Jump to content
Planeta.Ge

"მეტი საქმე არ გვაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბაროთ და დაგანგრევინოთ"


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ პოლიტიკოსს მიმართა, "მეტი საქმე არ გვაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბაროთ და დაგანგრევინოთ".

 

ამის შესახებ სააკაშვილმა, აჭარის მაღალმთიანეთში, შუამთობის დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

"თქვენ ყოველთვის გიყურებდნენ წარსულის პოლიტიკოსები და ზოგი ახლა წარსულიდან, თავისი მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინება ჩვენს ახალ აღმშენებლობას, ურცხვად აცხადებს, რომ თურმე ძველი დრო უკეთესია, ტელევიზიით ჰყვება, რომ ახალი კურორტები მთის დამახინჯებაა, თურმე ახალი გზები არის თქვენი ავთენტურობის შეურაცხყოფა. იმ ხალხს, რომელიც იძახის, რომ უნდა დავაბრუნოთ კორუმპირებული მოხელეები, ძველებური ცხოვრების წესი, იმ ხალხს ვინც გვეუბნება, რომ უნდა დავბრუნდეთ ძველი იმპერიული კონტროლის ქვეშ, რადგან იქ უფრო კომფორტულად ვგრძნობდით თავს, ჩვენ მათ გვინდა, ვუთხრათ, რომ უკან წასასვლელი არსად აღარ გვაქვს. საქართველო და აჭარა მხოლოდ წინ, უკეთესი მომავლისკენ იმოძრავებს, როგორც ჩვენ ყველამ ერთად დავსახეთ. ამას წინათ, რომელიღაც ადამიანს, პოლიტიკოსს მოვკარი თვალი და ასე იძახდა, ამ მთავრობამ კი ბევრი ააშენა, ბევრი გააკეთეს, მაგრამ ახლა ჩვენი მოსვლის დროაო. მეტი საქმე არ გვაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბაროთ და დაგანგრევინოთ. ყველაფრის დანგრევა ძნელია, მაგრამ ესენი ნგრევის ისეთი სპეციალისტები არიან, რომ მაგათ ხელში ჩვენი 50 სართულიანი ცათამბრჯენები რომ ჩაუგდო, შეიძლება, ორ თვეში იქედან არაფერი დარჩეს, მაგრამ ნურას უკაცრავად! აქაურობას ვერავინ ვეღარ დააბრუნებს უკუნეთში, კრიმინალში, უპერსპექტივობაში, კორუფციასა და მონობაში. ჩვენ გავთავისუფლდით და თავისუფლებას არაფერი სჯობს ამ ქვეყანაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=12248

 

რა უნდა თქვა ამაზე ?

კი არის მე5-ს პალატის თემა, მაგრამ ცალკე უფრო თვალსაჩინოა და იყოს ასე..:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტი საქმე არ გვაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბაროთ და დაგანგრევინოთ".

 

გვითხრას, იქნებ ყომარში მოუგო ედიკას საქართველო და დაგვასვენოს. ეს ვინ ყოფილა ბოლოს და ბოლოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვითხრას, იქნებ ყომარში მოუგო ედიკას საქართველო და დაგვასვენოს. ეს ვინ ყოფილა ბოლოს და ბოლოს.

 

რა კოშმარი? მართლა აუშენებიათ, დანგრეული ქვეყანა.და რა გინდათ!

საერთოდ, სანატრელი არ გახდეს ეს დრო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

რა უნდა თქვა ამაზე ?

კი არის მე5-ს პალატის თემა, მაგრამ ცალკე უფრო თვალსაჩინოა და იყოს ასე.. :)

 

ამერიკელებს ეუბნება წასვლა არ მინდაო :)

ამერიკელების პასუხს ახალი ელჩი ჩამოიტანს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...