mama Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 ცოდვა ეჭვიანმა და ძალაუფლებისმოყვარე ღმერთმა თავადვე დაარქვა მისი ნების დარღვევას. აი ამიტომ არის ხოლმე როდესაც თავად ის ხოცავს ადამიანებს, ან მისი წინასწარმეტყველები ხოცავენ, მათ არ ერიცხებათ ცოდვად ეს საქციელი, მაგრამ საკმარისია სხვამ მოკლას თუნდაც ერთი ადამიანი, ეგრევე სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინაო გაიძახიან მისი ერთგულნი, ბოროტება კი აი ეს არის 1. წარღვნა. 2. ეგვიტეში ყრმათა ჟლეტა. 3. იერიქონში ქალებისა და ბავშვების ამოწყვეტა. და ......... უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად შაბათს ტყეში შეშის შეგროვებისათვის უდანაშაულო ადამიანის ჩაქოლვა. ჭეშმარიტად თავისუფალი კი ის არის, ვისთვისაც ცოდვა არ არსებობს, არამედ საზოგადოებრივი მორალი და კანონის უზენაესობა არის მისი მოქმედების ან უმოქმედობის საფუძველი. სექსს ქორწინების გარეშე სიძვა უწოდეს, მაშ შერაცხოს ცოდვილად სოლომონი, რომელსაც 312 ცოლი და 728 ხარჭა ყავდა, აბრაამი რომელსაც ყავდა მხევალი აგარი და ნაბუშარი მისგან ისმაილი, იაკობი, რომელიც ორ დას ერთდროულად ჟიმავდა, ლოტი რომელიც საკუთარ ქალიშვილებთან იწვა, მაგრამ არა ! ის ხომ არის ღმერთი აბრაამისა ისაკისა და იაკობისა მერე რა რომ ისინი მრუშობდნენ მხევლებთან და ინცესტითაც კი იყვნენ დაკავებულნი, მთავარია მწვანე შუქი ხომ ქონდათ ანთებული მიკერძოვებული ღვთისაგან. არა კლა თქვა მან და რაღატომღაც მოსეს მიერ მოკლული ეგვიტელი დაავიწყდა, მოსეს მიერ გაწყვეტილ ქალებთან და ბავშვებთან ერთად. არ იმრუშო თქვა და 728 მრუში მისცა საკუთარ ცხებულ მეფეს. არ იცრუო თქვა და იაკობის მიერ სიცრუით მიტაცებული ირმშოობა შეიწყნარა, მერე რა რომ მოხუცი მამა მოატყუა ისარგებლა რა მისი უსინათლობით და საკუთარი ძმა გაწირა, მთავარია ღმერთი ხომ უნთებდა მწვანე შუქს. აქედან დასკვნა, რასაც ღმერთი სჩადის თავად და მის მიმდევრებსაც აძლევს ამის უფლებას, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ცოდვა, თუ უცხო ბანაკიდან ხარ, თუ უმიზეზოდ ამოგიჩემა ღმერთმა ორ დას ერთად გაჟიმავ (იაკობის მაგალითი და სასუფევლის ბილეთსაც ჩაგიდებს ჯიბეში. ეშმაკებს და ქაჯებს რო თავი დაანებო კარგად აზროვნებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 mama ეშმაკებს და ქაჯებს რო თავი დაანებო კარგად აზროვნებეშმაკებისა და ქაჯებისათვის თავი ისედაც დანებებული მაქვს, ის რომ სამაელის წინააღმდეგობრივ პოზიციას ვიზიარებ ტირანიის წინააღმდეგ, არ ნიშნავს, რომ ყავას ეშმაკებთან ერთად ვსვამ.ეშმაკებს რაც შეეხებათ მათაც თავი აქვთ დანებებული ადამიანებისათვის და მეტიც, უკვირთ მათი საქციელები, ისინი ხშირად ადამიანებისაგან სწავლობენ იმას რასაც ეშმაკებს მიაწერენ ხოლმე, ვერცერთი ეშმაკი ვერ ჩაიდენს იმას, რისი ჩადენაც უბრალო ადამიანს შეუძლია და ადამიანები დიდად არ განსხვავდებიან ეშმაკებისაგან, თუ არ აღემატებიან უარყოფითში არც ჩამოუვარდებიან.ეშმაკს მიცემული პირობის შესრულება მაინც შეუძლია, განსხვავებით ადამიანებისაგან გადამგდები არ არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 Shaten არაფრის შექმნა არ არის საჭირო, ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს და სამყარო იმ დაკარგულ სამოთხედ გადაიქცევა საიდანაც ადამიანი სატანამ კი არა ღმერთმა გამოაძევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გამოასწოროსგამოასწორებს კი? ექნებათ კი ამის სურვილი..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 Shaten ექნებათ კი ამის სურვილი..? გამოსწორების სურვილი, ანუ ეგოისტიდან ალტრუისტად გარდაქმნის სურვილი თითოეულ ინდივიდს, ყველაზე უკანასკნელად მიჩნეულ ნაძირალასაც კი, აუცილებლად ექნება და აქვს, ადამიანი უკეთესობისაკენ მიისწრაფის, ოღონდ უარესობით დაღლილი ადამიანი, ადამიანმა ჯერ ყველაფერი რაც მისი ადამიანურობის დეგრადაციას იწვევს, უნდა გასინჯოს, უნდა მობეზრდეს, აუტანლად ზედმეტი უნდა გახდეს მისთვის აკრძალული ხილი, იმითი რომ ნებადართულია საჭმელად და აი ამ დროს, სწორედ ამ დროს ჩნდება გამოსწორების სურვილი, ვნებებით მშიერ ადამიანს ვერ გამოასწორებ, მასში გამოსწორების კი არა ვნებების დაცხრომის სურვილებია, მას შია, სწყურია, სცივა, სექსი უნდა, ფული და ძალაუფლება უნდა, აი ამ ყველაფრით აღვსილი და გადაღლილი ხვდება მხოლოდ ადამიანი, რომ ამაოებაა ყოველივე და ჩნდება სურვილი ამ დისკომფორტისაგან, ვგულისხმობ კმაყოფილებით გამოწვეულ დისკომფორტს, გათავისუფლებისა, ანუ ხორციელი ვნებებისაგან გათავისუფლებისა და ეს სურვილი იმდენად დიდია, რომ ბევრად სჭარბობს ნებისმიერ ხორციელ ვნებით სურვილს, ეს არის სურვილი რომელიც ალტრუისტად გარდაქმნას, ანუ ჭეშმარიტ ღმერთად გახდომას გულისხმობს და ეს სურვილი მხოლოდ სამოთხის პირობებში ჩნდება, მაშინ როდესაც ყველაფერი გაქვს ალტრუიზმის გარდა ანუ იმ თვისების გარდა როდესაც გასცემ არა იმიტომ რომ მიიღო არამედ იმიტომ რომ ეს ბუნებითი მდგომარეობაა შენი. ადამიანის რეალური მიზანიც ეს არის განღმრთოვება და ეს ასწავლა სწორედ სამაელმა ადამიანს, რომ განღმრთოვდე საჭიროა აკრძალულ ხილს გაუსინჯო გემო და განა მხოლოდ გაუსინჯო გაძღე ამ ხილით, სხვანაირად გამორიცხულია განვითარება შემეცნება თუ არა გაქვს რაიმესი და ეს დაუსრულებელი პროცესია რომელსაც არა აქვს ბოლო ........ და ვეჭვობ წრეა რადგან განღმრთოვებულის მარადიულობასაც ეკარგება აზრი თუ ისევ არ დაეცა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 Samael, რაღაც, სიტყვა ალტურიზმი არ მომწონს.. რატომ? არ ვიცი.. ან თვითონ ამ სიტყვის მნიშვნელობაა დასახვეწი, ვითომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 Shatenალტრუიზმიც კი ვერ გამოხატავს სრულყოფილად იმ თვისებას რომელზედაც ვსაუბრობ, უბრალოდ ეგოიზმის ანტონიმია და მაგიტომ მომყავს მეტყველებისას, მე ვსაუბრობ თვისებაზე, როდესაც ყველაფერს გასცემ მიღების სურვილის გარეშე, ანუ ეგოცენტრული სურვილები როდესაც აღარ არსებობს და მთლიანად გარე სამყაროზე ხარ ორიენტირებული აი ამ მდგომარეობის აღსაწერად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 ქვემოდან ზემოდან და შუიდან არავინ არავის მართავს, არავინ არ დაგიფასებს ან დაგიწუნებს შენ ჩადენილს! ეს არის ადეკვატური ლოგიკის საფუძველი, თუ ჩვენ ვამბობთ ცოდვას, ე.ი ეს ნიშნავს დანაშაულს საკუთარი ეგოს მიმართ, ანუ საკუთარი თავის მიმართ... ჩვენი ეგო, მაქსიმუმ 1-5% ით თუ გვაქვს გაცნობიერებული ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ ვართ ბიოლოგიური ძრავის ფიზიკური მონები, რადგან ყოველშემთხვევაში ამ სამყაროს კანონები სხვანაირი ფორმით არსებობის საშუალებას არ გვაძლევს. არავინ და არაფერმა არ იცის საკუთარი სისუსტე, პოტენციალი და "ცოდვები" ისე, როგორც საკუთარმა ეგომ, მან ყველაფერი იცის და სწორედ ამ 1-5%-დან მოდის ის არაამქვეყნიური სინდისის და სირცხვილის გრძნობა, რომელიც სხვა არსებებს არ ახასიათებთ. აქედან გამომდინარე როდესაც ჩვენ ვეხებით ამ თემას, აქ უმთავრესი მომენტი ისაა რომ შენ ხარ საკუთარი თავის ეპიკური მტერი(ეშმაკი), უზენაესი მოყვარე(ანგელოზი) და ულმობელი მოსამართლე(ღმერთი). როდესაც ჩვენ განვთავისუფლდებით ამ სამყაროსეული ეგოისტური მექანიზმებისგან და დარჩება მხოლოდ ჩვენი ეგო, მაშინ გამოჩნდება ყველაფერი დაფარული რასაც იგნორირებას უკეთებდა ჩვენი სხეული, მაშინ მოვა ის წმინდა სინანული რომელიც მითიურ ჯოჯოხეთზე უსასრულოდ მძიმე იქნება. გეშინოდეთ საკუთარი ერთადერთი თეთრი წერტილის, საწყისის და სულის შედეგის... ეგოსი... იმიტომ რომ ვიმეორებ, თქვენ იმიტომ არსებობთ რომ თქვენი არსებობის რეალობა იდეალურად თქვენ შექმნათ და არა სხვა ნებისმიერმა ზემდგომმა ძალებმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 როდესაც ყველაფერს გასცემ მიღების სურვილის გარეშექრისტეს სიტყვებს გავს.. რატომ უნდა გავცე? რა მიზნით უნდა გავცე? ვის უნდა გავცე..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 იმიტომ რომ ვიმეორებ, თქვენ იმიტომ არსებობთ რომ თქვენი არსებობის რეალობა იდეალურად თქვენ შექმნათ და არა სხვა ნებისმიერმა ზემდგომმა ძალებმა. კარგი იდეაა.., მაგრამ ხორცშესხმა...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 Shatenჯერჯერობით ვერაფერს ვერ გასცემ, იმიტომ რომ მხოლოდ მიღებაზე ხარ ორიენტირებული, გაცემას რომ ვიძახი, აქ ფულის ჩუქებაზე, წყლის მიწოდებაზე და ძმაკაცის ქალებში წაყვანაზე არა მაქვს საუბარი, ეს ყოველივე ხორციელ ვნებათა დასაკმაყოფილებელი მოქმედებებია და შესაბამისად უშედეგო, დარწყულებულს კვლავ მოსწყურდება, მე საუბარი მაქვს ისეთი რაღაცის გაცემაზე რის შემდეგაც მიმღების ყველა სურვილი მყისიერად დაკმაყოფილდება, ასეთი რაღაცა არის სიყვარული, რომელიც სული წმინდაა ეს რაღაც კი რომ გასცე, ჯერ თავად უნდა მიიღო, იმას რაც არა გაქვს ვერც გასცემ.რა მიზნით უნდა გასცე და მიმღები რომ დაიმსგავსო და იმანაც გასცეს მიღებული სხვა მიმღებზე.ვის მიმართ უნდა გასცე და მიმღების მიმართ.ეს არის შემოქმედი სული, რომელსაც იღებ, გარდაგქმნის და გასცემ, იმიტომ რომ მიღების სურვილები აღარ გაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 ჭეშმარიტი ღმერთი ასეთია, მას არავისი არაფერი არ უნდა, პირიქით ის გასცემს ყოველივეს, ხოლო ეგოისტი ღმერთი არაფერს არ გასცემს და სამაგიეროდ შენგან ითხოვს, მიიღოს მორჩილება, თაყვანისცემა, მსხვერპლი, მუხლებზე ღოღვა და ა.შ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 კარგი იდეაა.., მაგრამ ხორცშესხმა...... ხორცშესხმას პატარა კაცები ვერ შეძლებენ.. ბოლო-ბოლო წავალთ აქედან და გამოჩნდება ვინ იყო მართალი. თუ ვცდები და ჩემი ხედვები არასწორია მაშინ ისევ იმ მითიურ ჯოჯოხეთში გავჩნდე ეშმაკის გავარვარებული განავლით სავსე ვედროში. სხვანაირ სინამდვილეს მირჩევნია საერთოდ გავქრე სულ რომ ცოდვის და მადლის მიუხედავად კაცი სამოთხეში ჩნდებოდეს... სხვა ყველაფერი მე სისულელედ მიმაჩნია... ერთ დიდ სისულელედ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ აზროვნების შედევრი ანუ ლოგიკა ცრუა, ე.ი ჩვენი არსებობა ტყუილთა კრებულია, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ყველაფერი მართლაც ილუზიაა, თავისი ღმერთებით და თავისი ჭიანჭველებით. ტრუხა მე ბიძია პლანი კი არა "план"-იც არ მიყვარს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Samael Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 Proessorმსგავსი მითიური ჯოჯოხეთი და სამოთხე არ არსებობს, ეს ყოველივე აღმქმელის ილუზიაა და ამ ილუზიის შესაქმნელად სიკვდილი სულაც არ არის საჭირო, ჰიპნოზის ხელოვნებას ვინც კარგად ფლობს მას შეუძლია მყისიერად შეგიქმნას ახალი რეალობა, რომელიც უფრო რეალურად მოგეჩვენება ვიდრე ამჟამინდელი.სხვანაირად რომ ვთქვა ირგვლივ არსებული სამყარო ჩვენი სხეულების ჩათვლით, მთლიანად გონების პროექციაა, ამ საკითხს კარგად და სრულყოფილად ხსნის მოძღვრება ბუდიზმი და ამ ბოლო დროს კი აწ უკვე კვანტური ფიზიკის კორიფეებიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted July 4, 2015 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2015 Samael, გასაგებია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.