lasha_alo Posted July 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2012 http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=4739%3Aqq----&catid=66%3A2010-11-25-16-47-31&Itemid=111დღეს "საქართველოს ბანკში" სესხის თანხის დასაფარად მისულ "ქართული ოცნების" წევრს რომან ბიწაძეს, პირადი საბანკო ანგარიში დაყადაღებული დახვდა. მას და მის მრავალ თანაპარტიელს სახელმწიფომ მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო იმის ახსნა, რის საფუძველზე მოხდა მათი დაჯარიმება. ეს ის ხალხია, რომლებმაც "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კარდაკარში მიიღეს მონაწილეობა და კუთვნილი ხელფასების მისაღებად საქართველოს ბანკში პლასტიკური ბარათები დაამზადებინეს. კონტროლის პალატის გაუგებარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ისინი სახელმწიფოს წინაშე მილიონიანი ვალის მქონე პირებად გამოცხადდნენ. რომან ბიწაძე "გურია ნიუსთან" ყვება, რომ ბანკში მისულს, ოპერატორი ნიკოლოზ ცინცაძე ჩვეულებრივი თავაზიანობით მოემსახურა, მაგრამ მან ვერ შეძლო ოპერაციის გახორციელება და მენეჯერთან საკონსულტაციოდ შევიდა. გაირკვა, რომ ბიწაძის პირადი ანგარიში დაყადაღებული იყო. ფილიალის მმართველმა მისთვის ვერაფრის ახსნა ვერ შეძლო. ამ დროს "საქართველოს ბანკში" იმყოფებოდა შოთა ფირცხალაიშვილიც, რომელიც ასევე კარდაკარის პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. მოულოდნელი ახალი ამბის გამო, იგი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით ლანჩხუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვაინეს. მათ გარდა, დაყადაღებული აღმოჩნდა სოსო ბოლქვაძის, ელგუჯა ჩხაიძის, ლილი ებრალიძის და "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისის სხვა თანამშრომელთა ანგარიშებიც. რომან ბიწაძეს მიაჩნია, რომ ეს არ არის ფინანსური სანქცია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირდაპირ კავშირშია პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ქმედუნარიანობის შეზღუდვასთან. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს -ჩვენ შეგვეზღუდოს არა მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" დარიცხული ხელფასები, რომლებიც ჯერ საერთოდ არ აგვიღია, არამედ ყველა ლეგიტიმური შემოსავალი. ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით, ფაქტიურად სასიკვდილოდ გამწირა. მაგრამ მათ უფრო შორს გამიზნული გეგმები აქვთ -დააშინონ და იმედი გაუცრუონ ივანიშვილის ყველა მხარდამჭერს, რომ მათ უარი თქვან კოალიციის სასარგებლოდ საქმიანობაზე -მიაჩნია "ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერს კოალიციის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ ხვალ "საქართველოს ბანკის" ლანჩხუთის ფილიალთან საპროტესტო აქცია გამართონ. გარდა ამისა, აპირებენ მიმართონ სხვა და სხვა ქვეყნების საელჩოებს და დიპლომატების წინაშე დააფიქსირონ, რომ სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმები უსამართლოა. რომან ბიწაძეს მიაჩნია, რომ ასეთი ქმედებები ოქტომბრამდე გაგრძელდება და მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვს _ "ქართული ოცნების" წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებამდე არ მიეცეთ ფინანსური ოპერაციებით სარგებლობის საშუალება. "ქართული ოცნების" ზონის კოორდინატორი გელა კვერენჩხილაძე ბანკს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მილიონლარიანი ვალის მქონე პლასტიკურ ბარათს უკანვე აბრუნებს. რომან ბიწაძე კიდევ ერთ ფაქტს უსვამს ხაზს _ მან დღეს ვერ შეძლო კუთვნილი სესხის გადაფარვა, რადგან "საქართველოს ბანკში" ოპერაციის წარმოება შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს გადაცილებაში ჩამეთვლება და ახლა უკვე ბანკი დამაკისრებს დამატებით ჯარიმას. - სახელმწიფომ მე და ჩემისთანები ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაგვწირა!, _ მიაჩნია დაჯარიმებულ პოლიტიკოსს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted July 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 26, 2012 რაო?????? საწყალი კაცი მოუკლავთ ...საიდან ააქვს ჯარიმა , ამდენი თან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.