lasha_alo Posted July 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2012 არჩევნებთან დაკავშირებით ილია მეორემ საინტერესო მინიშნებები გააკეთა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. პატრიარქმა ყველა მხარეს სთხოვა, რომ კამათისა თუ საუბრის დროს ნუ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და მოთმინება იქონიონ. "მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და მე ვთხოვ ყველას, იქონიოთ სიბრძნე, მოთმინება და ისეთი სიტყვა არ თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანს შეუძლია როგორც ბევრი სიკეთე გააკეთოს, ასევე ბევრი ბოროტებაც გააკეთოს. ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება, შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტება გააკეთოს, ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ ყველას სიკეთე აკეთებინოს. უფალი იყოს ჩვენი მასწავლებელი, წინამძღვარი. თუ ჩვენ გვექნება იმედი და მივენდობით ღვთის ნებას ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ილია მეორემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted July 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2012 არჩევნებთან დაკავშირებით ილია მეორემ საინტერესო მინიშნებები გააკეთა:არჩევნებზე მისვლისკენაც რო მოუწოდა ხალხს ეს ის ქადაგებაა თუ კიდე სხვა?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 29, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2012 http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/208923-patriarqma-moakhloebul-saparlamento-archevnebze-iqadaga.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2012 არჩევნებთან დაკავშირებით ილია მეორემ საინტერესო მინიშნებები გააკეთა:ეგ კაცი ყოველთვის გვერდში დაუდგა მიშას, როცა მაგრად გაუჭირდა ბელადს. ასე იყო ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ზუსტად ასე იქცევა ახლაც და ასე მოიქცევა მომავალშიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2012 DonCaredoეგ კაცი ყოველთვის გვერდში დაუდგა მიშასმიშას არა, ხელისუფლებას. ნებისმიერს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted July 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2012 პატრიარქი ზვიადისაც დაუდგა მხარში,ედიკასაც და ყველას დაუდგება ვინც იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Protein Posted July 30, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2012 იდეაში ადამიანურად გვერდში დადგომა უფრო გამართლებულია რელიგიურად ვიდრე რელიგიის პოლიტკაში ჩარევა,რავიცი რავიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted July 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2012 DonCaredoდონ სად იყავი ამდნი ხანი,.... :beat: მომენატრე ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ ამ ქადაგებაში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 31, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2012 დონ სად იყავი ამდნი ხანი,....აქა ვარ მე სულ პროსტო არ მეპოსტება ხოლმე, რაღაც უაზრო სიტუაციაა. ისევ არჩევნებს და ამელიკა–ევროპას გაიძახიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2012 პატრიარქი ზვიადისაც დაუდგა მხარში,ედიკასაც და ყველას დაუდგება ვინც იქნებაზვიადის გვერდში პატრიარქი არასდროს არ იდგა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2012 ზვიადის გვერდში პატრიარქი არასდროს არ იდგა მეც ასე მგონია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted August 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2012 laciვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ ამ ქადაგებაში.. გააჩნია რომელი მხრიდან შეხედავ.. :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.