lasha_alo Posted July 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2012 http://atb.ge/?address=news&id=181851მრავალწლიანი კონფლიქტი კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის უნდა გადაწყდეს დნესტრისპირეთის შესვლით მოლდოვაში განსაკუთრებული რაიონის უფლებებით. ამის შესახებ ტირასპოლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. ეს არის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პირველი განცხადება, რომელიც ღიად გაკეთდა დნესტრისპირეთის ხელისუფლების წარმომადგენლეთა თანდასწრებით.ამ წინადადების სანაცვლოდ რუსეთი მოითხოვს, რომ მოლდოვას ნეიტრალიტეტს და ნატოში გაერთიანებაზე უარს, ასევე რუსების უფლებების დაცვას და ქვეყანაში მეორე სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადებას. თუმცა ეს მოთხოვნები ღიად არ გახმაურებულა, მაგრამ რუსული მედია აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.დნესტრისპირეთის პრეზიდენტთან ევგენი შევჩუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კარასინი უფრო კატეგორიული იყო. კითხვაზე აღიარებს თუ არა მოსკოვი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას კარასინმა უპასუხა: "ჩვენ ვხედავთ დნესტრისპირეთის მომავალს განსაკუთრებული რაიონის სახით, საერთაშორისოდ აღიარებული გარანტიებით, მოლდოვას ნეიტრალური სახელმწიფოს შემადგენლობაში".რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი ადრეც აცხადებდა, რომ დნესტრისპირეთს მოლდოვის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ასეთი განცხადებები ტირასპოლში არასოდეს გაკეთებულა, მით უფრო დნესტრისპირეთის ხელისუფლების "პირველი პირის" თანდასწრებით.ამ განცხადებით კარასინმა და ოფიცალურმა მოსკოვმა ნათლად განაცხადა, რომ ტირასპოლს იმედი არ უნდა ქონდეს რომ მოსკოვი მის დამოუკიდებლობას აღიარებს და ის მოლდოვაში დასაბრუნებლად უნდა ემზადოს.მასალის გამოყენების პირობები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted July 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2012 ლაშა თუ შესაძლებელია დადე ეს ინფო იქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 30, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2012 ეს ინფო იქ გაიხსნა იქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2012 მოსკოვი დნესტრისპირეთს მოლდოვაში აბრუნებს ადრე თუ გვიან იგივეს გაკეთება მოუწევს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 30, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2012 ადრე თუ გვიან იგივეს გაკეთება მოუწევს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ძღვნად არ მოგვცემს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted July 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2012 (edited) ეს მშვენიერი ინფო უტკაა(უფრო გრუზინცების გასახელებლად ალია კუკიშა და ალასანია ბიჭების გასამხნევებლად). აქ რუსეთი ორ მიზანს აღწევს: (რა თქმა უნდა დნესტრისპირეთი არასოდეს ბოლომდე არ გახდება ბესარაბიის ნაწილი რადგან სუფთა რუსებითაა დასახლებული და წმინდა 5კოლონა იყო და იქნება) პირველი: რუსეთი აქვეყნებს თეზისს რომ თუ კარგად მოიქცევით(კარგად მოქცევა კაპიტულანტობაზე უარესია ვინაიდან არც ლოიალური შევარდნაძე და მირჩე სნეგური არ აწყობდა შავრაზმულ რუსეთს ელცინიდან პუ(წ)ტინამდე და არც კომუნისტი ვორონინი და პროდასავლეთური სააკაშვილი). დათმობაც შემიძლიაო. სინამდვილეში რუსეთს ახალი თავის სატკივარის გაჩენის ეშინა სხვადასხვა ფორუმებზე(თორემ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით(რუმინეთიც რომ დაეხმაროს) ბესარაბია საქართველოზე ათჯერ ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისათვის. ე.წ. ":სამშვიდობოები" ბესარაბია-დნესტრისპირეთის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ შერეულია(საქართველოსაგან განსხვავებით) რუსულ-უკრაინულია და არ გამოვა ბესარაბიის პირაპირი დაბომბვებით(როგორც რუსეთმა საქართველოში გააკეთა) ომში ჩათრევა. ამასთან რუსეთს ჭირდება დრო, ეს დრო 4-5თვეა: ამერიკის არჩევნები("ღმერთმა დაიფაროს და ობამამ წააგოს") ფიქრობენ რუსები, არჩევნები საქართველოში(როგორც იქნა რუსეთმა გააცნობიერა რომ მისი ღია მხარაჭერა(საქართველოშიც და უკრაინაშიც(სხვათა შორის მარიონეტულ ოკუპირებულ რეგიონებშიც კი) კონტრპროდუქტიულია(ეხლა ბიძინას ესე ღიად არ უჭერენ მხარს როგორც ნოღაიდელს ან ბურჯანაძეს)). ამიტომ რუსეთი შეეცდება არ იხულიგნოს გეოპოლიტიაში(ეს 4-5 თვე). რუსეთმა ამ "გამოსწორებული ხულიგანის" იმიჯის შესაქმნელად შეიძლება ასადიც გაწიროს(უკვე ჩააბარა) და სპარსელებთანაც გააგრილოს ფლირტი(ვითომ) ურთიერთობა. აქ ბესარაბია გაუგებრობაში აღმოჩნდება ვიდრე იგი რამე გონივრულს მოიმოქმედებს ეკონომიკაში და რეფორმებში (თუ საერთოდ დაიწყეს) პრობლემები გამოჩნდება, რუსეთი კი ამ კარასინის სიტყვებს 5 თვის შემდეგ აღარც გაიხსენებს(საქართველოსთან და ბესარაბიასთან ხელშეკრულებეები თითქმის ყოველთვის დაურღვევია და კარასინის მთვრალი ნაროში მითუმეტეს). მეორე რუმინეთში რუსეთი ამ უტკით უფრო არყევს მოქმედი პრეზიდენტის მდგომარეობას რომელასაც ლევაკებმა იმპიჩმენტი გამოუტანეს(თუ თავის მოკავშირეს არა ყოველ შემთხვევაში ანტიზაპადნიკი დემაგოგი ლევაკის დასმა რუმინეთის მთავრობაში ბესარაბიას მოკავშირის გარეშე დატოვებს. ეს ხელს აძლევს რუსეთს). და ბოლოს ბიძინას თანამხარჯველებს რაღაც სალაპარაკოს მსგავსი გაუჩნდება აიო: რუსეთი ადექვატური გახდაო....და ყველა უპირატესობით(რაც გააჩნია საქართველოს) ვაჭრობას დაიწყებენ(მაგალითად საქართველო რუსებს მოუხსნის ოკუპანტის სტატუსს და რუსეთი დავითაშვილს კუკავას უფლებას მიცემს ერთი ცისტერნა ბორჯომი ჩაიტანონ და გაყიდინ მოსკოვში, კიდევ გალში ქართული დევნილ სექსუმცირესობებს დაბრუნების უფლებას მიცემენ(თუ ასეთი მოიძენა). და ა.შ. .... საქართველოში: მიუხედავდა იმისა რომ 200 წლოვანმა რუსეთის ოკუპაციამ აშკარად აჩვენა არ შეიძლება ამ ქვეყანასთან პირისპირ ერთი ერთზე დარჩენა, რაიმე ხელშეკრულების დადება საერთაშორისო გარანტიებისა და ძლიერი მოკავშირეების გარეშე. ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ახლომხედველი(კარგ შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში აშკარა კოლლაბორაციონისტი) ადამიანები ვისაც გონია აი მე შევძლებ ჩემი დიპლომატიით, ეშმაკობით, დათმობებით რუსეთთან "ურთიერთობის დალაგებას"-ო. ქვეყანა ამგვარი მუდმივად ცდომილებაში მყოფი "ელასტიური"(არც რუსეთი არც ამერიკა-სულელური თეზისის პოლიტიკოსებს ვგულისხმობ) ყბედების პოლიგონი ვერ იქნება ამიტომაც ესეთ არსებებს ადრე თუ გვიან პოლიტიკაში გზა ჩაეკეტებათ....მოლდოვა-ბესარაბიის უტკით კი შეუძლიათ კარგა და დიდხანს იფხანონ ენა კუკავამ, ალასანიამ, ბურჯანაძემ, მამრაძემ და ბიძინამ....ესეც თქვენი "კარასინის მესიჯი საქართველოს" .... Edited July 30, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.