Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

gendolf

ხო და ეს სიტუაციაა რომელიც დღეს არსებობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სიტუაცია ადრე იყო ან მომავალში უნდა იყოს, ან რომ ესაა სწორედ ადამიანის ბუნება..

 

პირიქით, გადახედე 20-ე საუკუნის 20-იან წლებს, საზოგადოება ცდილობდა მაქსიმალურად ჩარეულიყო პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში. დღეს ესე აღარაა.. მაშ ადამიანის ბუნება რომელია, რომელიც დღეს გვაქვს თუ რომელიც იყო?

 

დასკვნა ასეთია, ხვალ რომ სხვა სისტემა იყოს, სხვა "ადამიანის ბუნება" გვექნება..

 

ხო და ჩვენი მიზანი სწორედ ამ სხვა სისტემის პოვნაა..

სისტემა არ ქმნის ადამიანებს ჩვენ ნიბისმიერ სისტემას და იდეოლოგიას ვერ მოვახვევტ ტავს. იდეოლოგია რომელიც გვსურს ხალხში შევიტანოთ აუცილებელია გგავითვალისცინოთ მათი ზნენი და ჩვეულებანი. სისტემა რომელიც მტლიანად ეცინააგმდეგება ადამიანთა ხასიათსა და გონებრივ ცყობას არ იქნება მიგებული საზოგადოების მიერ. ანუ აქედან დასკვნა ასეტია თუ ადამიანებს სისტემა მიუღიათ ეს ნიშნავს ამ იდეულოგიაში ტავისი თავი და ხასიათი უპოვიათ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Nukriko

დასავლურ დემოკრატიას ასაღებენ რეალურ დემოკრატიად, როდესაც ის მხოლოდ ელიტის ძალაუფლების უზრუნველყოფის ფომაა. შესაბამისად, როდესაც დემოკრატიაზე/ მაჟორიტარიზმზე/ უმრავლესობის გადაწყვეტილებაზეა ლაპარაკი ვ

Nukriko

უცხო_პლანეტელი და რესურსების გადანაწილებას რომ დააკვირდე, რანაირად შეესაბამება მთელი მოსახლეობის საერთო ინტერესებს ისეთი ინსტიტუტების არსებობა, რომლებიც ამ რესურსების განაწილების უსამართლობას უწყობენ

gendolf

ამასწინად დებატზე შემხვდა ეგეთი თემა: დემოკრატია მმართველობის ცუდი ფორმა ჰოდა ჩემი ამოსავალი წერტილი ზუსტად ეგ იყო რომ დემოკრატია ითვალისწინებს მხოლოდ უმრავლესობის აზრს და უმცირესობა იჩაგრება. ძალიან

"ფულები გაქვთ თქვენ, და ღმერთიც თქვენს მხარეზეა, იმიტომ რომ ფულები გაქვთ თქვენ, ბევრისაგან ბევრი. მეცნიერი და სწავლული ამართლებს თქვენს არსებობას ქვეყანაზე, იმიტომ რომ ფულები გაქვთ თქვენ! მშვენიერსა და მდიდარ დარბაზებში, მაღალ ოთახებში სჩადიხართ თქვენ დაბალ საქმეებს, რყვნით ლამაზ მოსამსახურე გოგოებს, ისე როგორც თქვენი ცოლები რყვნიან ახალგაზრდა ბიჭებს... თქვენ ბევრი შეგნატრით, ბევრი გაქებთ და გემხრობათ, იმიტომ რომ ფულები გაქვთ თქვენ, თქვენ ბედნიერი ხართ იმიტომ, რომ გაქურდეთ, გაძარცვეთ უბედურნი, თქვენ ტყავი გააძვრეთ მუშას, ამიტომ ფულები გაქვთ თქვენ, ამიტომ ბედნიერი ხართ, ამიტომ თქვენსკენ არის კანონი და სამართალი, მღვდელი და ეკლესია, ამიტომ ძლიერნი ხართ თქვენ! დიახ! ბედნიერი ხართ თქვენ! მაგრამ ჩემს სახრჩობელას მე არ გავცვლი თქვენს ბედნიერებაზე..." "ასი ათასი ენა რომ მქონდეს, ასი ათასი ენით შეგძახებდით მე თქვენ: - სიკვდილი თქვენ, მკვლელებო! ბრძოლა თქვენ, ქურდებო და ავაზაკებო!.. "

"სახრჩობელას წინაშე" ჭოლა ლომთათიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია თქვენი დამოკიდებულება მდიდრებისადმი. არც მე არ მიყვარს ხალხი რომელსაც პულისკენ ამოდენა მიდრეკილება აქვს და ასე ზალიან აპასებს ფულს. მაგრამ გონის განვითარების ისტორიაში კაპიტალის დაგროვება აუცილებელი მომენტია. ველურ საზოგადოებას არ ჰყავდა მოაზროვნე აქ ყველა საგანთა დაგროვებაში იყვნენ ჩართული.და თანდათანობით შემდეგ გაჩდნენ მოაზროვნე კაცები. ხოდა ეს ხალხი ვინც სიმდიდრეს აგროვებს ზალიან მნიშვნელოვან საქმედ სჩვენებიათ. მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება ასცავლის რომ ეს არ არის ასე და როგორც შევიდნენ ისე გამოვლენ ამ საქმიდან. ეს ხალხი იმ ველურებს გავს ვისაც ადრე ერტადერტ საქმედ მხოლოდ სიმდიდრის დაგროვება მიუჩნევია. მათ ვერა გაუგიატ რა ადგილი უჭირავს იდეას სამყაროში და რაგაც მეორადას ფუჭს ჩასჭიდებიან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

heraklite

გასაგებია თქვენი დამოკიდებულება მდიდრებისადმი

თემსი ავტორს არაფერი არა აქვს ფულის საწინააღმდეგო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფრენსის ფუკუიამა ცერდა რომ ისტორიის დასასრული დადგაო დემოკრატია კაცობრიობის საბოლოო და საუკეთესო ცყობააო. ამ მხრივ იდეების ძიება შეცყდაო. როცა გონებაში ვეცებ სხვა უკეთეს ცყობას ვერ მომიზებნიაო. და ტუ გადავხედავთ მეოცე საუკუნის დასასრულს დედამიწაზე ყველა ქვეყანა დემოკრატიული ხდებაო. რავიცი უნდა გადავხედოთ იმ ცყობებს რომელიც მოცემული გვაქვს გავიგოთ მათი ბუნება შემდეგ შევადაროთ დემოკრატიას და ვიპოვოთ საუკეთესო მათ შორის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

heraklite

 

თემსი ავტორს არაფერი არა აქვს ფულის საწინააღმდეგო :D

საწინააგმდეგო არც მე მაქვს არაპერი ოგონდ საჭიროა ზომიერი დაგროვება ხოლო სადაც არაზომიერებასთან გვაქვს საქმე რაგაც დიდ ფუჭ და უსარგებლო საქმესთან გვაქვს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

heraklite

საწინააგმდეგო არც მე მაქვს არაპერი ოგონდ საჭიროა ზომიერი დაგროვება ხოლო სადაც არაზომიერებასთან გვაქვს საქმე რაგაც დიდ ფუჭ და უსარგებლო საქმესთან გვაქვს.

დაგროვება ზომიერიც ფუჭია და უზომოც. ჩემთვის ფულს დაგროვებასთან კავშირი ნაკლებად აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

მაგრამ გონის განვითარების ისტორიაში კაპიტალის დაგროვება აუცილებელი მომენტია

ხო მარა რას ნიშნავს რეალურად კაპიტალის დაგროვება?

საერთოდ კაპიტალიზმი ერთნაირი არ არის და განსხვავდება მისი დონეები. ყველგან კაპიტალიზმს არ მოაქვს წარმატება, რადგან კაპიტალიზმი ბუნებრივად იმპერიალიზმის ერთ-ერთი სახეობაა და სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ არსებობდეს ორი ობიექტი მეტროპოლია და კოლონია. ამიტომ არის რომ მესამე სამყაროში ესე ცუდად და არამომგებიანად, არაეფექტურად მუშაობს კაპიტალიზმი და ძირითადად არა ღარიბებზე, არამედ მდიდარ ქვეყნებზე მუშაობს. კაპიტალის დაგროვება შესაძლებელია სხვა ხერხებითაც, მაგალითაც საფრაგნეთში და სხვა ქვეყნებში მთელი მრეწველობა სახელმწიფოს მეშვეობით შეიქმნა და ამას ე.წ "შერეულ ეკონომიებს" უწოდებდნენ..

ფრენსის ფუკუიამა ცერდა რომ ისტორიის დასასრული დადგაო დემოკრატია

დემოკრატია არა, ლიბერალიზმი და ძალიან შეცდა.. რადგან სოციალიზმს უბრალოდ ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ლიბერალიზმი კრიზისების დროს და ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც ხდება სოციალიზმის წინ წამოწევა დღეს-დღეობით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გინდათ არ გინდათ! "დემოკრატია, ყველაზე უკეთესი პოლიტიკურ–სოციალური წყობა რაც ადამიანს გამოუგონია" ზუსტად არ მახსოვს სიტყვები. მაგრამ, ეს უისტენ ჩერჩილის გამონათქვამია და მოგწონთ არ მოგწონთ ეს ასეა!და საერთოდ,დემოკრატიას აქ ერთი კოზირი! ესაა დრო "2500" წელი.

კომუნისტების დროს საბჭოთა კავშირში და სოც. ბანაკში 1989 წლის მონაცემებით სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 14 მილიონი ადამიანი,

 

ხოლო 1999 წელს დემოკრატიული რეფორმების შემდეგ მათი რიცხვი 169 მილიონს მიუახლოვდა, ეს ისე, ციფრები

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომუნისტების დროს საბჭოთა კავშირში და სოც. ბანაკში 1989 წლის მონაცემებით სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 14 მილიონი ადამიანი, ხოლო 1999 წელს დემოკრატიული რეფორმების შემდეგ მათი რიცხვი 169 მილიონს მიუახლოვდა, ეს ისე, ციფრები

 

ეკონომიკაში, არი ასეთი მცნება "პირველადი და მეორადი საჭიროება" პირველადია ფულის მოზიდვა, და მეორადია სვხა დანარჩენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"კაპიტალისტური უტოპია ისეთივე სიგიჟე იყო როგორც კომუნისტური, ორონდ ერთი განსხვავებით, მასში ძალადობა უფრო დამალული იყო. სწორედ მომგებიანი იმიჯის გამო გაიმარჯვა დასავლეთმა ცივ ომში, რუსეთსა და ამერიკაში ხალხი ერთნაირედ შიმშილობდა, უბრალოდ ამერიკაში ადამიანებს უფლება ჰქონდათ შიმშილობა აერჩიათ."

ბეგბედერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

სოციალიზმია სწორედ ევროპაში

რომელი სოციალიზმია? აქ ფორმულირებაა მთავარი, რადგან სოციალიზმის სხვადასხვა განმარტებები არსებობს. მარქსის სოციალიზმი და ე.წ. შვედური სოციალიზმი აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია და სხვადასხვა პრინციპებზეა დაფუძნებული.

 

gendolf

რუსეთსა და ამერიკაში ხალხი ერთნაირედ შიმშილობდა, უბრალოდ ამერიკაში ადამიანებს უფლება ჰქონდათ შიმშილობა აერჩიათ

ამერიკაში შიმშილობის არჩევის გარდა ადამიანებს ხელისუფლების არჩევაც შეეძლოთ ;)

და არც ერთნაირად არ შიმშილობდნენ, რადგან ცივ ომზეა საუბარი ე.ი. 50-80 -იანი წლები იგულისხმება და ამ პერიოდში ცხოვრების დონე აშშ და საბჭოთა კავშირში არანაირად არ იყო ერთნაირი.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რომელი სოციალიზმია?

სოციალ-დემოკრატიულ მოდელს რასაც ეძახიან..

მარქსის სოციალიზმი

წმინდა მარქსისტული სოციალიზმი რა თქმა უნდა არ არსებობს, არც არსებობდა.. მომავალში არ ვიცი იარსებებს თუ არა.. პრინციპში წმინდა სახის არც ერთი იდეოლოგიური მოდელი არ არსებობდა, ყოველთვის ყველა მოდელი ის არ არის რაც მისი იდეოლოგია ქადაგებს ხოლმე.. არც ლიბერალიზმი...

შვედური სოციალიზმი აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია

შვედური სოციალიზმი მარქსიზმიდან გამომდინარეობს.. იდეები მარქსიზმიდან აიღო და მოარგო მათ რეალობას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...