Jump to content
Planeta.Ge

რატომ გახშირდა სუიციდის შემთხვევები


Recommended Posts

ყოველდღე ვგებულობთ ახალ ტრაგიკულ ამბებს.

რა ხდება ?

რა უბიძგებს ადამიანებს თვითმკვლელობისაკენ .

დააფიქსირეთ თქვენი აზრი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველდღე ვგებულობთ ახალ ტრაგიკულ ამბებს. რა ხდება ? რა უბიძგებს ადამიანებს თვითმკვლელობისაკენ . დააფიქსირეთ თქვენი აზრი

 

უიმედობა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"რომელია “კარგი საზოგადოება” რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით? არსებობს თუ არა შესაბამისი მოდელი და ნიმუში?

მომავალი თავისთავად არ არსებობს. მომავალს ქმნიან თავად ადამიანები.

არ არსებობს არც მოდელები საზოგადოებრივი წესრიგისა, რომელთა კოპირებაც შესაძლებელია, მაგრამ თუ მაინც, მინიშნება გვსურს, ეს არის ევროპული სოციალური და დემოკრატიული სისტემა, განსაკუთრებით ის ფორმები, რომლებიც დამ

კვიდრებულია ჩრდილოეთ ევროპაში _ ფინეთში, შვეციაში, დანიაში, ნორვეგიაში.…

„კარგი საზოგადოება“- ეს არის საზოგადოება თანასწორი და თავისუფალი ადამიანებისა, სადაც შემოსავლები და სიმდიდრე მნიშვნელოვნად თანასწორად არის გადანაწილებული, სოლიდარობა და კოლექტიური პასუხისმგებლობა ინდივიდუალურთან თანაარსებობს და სახელმწიფო ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით ახდენს საბაზრო ეკონომიკის რეგულირებას. განსხვავებები არ უნდა ემუქრებოდეს საზოგადოების ერთიანობასა და ეფექტიან განვითარებას"--ეხლა განვიხილოთ თუ რა კავშირია სუიციდსა და საზოგადოებრივ წყობას შორის? ალბათ დამეთანხმებით რომ ჩვენი საზოგადოება განიცდის ერთგვარ დეგრადაციას...ხალხი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი იმ უბედურებების გამო რაც მათ თავს დაატყდათ, ამას ყველაფერს კიდევ დაემატა "ჩაკეტილობა, სრული იზოლაცია, უნდობლობა, ერთმანეთის გაუტანლობა, უმძიმესი ფორმით სიღატაკე, უიმედობა, ღრმა დეპრესია და ადამიანის ფსიქიკა მეტს ვეღარ უძლებს............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სუიციდი არაა ეპოქის ან რაიმე კონკრეტული მოვლენების შედეგი(მაგ პრინციპით გერმანელებს 1939-45 წლებში განსაკუთრებით მასიურად უნდა ეხოცათ თავები ან საბჭოელებს სტალინის დროს, მაგაზე ექსტრემალური ვერ წარმომიდგენია). ვფიქრობ რომ ეს ფსიქიკური გადახრაა და გენეტიკურად დევს ადამიანში....გამოვყოფდი ორი ჯგუფის სუიციდს: პირველი აფექტური(რაღაც მოვლენებზე რეაქცია,(ეს მოვლენა პატარა კატალიზატორია თორემ ადრე თუ გვიან სუბიექტი ამას მაინც ჩაიდენდა) და მეორე გააზრებული(ხანგრძლივი ავადმყოფობის, უუნარობის, ჩვეული საქმიანობის ვერ შესრულების....). მეორე შემთხვევა პატივისცემას იმსახურებს ჩემ მხრიდან......
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველდღე ვგებულობთ ახალ ტრაგიკულ ამბებს. რა ხდება ?

 

ჯერ სოციალური, მდგომარეობა მერე, ყოფა ანუ ვერაფერს გასაკეთები :facepalm: :facepalm: :facepalm: :cry: :cry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სუიციდი არაა ეპოქის ან რაიმე კონკრეტული მოვლენების შედეგი(მაგ პრინციპით გერმანელებს 1939-45 წლებში განსაკუთრებით მასიურად უნდა ეხოცათ თავები ან საბჭოელებს სტალინის დროს, მაგაზე ექსტრემალური ვერ წარმომიდგენია). ვფიქრობ რომ ეს ფსიქიკური გადახრაა და გენეტიკურად დევს ადამიანში....გამოვყოფდი ორი ჯგუფის სუიციდს: პირველი აფექტური(რაღაც მოვლენებზე რეაქცია,(ეს მოვლენა პატარა კატალიზატორია თორემ ადრე თუ გვიან სუბიექტი ამას მაინც ჩაიდენდა) და მეორე გააზრებული(ხანგრძლივი ავადმყოფობის, უუნარობის, ჩვეული საქმიანობის ვერ შესრულების....). მეორე შემთხვევა პატივისცემას იმსახურებს ჩემ მხრიდან......

სუიციდი არაა ეპოქის ან რაიმე კონკრეტული მოვლენების შედეგი(მაგ პრინციპით გერმანელებს 1939-45 წლებში განსაკუთრებით მასიურად უნდა ეხოცათ თავები ან საბჭოელებს სტალინის დროს, მაგაზე ექსტრემალური ვერ წარმომიდგენია). ვფიქრობ რომ ეს ფსიქიკური გადახრაა და გენეტიკურად დევს ადამიანში....გამოვყოფდი ორი ჯგუფის სუიციდს: პირველი აფექტური(რაღაც მოვლენებზე რეაქცია,(ეს მოვლენა პატარა კატალიზატორია თორემ ადრე თუ გვიან სუბიექტი ამას მაინც ჩაიდენდა) და მეორე გააზრებული(ხანგრძლივი ავადმყოფობის, უუნარობის, ჩვეული საქმიანობის ვერ შესრულების....). მეორე შემთხვევა პატივისცემას იმსახურებს ჩემ მხრიდან......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjusს- მსოფლოიში 40% სუიციდის მიზეზები უცნობია...

კითხვა მდგომარეობს იმაში თუ რატომ გახშირდა თვითმკვლელობები?-

თუ საქართველოსთან მიმართებაში ვიმსჯელებთ რა გამოდის ერი გენეტიკურად დაავადებულია? გასაგებია ის რომ ზოგადად სუიციდის რამოდენიმე კატეგორია არსებობს, მაგრამ ფაქტორები კი სხვადასხვა...

ფაქტორებიდან ძალიან მნიშვნელოვანია:

- პიროვნული და სოციალური ფაქტორები

მამაკაცები 60-წლის და ზემოთ, განქორწინება, მწვავე ფინანსური პრობლემები, სოციალური იზოლაცია, ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულება, ადამიანის მუდმივი დამცირება, თავის მოკვლის მცდელობა პიროვნული ტრაგედიის ფონზე და ასე შემდეგ.

-ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები

დეპრესიები: მანიაკალური, ბიპოლარული, შფოთვითი აშლილობები, სხვაზე უზომოდ დამოკიდებულება, იპოხონდრია (როცა ადამიანს ჰგონია რომ ავად არის), ხანგძლივი და მძიმე ქრონიკული ტკივილები, განუკურნებელი დაავადებები (სპიდი, ავთვისებიანი სიმსივნეები), მძიმე ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც პიროვნული და პიროვნულ-თვითშეგნების მოშლილობითაა გამოწვეული, ჰალუცინაციები, როდესაც ხმა უბიძგებს ადამიანს"თვითმკვლელობისაკენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვთქვი რომ ეს ზოგადი მოვლენაა და ახასიათებს ყველა ქვეყანას და ეს გენეტიკურადაა განპირობებული. არაფერი განსაკუთრებული ციფრი საქართველოში არაა და ეს ვაიუშველებელი "აი საქართველოში რა ხდება"-ო მორიგი ისტერიაა. მე პირადად საკუთარ სიცოცხლეს ამ გზით დავასრულებ როდესაც ფიზიკურად დავუძლურდები ვიცი დოზები და წამლები ამისათვის საჭირო(თუ მივაღწიე ამ ასაკს). საზოგადოებას არ გააჩნია არავითარი უფლება განსაჯოს ადამიანი ვინც ამ გზით ტოვებს ცხოვრებას. ნარკომანები ალკოჰოლიკები სოც ჯგუფები არაფერ შუაში არაა. ადამიანს უნდა წასვლა და მიდის....ამაზე დისკუსია საერთოდ არ მიმაჩნია აზრის მქონე... p.s. ამ ტექსტის ავტორი არც ალკოჰოლიკია, არც ნარკომანი და არც სოციალურად უძლური. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებას არ გააჩნია არავითარი უფლება განსაჯოს ადამიანი ვინც ამ გზით ტოვებს ცხოვრებას.

არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. კიდევ განსჯა უნდა იმ ადამიანს (ყველა კარგად იყოს), ვინც იმ დონემდე მიიყვანა ყოფამ, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა..?? აბა რომელ გიჟს უნდა სიკვდილი..?? და ვინც ამას აკეთებს, ის უკვე, შეიძლება ითქვას, რომ - მკვდარია..

 

მე პირადად საკუთარ სიცოცხლეს ამ გზით დავასრულებ როდესაც ფიზიკურად დავუძლურდები ვიცი დოზები და წამლები ამისათვის საჭირო(თუ მივაღწიე ამ ასაკს).

ამაშიც გეთანხმებით. აბა (მაგალითად) სკლეროზიანი ადამიანის ცხოვრება, ცხოვრებაა..??

 

ტრაგედია, თვითმკვლელობა კი არაა.. ტრაგედია ისა.., რამაც მიიყვანა ადამიანი თვითმკვლელობამდე

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"....ხოლო სიკვდილიც დღესასწაულია, უბრალოდ ჩვენ ვერ ვისწავლეთ მისი აღნიშვნა". Also sprach Zarathustra
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ადამიანის ნებისმიერი ქმედება ცრუა და კურდღლისებრი კვალთა არევა. სიყვარული და სიკვდილი არსით ქოფაკებია, რომლებიც მას მიერეკებიან, ღმერთებმა(ბუნებამ) შექმნეს ეს ძაღლები და მიეცნენ ნადირობის სიტკბოებას. ასეთია პანის კომედია: ადამიანი ფიქრობს რომ მონადირეა, სინამდვილეში ქოფაკები მასზე ნადირობენ. ასეთია ადამიანის ტრაგედია, უსუსურის როდესაც სიყვარული ან სიკვდილი ესტუმრებიან. იგი ამიერიდან კურდღელი აღარაა-ის ტახია. სამყაროში არაა სხვა კომედია ან ტრაღედია. ამიტომ-შეწყვიტე ღმერთების ნადავლად ყოფნა, შენ ველურ სიყვარულში და სიკვდილში, იცოცხლე და მოკვდი თვითონ......მაშინ და მხოლოდ მაშინ შენი სიცილი გახდება აღტაცების სიცილი..." . თავი 33. მწეველი ძაღლი. 1913წ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ადამიანის ნებისმიერი ქმედება ცრუა და კურდღლისებრი კვალთა არევა. სიყვარული და სიკვდილი არსით ქოფაკებია, რომლებიც მას მიერეკებიან, ღმერთებმა(ბუნებამ) შექმნეს ეს ძაღლები და მიეცნენ ნადირობის სიტკბოებას. ასეთია პანის კომედია: ადამიანი ფიქრობს რომ მონადირეა, სინამდვილეში ქოფაკები მასზე ნადირობენ.

ბრძნულად კი ჟღერს, მაგრამ იმედია მთლად ასე არაა.., თორემ მართლა ახლავე მოვიკლავ თავს :D

პრიკოლი კი იმაშია, რომ ზოგჯერ მართლა ასეთს... გაიფიქრებ კაცი, ამ ცხოვრებაზე დაკვირვების შედეგად.... მაგრამ მერე გაივლის ცოტა ხანი და იმედი, როგორც ნარკოტიკი, ისევ გაგაბრუებს, ალბათობის მცირე ოპტიმიზმით... ;)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი....ვიდრე ცნობიერება ნორმაშია და სხეული მუშაობს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...