lasha_alo Posted July 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2012 http://ghn.ge/news-71461.html 26 ივლის გორის ჰოსპიტალში ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრილი ქართველი ჯარისკაცი გივი ფანცულაია გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი არათუ პირადად მივიდა გარდაცვლილი გმირის ცხედართან, არამედ მის უწყებას სამძიმრის წერილიც კი არ გამოუქვეყნებია. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შაშკინის პრესამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ აღნიშნა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. "არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ", - ამ წინადადებით შემოიფარგლა მისი კომენტარი და ტრადიციულად ტელეფონი გათიშა. ცუდია, რომ პოტრჟებსკაია ინფორმაციას არ ფლობს. მას სწორედ იმისათვის უხდის საქართველოს ყველა მოქალაქე ხელფასს, რომ ორი დღის წინ გარდაცვლილი გმირის შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია შაშკინის დამუნჯება, რომელიც ვინ იცის "უიკნედისთვის" ქალაქიდან გავიდა კიდეც. საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაჭრილი მეომრები არაერთხელ მოინახულა ავღანეთშივე, რომ აღარაფერი ვთქვათ შაშკინამდე არსებულ თავდაცვის ყველა მინისტრზე. დაჭრილი ჯარისკაცები მონახულა სანდრა რულოვსმაც. მათ პირადად ესტუმრნენ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველ ლედი, თავდაცვის მდივანი და სხვა მრავალი ჩინიანნი. შაშკინი და განათლების სისტემის დამანგრეველი მისი გუნდი თავს იმის უფლებასაც არ აძლევენ, რომ გმირის გარდაცვალების შესახებ საქართველს აცნობონ და სამძიმარი უთხრან გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს. მესმის საქართველოს მთავარსარდალი, მთავრობის მეთაური და უმრავლესობის სპიკერები ახლაც არ გაკიცხავენ საჯაროდ თავიანთ თანამებრძოლს, მაგრამ მჯერა ხელისუფლებაშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც გმირის სამძიმრისთვის მხოლოდ სამუშაო დღის დადგომას არ დაელოდებიან. მართალია ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, ინფორმაციის მიღება რთული იყო, თუმცა, მსგავსი შემთხვევების დროს სამინისტრო აუცილებლად რეაგირებდა. უფრო სწორად, პატივს მიაგებდა. როდესაც "ჯი-ეიჩ-ენმა" გაავრცელა პირველად ინფორმაცია პოლკოვნიკ ტუღუშის ნაღმზე აფეთქების შესახებ, კომენტარისთვის თავდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავდაცვის მინისტრმა ტელეფონზე თავად გვიპასუხა და ეს ინფორმაცია უარყო. თუმცა რამდენიმე წუთში განგვიმარტეს, რომ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდებოდა, როცა ამის შესახებ ოჯახს შეატყობინებდნენ. ეს უკვე მორალია და ასეთ შემთხვევაში შედავებაც კი ისევ მორალურად არასწორია. მაგრამ იმავე კონტექსტში მორალურია ორი დღე დაუმალო საზოგადოებას გმირის დაღუპვის ამბავი და სამძიმარიც არ თქვა? ბატონ შაშკინს უნდა ესმოდეს რომ მისი სამძიმარი უწყების სამძიმარი კი არაა, ქართველი ხალხის სამძიმარია, იმ ხალხის რომელმაც დაიქირავა ის მინისტრად. ისე, როგორ ახერხებს ბატონი შაშკინი და მისი მუდმივად "ჩემოდანჩალაგებული" გუნდი იყოს წარმატებული სასჯელაღსრულებაშიც, განათლებაშიც და თავდაცვაში. შაშკინი ქართული პოლიტიკის გროტესკია და ვისაც ეს აქმადე არ სჯეროდა ახლა მაინც მიხვდეს. არ გამოადგება ასეთი ადამიანებები საქართველოს არც ამჟამიდელ და არც მომავალ მთავრობას, სულაც სულცხონებული რონალდ რეიგანი რომ აწერდეს მის სარეკომენდაციო წერილს ხელს. ამერიკელი სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიეტნამის ომის გმირი, რესპუბლიკული პარტიის წევრი ჯონ მაკკეინი წლებია პირადად უსამძიმრებს ავღანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ოჯახებს. აპატიებდა იგი ასეთ გულგრილობას საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მდივანს? ნამდვილად არა! მაკკეინი კი იმიტომ ვახსენე, რომ ბატონ შაშკინს საკუთარი თავი ამერიკელი რესპუბლიკელების პირმშო ჰგონია. მაგრამ ამ ერთი საქციელითაც ხომ თვალნათლივ ჩანს, რომ შაშკინს ამერიკული ფასეულობები და ღირებულებებიც მხოლოდ ენაზე კიდია და როცა საჭირო გახდა ენაც დაუბლაგვდა. შაშკინს ალბათ სჯერა, რომ განათლების სისტემაში მისი რეფოფრმები წარმატებული იყო და ახლა სხვა უწყებაც ამიტომ ჩააბარეს. არა და, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც, მისი გადაყვანით, საბოლოოდ განადგურებული და კორუფციის ბუდედ ქცეული განათლების სისტემა, გადაარჩინეს. თავდაცვის მინისტრობა გმირობაა, თანაც ისეთი ბრძოლაც, რომ შეგიძლია და გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ცხედართან ცრემლის დაღვრაც, თუმცა ძნელია ვინმეს გმირობა მოსთხოვო, მით უფრო, თუ მისთვის ენის მიტანის ინსტიტუტის მძლავრად ამოქმედებაა პრიორიტეტი და არა განათლების გაძლიერება. დიახ, გმირობაა თავდაცვის მინისტრობა, მაგრამ შაშკინს უბრალოდ არ შეუძლია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.