lasha_alo Posted July 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2012 ექსტრემისტი ვარდოსნები მორიგ სისულელეს გეგმავენწყარო:http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=4760%3A---3---&catid=66%3A2010-11-25-16-47-31&Itemid=111#.UBK5E-mMsV6.facebook ინფორმაცია: ამ ინფორმაცია საქართველოს ყველა იმ მოქალაქე უნდა გაეცნოს, რომელსაც ბანკთან რაიმე სახის ურთიერთობა აქვს. ამ ორი დღის განმავლობაში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით (ვგულისხმობთ "ქართული ოცნების" კარდაკარის მონაწილეებზე დაკისრებულ მილიონიან და მილიარდიან ჯარიმებს) "გურია ნიუსი" გთავაზობთ იმ ცვლილებას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა. ცვლილება, რომელსაც ხელს პრეზიდენტი სააკაშვილი აწერს, ძალაშია 2012 წლის 12 ივნისიდან. "საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: "მუხლი 3741 . საბანკო ანგარიშის მონიტორინგის, მასზე ყადაღის დადებასთან ან კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1241 მუხლით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის მონიტორინგის ან 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება, აღნიშნული ანგარიშის მესაკუთრის მიერ ამ ინფორმაციის მოთხოვნამდე − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე." მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი. თბილისი, 2012 წლის 12 ივნისი. №6447-რს." ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული "კარდაკარის" მონაწილეებს, გუშინ, დილით, საკუთარი საბანკო ანგარიშები დაყადაღებული დახვდათ. დაყადაღებულ აბონენტებს დაყადაღების მიზეზი ბანკებში ვერ უთხრეს. როგორც ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი ამბობდა, იგი მილიონი ლარით დააჯარიმეს _ ყოველ შემთხვევაში, მისი თქმით, ასე ეწერა საბანკო ქვითარზე. "გურია ნიუსმა" მოიპოვა ერთ-ერთი დაყადაღებული აბონენტის საბანკო ქვითარი, რომელზედაც ანგარიშზე ნაშთად მითითებულია არა მინუს 999 ათას 999 ლარი, როგორც გუშინ ამბობდა ჩვენი წყარო, არამედ... მინუს 999 მილიონ 999 ათას 991 ლარი და 79 თეთრი!!! "კარდაკარის" ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ამ ჯარიმის შესახებ შეიტყო, ცუდად გახდა და ბანკიდან პირდაპირ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ნერვიულობის ნიადაგზე მას ასთმური შეტევა დაემართა და ლანჩხუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დასჭირდა მკურნალობის გავლა. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 27, 2012 პირველი მე გავხსენი ამაზე თემა თუ სწორად მახსოვს1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1241 მუხლით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის მონიტორინგის ან 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ირანშიც არაა მე მგონი ეს saturn რას იტყვი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2012 ირანშიც არაა მე მგონი ეს saturn რას იტყვი?!ირანში როგორაა არ ვიცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2012 newstudio ეს კანონი არაფერს ნიშნავს, არაფერია ახალი. ამის გარდა უამრავი მუხლი და იდაყვია, რომლებსაც სამრთალთან არავითარი კავშირი არა აქვთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted July 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2012 საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება − ისჯება ეს ხო ისედაც დასჯადი იყო. ახალი რა არის ამ კანონში?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 28, 2012 Saturnირანში როგორაა არ ვიცი. არც მე ვიცი, უბრალოდ პრადვინუტები ირანიზაციით გვაშინებდნენ, მგონი დავეწიეთ და გადავუსწარით, არა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.