან სპარსელებთან, ბიზანტიელებთან(რომულანებთან) მონღოლებთან ოსმალოებთან ურთიერთობამ თავის კვალი დატოვა...

აი, სწორედ ამას ვამბობდი...

 

რაც შეეხება კავკასიელებს დაღესტნელებში არი 2 მონროლოიდური ეთნოსი აღარ მახოვს სახელი თუ საჭიროა გავიხსენებ(ისე დაღესტანში სულ 48 ეთნოსი ცხოვრობს და ყველაზე მრავარიცხოვანი ავარელები არიან, საერთო სახელი ლეკი ერთერთი მცირერიცხოვან ეთნოსიდან ლაკებიდან მოდის).

ა, ხომ ხედავთ.. :)

 

ყოველთვის შეუძლიათ ადვილად გამონახონ საერთო ენა ვიდრე მოსულებს...

მე მაგალითად ისევე არ ვენდობი ე.წ. ჩრდილო-კავკასიელებს, როგორ რუსებს..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten ნდობა ბოლომდე საკუთარი თავისაც არ შეიძლება მით უმეტეს რუსეთში მაცხოვრებელ ერებისა...მე ვიძახი რომ მათთან შორეული ნათესაური კავშირები გვაქვს ეთნიკურად, ლინგვისტურად, მორალურად და ა.შ. რუსეთი ამჟამად მტერია და თუ კავკასიელები რუსულ ჯართან ერთად გვეომებიან ეს იძულებითი საქციელია(კი არ ვამართლებ მაგრამ შეიძლება ჩვენც მაგ დღეში ვყოფილიყავით)...ქართველებსაც გვიომია დამპყრობელის არმიაში: ილხანების ხანების, სპარსელების, ოსმალოების და ბოლოს რუსების ომებში პირველ და მეორე მსოფლიო ომებში სადაც საქართველოს არაფერი ესაქმებოდა მაგრამ ძალით წაიყვანეს და გაწყვიტეს...მე უკვე გავდივარ, ბოდიში აქ ვწყვეტ საუბარს, დროებით... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასიმილაცია ეს ხანგრძლივი პროცესია და ახალგაზრდა დაბალი კულტურის ამ ამოცანი გადაჭრა არ შეუძლიათ, მით უმეტეს ძველ ერებთან....რუსებს არც ყოფიერი კანონები არც ცხოვრების წესი არც სხვა რამე ისეთი არ გააჩნიათ რითაც შეძლებდნენ კავკასიელების ასიმილირებას...

რუსებს რომ კულტურა არ გააჩნიათ, ამაში ვერ დაგეთანხმებით, რა "შვაინ"ებიც არ უნდა იყვნენ... :) ის რომ ჩვენზე ბევრად ახალგაზრდა ერია - ეს ფაქტია.., მაგრამ სამწუხაროდ ეს მათ ზემოთხსენებულში ხელს არ შეუშლიდათ... თქვენ არ გინახავთ გარუსებული ქართველები... რათქმაუნდა, ეროვნული მოძრაობის შემდეგ, ისინი, ასე ვთქვათ ისევ გაქართველდნენ -)), მაგრამ მანამდე.. განსაკუთრებით აფხაზეთში - ისინი ვინც რუსულ სექტორზე სწავლობდნენ.., რუსებისგან საერთოდ ვერ გაარჩევდი, სახელ და გვარს თუ არ გაიგებდი.., როგორ მეშლებოდა ნერვები (მიუხედავად იმისა რომ, მაშინ არც ვიცოდი, რას ნიშნავდა დამოუკიდებელი საქართველო), ქართველი.. და საუბრობს სუფთა რუსივით... და მანევრებიც... - ყველაფერი რუსული... ქართული ესმის, მაგრამ ვერ საუბრობს... ეს უბრალოდ აფხაზეთიდან იწყებდნენ.., თორემ საქარველო ძალიან "დიდია" და ბოლომდე ვერ ჩააღწევდნენ..?? -)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი ამჟამად მტერია და თუ კავკასიელები რუსულ ჯართან ერთად გვეომებიან ეს იძულებითი საქციელია

მოიცათ, აი მაგ. 1992-93 წლებში ჩეჩნეთი მგონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიქვამდა თავს (ჯ.დუდაევის მეტაურობით).. და აფხაზეთში არა რუსული არმიის სახელით ხოცავდნენ ქართველებს (სხვა "კავკასიელები" - კი), არამედ იმ მიზნით, რომ თავის "კავკასიელ" თანამოძმეებს ეხმარებოდნენ "ფაშისტსი" ქართველების მოსაგერიებლად... თავიანთი დროშით - სხვათაშორის და ატრიბუტიკით...

 

...და სხვათაშორის "лицо кавказской национальности" ესეც სპეციალურად შეთხზული ტერმინია...., გარკვეული დიდი მიზნებისთვის (ეს ზუსტად ვინ იცის - რისვის) და სხვათაშორის, სწორედ იმიტომ, რომ იქ სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს... აბა სადმე გაუგია ვინმეს ასეთი გამოთქმა "лицо альпинской национальности", ან "лицо карпатской национальности" (და სხვ.)?

 

რუსების ომებში პირველ და მეორე მსოფლიო ომებში სადაც საქართველოს არაფერი ესაქმებოდა მაგრამ ძალით წაიყვანეს და გაწყვიტეს...

არ თქვათ, ამაში სავსებით გეტანხმებით.... ამის "მადლობაც" ხომ გადაგვიხადეს ე.წ. ს. ოსეთის და აფხაზეთის სახით, 9 აპრილს თავი რომ დავანებოთ...

 

.მე უკვე გავდივარ, ბოდიში აქ ვწყვეტ საუბარს, დროებით..

არაფრის, როგორ გეკადრებათ. დროებით.

თქვენთან საუბარი სასიამოვნოა! :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten 1990-91 წლებში მაშინდელმა კგბ-მ დაარსა მთიელ ხალხთა კონფედერაცია სადაც ყველა ჩრდილოეთკავკასიელი ნელეგალი "დისიდენტი" შედიოდა....არძიმბამ ჩაატარა ყრილობა სოხუმში იქ ერთი პეტერბურგელი ებრაელი სტრინგერი იყო ჩემ ნაცნობი შემდგომ მომიყვა თავი სადღაც აულის კაგებეშნიკების სხადნიაკზე მეგონაო და წვრილად მომიყვა რაზე იყო საუბარი: კერძოდ "საქართველოსაგან აგრესიისაგან დასაცავად" მეტი არაფერი.... აფხაზეთში მართლაც იბრძოდა მთიელ ხალხთა კონფედერაციის რიგებში ეგრეთ წოდებული "ჩეჩენსკი ბატალიონი"( მოგვიანებით ბასაევის აფხაზსკი ბატალიონს ეძახდნენ ) შამილ ბასაევის მეთაურობით(სულ 548 მებრძოლი აქედან 180 ოდნავ მეტი იყო ვაინახი(ანუ ჩეჩენი) დანარჩენები ყაბარდოელები და სხვა ჩრდ. კავკასიელები იყვნენ....უნდა გვესმოდეს 2 ფაქტორი(ეს არ ამართლებს ბასაევის დანაშაულობებს 1%-ითაც) . მთიელ ხალხთა კონფედერაციით რუსეთი კოორდინირებას უწევდა ქართველთა წინააღმდეგ ცოცხალი ძალის შეგროვებას ჩრდ კავკასიაში რითაც 2კურდღელს იჭერდა ასუსტებდა საქართველოს და თვითონ სუფთავდებოდა მომავალში ამ ჩრდ კავკასიელებისაგან შესაძლო პრობლემებისაგან სეპარატიზმი და ა.შ. გარდა ამისა თვითონ ვითომდა არაფერ შუაში არ იყო(აი გორდიე კავკაზცი ბადაიუტსა დაააა). მეორე საქართველოში იყო ფაქტიური ორხელისუფლებიანობა გამსახურდია და შევარდნაძე კავკასიელებს შორის განიხილებოდა როგორც ორი თანასწორი პრეტენდენტი საქართველოს ტახტზე(ედოს რუსების ძმაკაცად თვლიდნენ). ეს ორი ფეოდალი კი სიტუაციას სხვადასხვანაირად ხედავდა და აცნობდა მსოფლიოს ამასთან კავკასიელებს რუსეთის მასსმედიის გავლით.... რაც შეეხება დუდაევს და რესპუბლიკა იჩკერიას არავითარი ჩარევა მათი მხრიდან არ ყოფილა რა თქმა უნდა ბასაევის კერძო ბატალიონის გარდა...ბასაევი კი ყოველთვის დამოუკიდებლად(ყოველ შემთხვევაში იჩკერიის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად) იწყებდა კერძო ომებს, ბოლო მისი დაწყებული ომი დაღესტანში იჩკერიის განადგურების მიზეზიც გახდა.....სხვათა შორის ის ბატალიონი რომელიც(500 კაცი(ბასაევის ბატალიონი) აფხაზეთში იბრძოდა იმ კოლოსალური როგორც ქართული ისე რუსული ძალების კონცენტრაციის ფონზე არავითარ სამხედრო მნიშვნელობის შენაერთს არ წარმოადგენდა მაგრამ გეგმაზომიერად შუქდებოდა რუსული და ატაცებული რუსეთიდან ქართული მასმედიიდ მიერ)(ლირიკული გადახვევა რუსულ ჯარში ნაპოლეონის ომების დროს ყავდათ 2ასეულ ბაშკირი რომლებსაც სხვა იარაღის გარდა მშვილდისარებიც ქონდათ....ამიტომ მთელ რუსულ ჯარს ფრანგები ერთი პერიოდი ირონიით ამურებს ეძახდნენ..). ეს ბატალიონი თითქმის ბოლომდე(ბასაევის გარდა) განადგურდა გროზნოს შტურმის დროს როდესაც რუსებმა ვაკუმური ბომბებით 20 000 მხოლოდ ბავშვი მოკლეს გროზნოში..... ბასაევის ბოლოც გაგებული გექნებათ....ამიტომ ეს ამ ეტაპზე ფუფუნებად მიმაჩნია რომ კავკასიელებმა ერთმანეთს ანგარიშები წავუყენოთ(სტალინმა მთელი ვაინახეთი გადაასახლა ყაზახეთში და გზაში 100 000დე ადამიანი დაიღუპა მაგრამ სისულელე არ იქნებოდა პასუხი ვინმეს ქართველებისათვის მოეთხოვა?) ასეა ბასაევის 500 ბოევიკს ვხედავთ და 30 000 რუსეთის ჯარისკაცს ვივიწყებთ 7 ათას კაზაკთან ერთად ,ეს იმიტომ რომ ვიღაც ვიღაცეებს ასე უნდათ.კატები ვგონივართ რომლებსაც როგორც ამბობენ წყენა მახსოვრობა 3 დღეზე ყოფნით.....არა ქართველებს და კავკასიელებს ბრწყინვალე მახსოვრობა გვაქვს და ამ ორასი წლის მანძილზე რუსის ხელით და რუსის წაქეზებით მოკვდინებულ ყოველ ქართველზე რუსები პასუხს აგებენ.....ადრე თუ გვიან...p.s. "ნელეგალი" ნიშნავდა არაოფიციალურ ინფორმატორს კაგებეს ენაზე(იხილეთ: ვ.ბუკოვსკი "რუსი მოგზაურის წერილები"). Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

500 ბოევიკს ვხედავთ და 30 000 რუსეთის ჯარისკაცს ვივიწყებთ 7 ათას კაზაკთან ერთად

მოიცათ.., და ვინ ივიწყებს ამას??

არა ქართველებს და კავკასიელებს ბრწყინვალე მახსოვრობა გვაქვს და ამ ორასი წლის მანძილზე რუსის ხელით და რუსის წაქეზებით მოკვდინებულ ყოველ ქართველზე რუსები პასუხს აგებენ.....ადრე თუ გვიან...

და ვინ გედავებათ ამაში...?? მგონი ჩვენ რუსებზე არ გვქონდა საუბარი, მოცემულ მომენტში.. რუსეთი რომ ნაგავია... და ბევრი წვლილი მიუძღვის ჩვენს უბედურებაში, ეს სხვა საკითხია...

რაც შეეხებათ ჩეჩნებს, ისედაც "ტყიური" ხალხია... მუსულმანური მხეციზმი ბუდობს მათში... და ასეთ ხალხთან საერთოს დაჭერის სურვილი ნამდვილად არ გამაჩნია... არც იმის სურვილი, რომ მათ მხარდამხარ (დაუშვათ) ვინმეს ვებრძოლო... თუ ვებრძვი, უმაგათოდ ვებრძვი...

იცით, ადამიანის მოკვლის მეთოდსაც გააჩნია... ჩეჩნები ამას ველური სისასტიკით აკეთებენ... საერთოდ (აგრესიულ) მუსულმანებში ასეა მიღებული, IMHO

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten მე ხომ ვთქვი, არ ვდავობ მეთქი ამ საკითხში...მე რუსეთთან მაინტერესებს სათისფაქცია. ვაინახებზე რაც ვთქვი, ესეც მართალია რაც შეეხება მათთან ერთად მხარდახარ ბრძოლას არც თქვენი მონა მორჩილი აპირებს. საერთოდ მე ომის წარმოების ჯოყოლას სტილი უფრო მომწონს....მარტო ვარ მე პასუხისმგებელი ყველაფერში ჩემ თავთან...რაც შეეხება ისლამს და ფანატიზმს ეს ზოგადად ყველა რელიგიურად ეგზალტირებულ ხალხს ეხება და არა მარტო ისლამს, ჩემი აზრით...ადამიანს პასუხისგება როდესაც გადააქვს არამატერიალურ არსებაზე და მისი სახელით ცდილობს გაამართლოს უკეთურობა, ღალატი, ბავშვების და უმწეობის სისხლი ამ გიჟია ან გაგიჟებულად შენიღბული კრიმინალი.... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანს პასუხისგება როდესაც გადააქვს არამატერიალურ არსებაზე და მისი სახელით ცდილობს გაამართლოს უკეთურობა, ღალატი, ბავშვების და უმწეობის სისხლი ამ გიჟია ან გაგიჟებულად შენიღბული კრიმინალი....

რას გულისხმობთ? გაამართლოს თავისი უკეთურობა..?

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...