lasha_alo Posted August 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2012 XIX ს-ის 80-იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკასა და ევროპას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. პირველი გასვლა აშშ-ში შედგა 1892 წელს. ეს ის დროა, როდესაც აშშ სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავს ზეიმობდა. ამასთან დაკავშირებით ეწყობოდა გრანდიოზული სანახაობები და მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული საუკეთესო ცხენოსნები. ამ მისიით საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის წარმომადგენელი თომას ოლივერი, რომელმაც აშშ-ს კონსულისა საქართველოში და იქ მომუშავე ზემოჩიბათელი კირილე ჯორბენაძის დახმარებით ოზურგეთსა და ლანჩხუთში შეკრიბა 10 კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით. აქედან იღებს სათავეს გურული ცხენოსნების ამერიკული თავგადასავალი, რომელიც, დაახლოებით, 30 წელი გაგრძელდა. თავდაპირველად ისინი მარსელში ჩავიდნენ, იქიდან პარიზში, შემდეგ ჰავრში და იქიდან საოკეანო ხომალდით ჩავიდნენ ამერიკაში. ცხენოხნები მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკულ „შაპიტო ცირკში“ გამართულ სანახაობებში. მაყურებლებისათვის ყველაზე საინტერესო სანახაობად იქცა გურულების ჯირითი, ცეკვა და სიმღერა. ამ ჯგუფში შედიოდა სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი. ისინი ცნობილ "ბუფალო ბილის" ცირკში გამოდიოდნენ და მთელი ამერიკისა და ევროპის გაოცება მოახერხეს საცხენოსნო ოსტატობით. ცხენოსანთა ჯგუფის წევრები მამაკაცების გარდა იყვნენ ქალბატონებიც, ისინი მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდნენ ასპარეზობას. ლუკა ჩხარტიშვილი ამერიკაში ცნობილი იყო პრინცის ტიტულით.http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2408/1/guruli%20cxenosnebi_recto.jpg http://dspace.nplg.g...andle/1234/2408 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted August 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2012 ხო გადაცემას უყურე ამაზე, იქ თქვეს რო რაც რადეოსშია ილეთები ნასწავლია მათგანა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
batsikadze33 Posted October 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2012 როგორ ვამაყობ ამ ისტორიული მომენტით ........ უმაგრესები იყვნენ................ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mateo Falkone Posted October 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2012 კიდევ ერთი საამაყო ისტორიული ფაქტი ქართველთათვის.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
batsikadze33 Posted October 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2012 ნამდვილად..... სადაც ქართველი არ "გაიჩითება" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mateo Falkone Posted October 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2012 ნამდვილად..... სადაც ქართველი არ "გაიჩითება" ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.