Jump to content
Planeta.Ge

ნოდარ ნათაძე რუსეთის თემას ეხება


Recommended Posts

"სააკაშვილის მთავარი ღალატი ისაა, რომ წინა რამდენიმე კვირაში რუსებს არ მოუხსნა სამშვიდობო სტატუსი - ე.ი მტერს, რომელიც საქართველოში დგას და ფაქტობრივად მთელ სოფლებს გინადგურებს არტილერიით, სამშვიდობო სტატუსს არ ართმევ... ვერც იდიოტიზმით, ვერც ბავშვური ტვინით, ვერც სულსწრაფობით სააკაშვილის მოქმედებას ვერ ახსნი. ამას აქვს ერთადერთი ახსნა - რუსული დავალება, მოღალატეობის დავალება", - აცხადებს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნოდარ ნათაძე: "საქართველოს უცხო ქვეყნის აგენტები მართავენ"

 

"პროფესიული წყაროებიდან ვიცი, ეს არსად დაწერილა და არ გაცხადებულა - სააკაშვილმა რუსებს 4 საათი და 30 წუთის შესვენება მისცა - როკის გვირაბის ვენტილაცია იყო გაფუჭებული, გვირაბი ბრძელია, მაშინ იქ რუსები ჩაიხრჩობოდნენ! ახლა მე ვინმეს დახვრეტას კი არ ვითხოვ, მაგრამ იმ სამარცხვინო მარცხისა და დაკარგული ტერიტორიების გამო პასუხისმგებლობა არავის უნდა დაეკისროს? ჩვენ რატომ ვიტანთ ომის წამგები მთავარსარდლის პარპაშს? ჩვენ ქვეყანას მართავს უცხოეთის აგენტურა. ეს არის მთელი ამოცანის თავი და ბოლო - საქართველოში 1991-92 წლების მიჯნაზე მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება და მოიყვანეს თავიანთი აგენტურა, რომელმაც მოათრია შევარდნაძე. შევარდნაძეც მათი აგენტი იყო. სააკაშვილიც შევარდნაძის სანქციით ისევ რუსებმა მოათრიეს, მართალია, ამერიკის ფავორიტად ითვლება, მაგრამ მის მოყვანაში რუსეთის ხელი ძალიან ერია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ნათაძე.

 

"რუსეთის ყველა ეკონომიკური მიღწევა საქართველოში დამყარებულია კანონსაწინააღმდეგო აქტებზე, კორუფციულ გარიგებებსა და კარუფციულ შეთანხმებებზე. ამირომ ეს ყველაფერი ექვემდებარება გაუქმებას ყოველგვარის კომპენსაიციის გარეშე - საქართველოს ხელისუფლებას ექნება არგუმენტი - ყველა ის გარიგება არის კორუფციული და დადებულია არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რომელიც ხელისუფლებაში უკანონო გზითაა მოსული და დარჩენილი - ყველა არჩევნები გააყალბა. შეიძლება ქართული ეკონომიკიდან რუსები გაყარო კომპენსაციის მიცემით - ანუ ის კაპიკები, სიმბოლური ფასი, რომელიც გადაიხადეს უკან გადაუყარო. ამაში საერთოდ არანაირი პრობლემა არ არსებობს. მაგრამ ვინაიდან კორუფციული გარიგებაა, შეიძლება გაკეთდეს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე", - განაგრძობს რესპონდენტი.

 

"აგვისტოს ომის თაობაზე ტალიავინის დასკვნაც იყო გაყიდული. ტალიავინის დასკვნაში 500 გვერდზე მეტი ფაქტებს მოიცავს, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობს, დასკვნები კი არ გამომდინარეობს ფაქტებიდან - ესაა თაღლითობა. ხელისუფლებას კი ხმა არ ამოუღია იმიტომ. რომ ტალიავინი არის რუსეთის მოციქული და ამას რუსის აგენტი სააკაშვილი ვერ იტყვის. მაგრამ მსოფლიომ ტალიავინის დასკვნა ფეხებზე დაიკიდა, ეს ფაქტია, ამ დასკვნას სერიოზულად არავინ ახსენებს. იქ წერია, რომ 6 და 7 აგვისტოს რუსების მოძრაობა ჩვენ ვერ დავადასტურეთო - რას ქვია, ვერ დაადასტურე? ამ კომისიას ერქვა ფაქტების დამდგენი კომისია? მსოფლიომ დაადასტურა - ეს ყველაფერი თანამგზავრებიდან არის გადაღებული", - მიიჩნევს ნოდარ ნათაძე და შეკითხვას - "ამბობენ, სააკაშვილი თავისი უგონო მოქმედებით ჩაერთო ამ ბრძოლაში, პროვოკაციას წამოეგო..." პასუხობს:

 

"სააკაშვილი პროვოკაციას კი არ წამოეგო, არამედ შეასრულად რუსის დავალება. ჩემი ყურით მოვისმინე ტელევიზორში როგორ ეკითხება გერმანელი პარლამენტარი საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს, ქალბატონო მინისტრო, ყველაფერს გიჯერებთ, მაგრამ ამიხსენით, თქვენი პრეზიდენტი ასეთ მარტივ სატყუარას როგორ წამოეგოო. ე.ი. დიპლომატიური ენით ეუბნება - ეს განგებ გააკეთაო! ომიდან 2 თვის შემდეგ ნატო-ს კაცთან მილაპარაკია ამ თემაზე, მან თქვა, ყველანი გაკვირვებული ვართ, სააკაშვილმა ასეთი მარტივი საკენკი როგორ აკენკაო. მათ ესმით სააკაშვილმა რაც გააკეთა - თეთრი ძაფით შეკერილი სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა. ერთი, რომ თავიდან გაჩუმდა, მეორე - რუსებს სამშვიდობო მანდატი არ გაუუქმა, მესამე - რუსებს გვირაბში სულის ამოხდომის საშუალება არ მისცა, მეოთხე - სამხედრო ოპერაციების მართვაში ჩარევის საშუალება სამოქალაქო პირებს მისცა, კერძოდ, უგულავასა და თარგამაძეს. ეგენი ნებისმიერი ქვეყნის კანონით დასახვრეტები არიან, დახვრეტის გარდა მაგათ არაფერი ეკუთვნით"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კერძოდ, უგულავასა და თარგამაძეს. ეგენი ნებისმიერი ქვეყნის კანონით დასახვრეტები არიან, დახვრეტის გარდა მაგათ არაფერი ეკუთვნით"

+++

მართალია ნათაძე..

 

"რუსეთის ყველა ეკონომიკური მიღწევა საქართველოში დამყარებულია კანონსაწინააღმდეგო აქტებზე, კორუფციულ გარიგებებსა და კარუფციულ შეთანხმებებზე. ამირომ ეს ყველაფერი ექვემდებარება გაუქმებას ყოველგვარის კომპენსაიციის გარეშე - საქართველოს ხელისუფლებას ექნება არგუმენტი - ყველა ის გარიგება არის კორუფციული და დადებულია არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რომელიც ხელისუფლებაში უკანონო გზითაა მოსული და დარჩენილი - ყველა არჩევნები გააყალბა. შეიძლება ქართული ეკონომიკიდან რუსები გაყარო კომპენსაციის მიცემით - ანუ ის კაპიკები, სიმბოლური ფასი, რომელიც გადაიხადეს უკან გადაუყარო. ამაში საერთოდ არანაირი პრობლემა არ არსებობს. მაგრამ ვინაიდან კორუფციული გარიგებაა, შეიძლება გაკეთდეს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე", - განაგრძობს რესპონდენტი.

ამას ასე იოლად ვერ გადაწყვიტავენ, არ არის ეგრე, მიუგდე ის რაც გადაიხადა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"სააკაშვილის მთავარი ღალატი ისაა, რომ წინა რამდენიმე კვირაში რუსებს არ მოუხსნა სამშვიდობო სტატუსი -

მეც მაგას ვფიქრობ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio მეც გეთანხმები ამ საკითხში (ე.წ. "სამშვიდობოების" სტატუსი ჯერ კიდევ 2004 წელში უნდა მოეხსანა და ესენგედან გამოსულიყო ვინაიდან ცხინვალში ესენგეს ეგიდით იდგა ეგ ღორების "სამშვიდობო" ბატალიონი...) მაგრამ არ უნდოდა ცხოვრების გართულება "ევროპელებთან თავის მართლება გაუჭირდებოდა"....სხვათა შორის დიდი პირობა რომ დადო ევროპელებთან ძალას არ გამოვიყენებთ ტერიტორიების დასაბრუნებლადო ამის მანდატი მას არ ქონდა ესეთი რაღაცეები არ კეთდება რეფერენდუმის გარეშე....აბა რუსებს შერცხვებათ ევროპელების და გაიპარებიან?.....რა უბედურებაა ერთი მემარჯვენე საქართველოს ინტერესების დამცველი პარტია რით ვერ შეიქმნა......ოპოზიცია რატომ სულ რუსული მატრიოშკა გამოდის :eshmak:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

მაგრამ არ უნდოდა ცხოვრების გართულება "ევროპელებთან თავის მართლება გაუჭირდებოდა

სამაგიეროდ ეხლა 100 000 დევნილზე მეტს გაურთულდა ცხოვრება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დევნილები ასეც და ისეც იქნებოდნენ ვინაიდან რუსეთი პასპორტებს ფიზკულტურის მასწავლებლის ანკლავს სწორედ ამ მიზნით ურიგებდა და რუსული გენშტაბი 4 წელი ომისათვის მხოლოდ რუქებით არ ემზადებოდა....2000-ზე მეტი ტანკის მობილიზაცია ავიაცია აფხაზეთში რკინიგზის შეკეთება-დაგება.... გრუს და ფეესბეს მთელი კავკასიური კონტინგენტი საქართველოს აგენტურას ამუშავებდა და რაც მთავარია ნატოს სამიტზე პუწინს მერკელის შეაბმა(როგორც ის ჰაიდუკი)(სერიოზული დათმობები ენერგომატარებლების ფასებზე და მოგვიანებით გადამანაწილებელზე პროცენტების დაპირება....) ესეთი შანსი რუსეთს მეორედ აღარ ექნებოდა თუ დაიცდიდა(+კოჭლი უტკა ამერიკაში).....სტატუსი არაფერს არ შეცვლიდა უბრალოდ გაართულებდა მძინარე ცხვინვალის ჩეკისტური არაკის პროპოგანდას როგორც ქვეყნის გარეთ ისე კოლაბორაციონისტებისათვის ქვეყნის შიგნით....ამათ ეშინოდათ რომ საოკუპაციო სტატუსი გამსახურდიამ როგორც მისცა რუსულ ჯარს მაშინდელმა ოპომ ორ სამ კვირაში ჩამოაგდო....თორემ სტატუსი ეგრე ადვილად ვერ მოიხსნებოდა ცხინვალში როგორც სოხუმში (სხვადასხვა სტატუსი ქონდათ ამ რეგიონებში ოკუპანტებს). ესენგედან გამოსვლის გარეშე სტატუსი ვერ მოიხსნებოდა რადგან ჯარებს ესენგეს "სამშვიდობოს" სტატუსი ქონდა...რომც დაესვა ესენგეს შიგნით გაყვანა ან შეცვლა რუსეთი ჩააგდებდა ამ საკითხს ან ლაყბობაში გაწელავდა....ისე რომ ეს საქმე 2004 წელს უნდა დაწყებულიყო ესენგედან გამოსვლით რის ნებაც არ გააჩნდა რადგან ეკონომიკის კოლაფსი მოხდებოდა და გრეჩიხები და სხვა ლუმპენები მართლა წალეკდნენ ხელისუფლებას.....ისე რომ სტატუსი კარგი იყო თუ დაიწყებოდა 2004 ესენგედან გამოსვლით სამწუხაროდ მოსახლეობას ამდენი არასოდეს არ ესმის და პოლიტიკოსებიც არ რისკავენ....ცუდი ქნა რომ არ მისცა სტატუსი მაგრამ ეს არცერთი პროცენტით არ შეაჩერებდა რუსეთის შემოჭრას ვისაც ჯერა რომ რაიმე კანონი ან სტატუსი ამ ავადმყოფ სახელმწიფოს აიძულებს ხელი აიღოს რაიმე სიშლეგეზე უბრალოდ გულუბრყვილო ადამიანია ან არ იცნობს რუსეთს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...