Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Shaten

 

ანუ შენ გჯერა სიკვდილსშემდგომი სუფევის..?

რათქმაუნდა და განა მხოლოდ მჯერა ასე ბრმა რწმენის დონეზე, არა ! პირადი გამოცდილების საფუძველზე მივედი ამ დასკვნამდე, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, ექსპერიმენტის დონეზეა გადამოწმებადი, ნებისმიერის მიერ.

მეტსაც გეტყვი, ინდივიდი რომელიც ამ ყოველივეს აცნობიერებს, გარდაიცვლება რა ახალ რეალობაში მყოფადობას უკვე მარადისობაში აგრძელებს, ხოლო ისინი ვინც ვერ ათვიცნობიერებენ ამ ყოველივეს რეინკარირდებიან ისევ მატერიალურ სამყაროში და ეს ციკლი გრძელდება მანამ, სანამ არ გაათვიცნობიერებს კაცობრიობა, რომ მათი სამშობლო მატერიის ციხე კი არა სულიერი თავისუფლებაა, უსაზღვრო და უკიდეგანო სამყარო. ეს შობას გავს აბრეშუმის ჭიისას პეპლად, მანამ სანამ მატლი საკუთარი მეცადინეობით გარსშემოხვეულ აპკშია ჩაკეტილი მანამდე იზოლირებულია გარესამყაროსაგან ამ ბუდით, როგორც კი ამ აპკის კედლებს გაარღვევს და გაიჭრება უკიდეგანო სივრცეში პეპლად მაშინ აღიქვამს სამყაროს მთელი ტავისი სისავსით, მანამდე ხედავს მხოლოდ მის ირგვლივ არსებულ აპკს, რომელიც თავადვე შემოაქსოვა საკუთარ თავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 67
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აუუ, იმედია რეაინკარნაცია მცდარია.. კიდევ ამ საგიჟეთში მოხვედრას მირჩევნია საერთოდ არ არსებობდეს სული, თავისი რეინკარნაციით..! :drug:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეტსაც გეტყვი, ინდივიდი რომელიც ამ ყოველივეს აცნობიერებს, გარდაიცვლება რა ახალ რეალობაში მყოფადობას უკვე მარადისობაში აგრძელებს, ხოლო ისინი ვინც ვერ ათვიცნობიერებენ ამ ყოველივეს რეინკარირდებიან ისევ მატერიალურ სამყაროში.

 

აქ დაახლოებით გეთანხმები მაგრამ ერთი განსხვავება ისაა რომ რაც არ უნდა წმინდა იყო ამ სამყაროში სიკვდილის შემდეგ ისევ სხვა სამყაროში დაიბადები, სამყარო რომელიც სულიერი დონით უფრო მაღალია მაღალი იმიტომ რომ წინა ქვე-დონისი სამყაროში შენ შეიცანი მეტი და დაიმსახურე, ამ ახალ სამყაროშიც მოგიწევს შრომა-ძიება და ეს პროცესი გრძელდება და გრძელდება, იმედია რაღაც საერთო მიზნამდე. სამოთხე სწორედ ეს არის როდესაც გადადიხარ ზემდგომ ეტაპზე და შენი სული შრომობს, ჯოჯოხეთი კი პირიქით როცა ქვეითდები და უარესს სამყაროში ჩნდები. რენკარნაცია ნიშნავს სრულ განწმენდას, რათქმაუნდა არაფერი გეხსომება რადგან ეს მეხსიერება რაც ჩვენ გვაქვს ხორციელია და ტვინი საბედნიეროდ იქ ვერ გამოგყვება. იზრდება მხოლოდ სული, რათა შეესაბამოს ახალ სამყაროს და იზრდება ეგო რათა მოგეცეს ახალი შესაძლებლობები უფრო ღრმა შეცნობისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუ, იმედია რეაინკარნაცია მცდარია.. კიდევ ამ საგიჟეთში მოხვედრას მირჩევნია საერთოდ არ არსებობდეს სული, თავისი რეინკარნაციით..! :drug:

 

რატო... ქვედა დონის სამყაროს მკვიდრთათვის შენ დაახლოებით ღმერთი იქნები... ქვე-დონის შათენა რო დაგიწყებს ლანძღვას და თათხვას აი ეგ არის საოცრება :)) თანაც იმ ახალ სამყაროში შენ აუცილებლად ადამიანი კი არ იქნები... შეიძლება სრულიად სხვანაირი არსება :titebi:

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

სიმართლეს წერ, ეს სულთა აღმასვლის ცალკეული საფეხურებია ასეთი სულ ასოცდახუთია, ხუთ ზემდგომ სულიერ სამყაროში, იმაშიც მართალი ხარ, რომ გარდაცვალების შემდეგ ეგო რომელიც თუ დაიმსახურებს ახალი ფორმებით არამატერიალურით იმოსება, რათა ინდივიდუალური მყოფადობის გაგრძელება შეძლოს, ეგრევე უსასრულობის სამყაროში არ ხვდება, არამედ ქვე დონეზე, ასია ქვია ამ სამყაროს, მომდევნოს ეცერა, ბრია, აცილუტ და კადმონ, ხოლო იმ უსასრულობის სამყაროს სადაც ღმერთების უზენაესი გონი სუფევს მთელი თავისი დიდებით ეინ სოფ, ანუ უსასრულობის სამყარო, იქ მიღწეული ინდივიდი და ეს ყოვლისაღმვსები სული უკვე ერთი და იგივეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატო... ქვედა დონის სამყაროს მკვიდრთათვის შენ დაახლოებით ღმერთი იქნები

ეუფ, აი კომპლიმენტიც, თუ გინდა! http://smile.zerk.ru/nosort/i/angel.gif :D

ჰო და მერე წავიდა - ამას სიკვდილი! ამას ჩამოხრჩობა..! http://smile.zerk.ru/nosort/i/chop.gif http://smile.zerk.ru/nosort/i/hangman.gif :D

ქვე-დონის შათენა რო დაგიწყებს ლანძღვას და თათხვას აი ეგ არის საოცრება

:D

შეიძლება სრულიად სხვანაირი არსება

ციკლოპი..? :drug:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...