lasha_alo Posted July 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2012 ედპ-ის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, "ედპ-ის ოფისზე კიბერ-შეტევა განხორციელდა, რომლის უკანაც ოფიციალური მონაცემებით, რუსეთი დგას". როგორც ქარდავამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიამ ოფიციალურად მიმართა უწყებათაშორის კომისიას და ყველა შესაბამის სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია აღნიშნული საქმით დაინტერესდეს. "26 ივლისს საღამოსვე, ედპ-მ მიიღო ოფიციალური წერილი იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსგან, რომლის ანალიტიკური ჯგუფის მოკვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ აღნიშნული კიბერ-შეტევა განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებული IP მისამართებიდან, კიბერშეტევის შედეგად დაზომბირებულ იქნა ედპ-ის ცენტრალური ოფისის ყველა კომპიუტერი და 29 ივნისიდან მოყოლებული ერთი თვის მანძილზე კონტროლდებოდა, რითაც შესაძლებელი იყო თვალთვალი პარტიის ცენტრალურ ოფისზე", - განაცხადა ქარდავამ. მისივე თქმით, ამასთან ერთად, წაშლილია პარტიის საპრეზენტაციო პროგრამები და ედპ-ის მიერ ერთი თვის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები. პარტია ოფიციალურ ვებ-გვერდს ამ მომენტისათვის ვერ იყენებს. ქარდავა აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე განხორციელებულ შეტევას უწოდებს. "პოლიტიკური პარტიები ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია და ნებისმიერი ასეთი ქმედება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მოშლასთან. ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს, მისი სატელიტების სასარგებლოდ შეასუსტოს ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონკურენციას უწევენ მის სატელიტებს საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ქარდავამ.http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=11779 "ახალი მემარჯვენეები" პარტიის ვებგვერდზე განხორციელებულ შეტევაზე იუწყებიან."ახალი მემარჯვენეების" პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ვებგვერდზე NRP.GE შეტევა განხორციელდა. საიტი ამჟამად არ ფუნქციონირებს."ახალი მემარჯვენეები" მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. http://www.interpressnews.ge/ge/politika/208882-qmemarjveneebiq-partiis-vebgverdze-gankhorcielebul-shetevaze-iutsyebian.html . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted July 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2012 წაშლილია პარტიის საპრეზენტაციო პროგრამები და ედპ-ის მიერ ერთი თვის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები.არ წაშლიდნენ, გადაიწერდნენ და მერე რომელიმე იუმორისტული გადაცემის სცენარად გამოიყენებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted July 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2012 ეს ედპ იასნია, მარა ეს ახლებიც რომ გაპადოშდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted July 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2012 "ედპ-ის ოფისზე კიბერ-შეტევა განხორციელდა, რომლის უკანაც ოფიციალური მონაცემებით, რუსეთი დგას". სოლიდარობა ედპ-ს. ხელები შორს ოკუპანტო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.