Jump to content
Planeta.Ge

რას აპირებს ნინო ბურჯანაძე


Recommended Posts

(გვ.7) ,,დემოკრატიულ მოძრაობას“ არც გამოუცხადებია, რომ არჩევნებში აპრიორი ვმონაწილეობთ!“_ ინტერვიუ ,,დემოკრატიული მოძრაობა_ ერთიანი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბაკურ ბაკურაძესთან.ნინო ბურჯანაძე საქართველოში 23 ივლისს, გამთენიისას დაბრუნდა, თუმცა, როგორც ,,დემოკრატიულ მოძრაობაში“ აცხადებენ, სულ ცოტა, ერთი კვირის მანძილზე პრესასთან საუბარს არ აპირებს. ბაკურ ბაკურაძე კი აცხადებს, რომ პარტიას არც პოლიტიკური კურსი შეუცვლია და არც პოზიცია ,,მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის, ოღონდ ყველაფერს გავაკეთებთ, , რათა ამ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ქონდეს....გარემოს უცვლელობის პირობებში, ჩემი აზრით, ნებისმიერი მონაწილეობა ამ არჩევნებში ხალხის მოტყუებაა...“ ბაკურაძის ინფორმაციით, ,,დემოკრატიულ მოძრაობას არც გამოუცხადებია, რომ არჩევნებში აპრიორი ვმონაწილეობთ, თუმცა არც ის გვითქვამს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, რა თქმა უნდა, ვასრულებთ და კანონისავე ვადებში გამოცხადდება არჩევნებში ჩვენი შესაძლო მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხიც. არჩევნების დღემდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ჰოი, საოცრებავ, ხომ შეიძლება ერთხელ სააკაშვილმა გაიღვიძოს და განაცხადოს, საერთოდ მივდივარ პოლიტიკიდანო, ამიტომ თუ პოლიტიკური პარტია ხარ, ყველა ვარიანტში, მზად უნდა იყო არჩევნებისთვის“. ბაკურაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის სახალხო კრებიდან ივანიშვილის კოალიციამ კანდიდატები კიდევ დაასახელოს, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში. ბაკურ ბაკურაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საარჩევნო ბლოკთან დაკავშირებით კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები სახალხო კრებაში შემავალ პარტიებთან, საუბარია, თემურ შაშიაშვილისა და კახა კუკავას მოძრაობაზე. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, ბაკურაძის თქმით, მასთან არანაირ პოლიტიკურ კონსულტაციაზე არაა საუბარი ,,რამდენადაც ვიცი, გაჩეჩილაძე არჩევნებში საერთოდ არ მონაწილებს“_აცხადებს ბაკურაძე.

 

,,ვერსია“

№084(691)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...