Jump to content
Planeta.Ge

ვინ იყო ფარნავაზი?


Recommended Posts

http://site.alo.ge/2012/01/05/ფარნავაზი/

 

http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/ფარნა-150x150.jpg

მხატვრების ფანტაზიებში ფარნავაზი უფრო შუა საუკუნეების გმირს გავს, ვიდრე რეალურ მეფეს ,რომელსაც შეიძლება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ემეფა.

 

მისი ისტორია ბურუსითაა დაფარული, ისე როგორც ურთიერთობა წინამორბედ აზოსთან.

 

“ქართლის ცხოვრება” გვიყვება ლეგენდას ადამიანზე, რომელიც შურს იძიებს მამის მკვლელზე ,მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში?

 

ლეონტი მროველის ფორმულირებული მითის მიხედვით, ფარნავაზი მცხეთის მამასახლის სამარას ძმისშვილია, რომელიც ემსხვერპლა მაკედონელის მხარდაჭერით ქართლში მოსულ ვინმე აზოს . პატარა ფარნავაზი დედამ კავკასიის მთებში გადამალა,შემდეგ სამშობლოში ბრუნდება, სასწაულის წყალობით პოულობს დიდ განძს, ეგრისის მეფე ქუჯის, კავკასიელ და სხვა მოკავშირეებთან ერთად იბრუნებს კანონიერ ტახტს.

 

ივანე ჯავახიშვილი ამ ეპიზოდს სერიოზულად არც კი განიხილავდა,მაგრამ ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება შეცვალა სინამდვილის პოვნის მცდელობამ.

 

მითი დიდი მეფეების ისტორიების მსგავსია. სავარაუდოდ ის ადრეულ საუკუნეებში წარმოიშვა ,რასაც ადასტურებს მისი რამდენიმე ელემენტის მოხსენიება სომხურ წყაროებსა და წმინდა ნინოს შესახებ თხზულებაში.

 

პირველი დილემა “არიან-ქართლის” ცნება და აზოს პერსონაა.

 

“მოქცევაი ქართლისაი”მას ქართლის პირველ მეფობას მოაწერს,ხოლო აზოს პირველადი სამკვიდრებელი “არიან-ქართლი” ქართველი მეცნიერების ერთერთი საყვარელი დავის საგანია.

 

აზო ფარნავაზთან ერთად მითია,თუმცა მათ შორის პოლიტიკური ბრძოლა შესაძლოა გარკვეული ტენდენციების გამოხატულება იყოს ქართველურ ტომებს შორის-იკვრება საინტერესო წრე -არიან-ქართლელი აზო, ფარნავაზი,როგორც მცხეთის ადრინდელი მმართველის შთამომავალი და ქუჯი -ეგრისის ხელისუფალი.

 

შეგახსენებთ, ამ პერიოდში არსებობდა აქიმენიდური ირანის სერიოზული ზეგავლენა რეგიონზე,რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა შეაჩერა. ხოლო თვითონ ეს ტერმინი მეცნიერთა ნაწილის აზრით, უკავშირდება სპარსეთის ადრეკონტროლირებულ ზონაში მყოფ ქართველურ ტომებს . ნებისმიერ შემთხვევაში, დაამხეს თუ ნებაყოფლობით დათმო სავარძელი,აზო ჩემთვის არის არა ბოროტების სიმბოლო, არამედ რაღაც მნიშვნელოვანი მომენტების ანარეკლი,რომელსაც ყველა წყარო თავისებურად ადასტურებს.

 

ფარნავაზი კი ლეგენდის ქვაკუთხედია ქართლის სამეფოს ოფიციალური იდეოლოგიის გასამყარებლად. არმაზის კულტის მასთან ასოცირება, დამწერლობის ავტორად მონათვლა , ადმინისტრაციული დაყოფა ავტორისათვის პრინციპის საკითხია, რომელიც უკვე მის ეპოქას უკავშირდება .

 

ის არავის მოუგონია. “ფარნავაზიანთა” დინასტია უცხოურ წყაროებშიც გვხდება. აშკარად გახლავთ პირველი სამეფო შტოს სათავე. არქეოლოგიაც ადასტურებს გარკვეულ ძვრებს იმ პერიოდში, როცა შესაძლოა ის მოღვაწეობდა,თუმცა ჯერ მითის დაშორება სინამდვილისგან ვერ მოხერხდა.

 

ისტორია მის საიდუმლოებას კვლავიდებურად მთლიანად არ გვიმხელს...

http://www.amsi.ge/istoria/qc/qarTlis_cxovreba_1.pdf

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვენიერი ზღაპარი მაქვს წკითხული მგონი ქართლოს კასრაძისა... "ფარნავაზი"
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვენიერი ზღაპარი მაქვს წკითხული მგონი ქართლოს კასრაძისა... "ფარნავაზი"

მე არ წამიკითხია, მაგრამ დააახლოებით წარმომიდგენია.

ფარნავაზი ესაა ლეგენდა, სადაც შეიძლება რეალობაც ინახოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მე არ წამიკითხია, მაგრამ დააახლოებით წარმომიდგენია.

ჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწარმოებია... ბელეტრისტიკა. კარგი საყმაწვილო საკითხავი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწარმოებია... ბელეტრისტიკა. კარგი საყმაწვილო საკითხავი

პირველადი პროფესიიდან გამომდინარე ისტორიაზე კითხვისას სულ ინტრიგანობის ხასიათზე ვარ. ვეძებ ფაქტებს:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეგახსენებთ, ამ პერიოდში არსებობდა აქიმენიდური ირანის სერიოზული ზეგავლენა რეგიონზე,რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა შეაჩერა. ხოლო თვითონ ეს ტერმინი მეცნიერთა ნაწილის აზრით, უკავშირდება სპარსეთის ადრეკონტროლირებულ ზონაში მყოფ ქართველურ ტომებს .

საინტერესო მომენტია..................................................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველადი პროფესიიდან გამომდინარე ისტორიაზე კითხვისას სულ ინტრიგანობის ხასიათზე ვარ. ვეძებ ფაქტებს

ასეთი რამ, როგორც ვიცი, ჭეშმარიტ ისტორიკოსებს ახასიათებთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არქეოლოგიაც ადასტურებს გარკვეულ ძვრებს იმ პერიოდში, როცა შესაძლოა ის მოღვაწეობდა,თუმცა ჯერ მითის დაშორება სინამდვილისგან ვერ მოხერხდა.

ვერც მოხერხდება სინამდვილის და მითის დაშორება, ამას მხოლოდ არქეოლოგები თუ დაამტკიცებენ,,

არა და ლეგენდად დარჩება, როგორც იყო ისე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი რამ, როგორც ვიცი, ჭეშმარიტ ისტორიკოსებს ახასიათებთ...

სამწუხაროდ, მეორე კურსიდან უკვე ყალბი ვარ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროდ, მეორე კურსიდან უკვე ყალბი ვარ

არ ვიცი ყალბი ხართ თუ არა, მაგრამ თქვენმა თემამ, მგონი ძალიან დამაინტერესა.. :)

 

ვერც მოხერხდება სინამდვილის და მითის დაშორება, ამას მხოლოდ არქეოლოგები თუ დაამტკიცებენ,, არა და ლეგენდად დარჩება, როგორც იყო ისე.

გეთანხმებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი ყალბი ხართ თუ არა, მაგრამ თქვენმა თემამ, მგონი ძალიან დამაინტერესა.

ჩვენი წარმოსახვა მეცნიერებისგან გასამიჯნია.

სხვათაშორის ივანე ჯავახიშვილს მროველისადმი ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება ქონდა . გირჩევდიტ გაეცნოტ მერვე ტომს და მის მოსაზრებებს ,თუმცა შემდგომი პერიოდის მეცნიერები ასეტი კატეგორიულები არ ყოფილან .

აქ ბევრი ნიუანსია :

ა) სომხური ეკლესიის გავლენა და იმ პერიოდის რელიგიურ-პოლიტიკური მომენტტები(იგულისხმება მროველის ეპოქა)

ბ) ფარნავაზის დაკავსირება ქუჯთან ანუ გარკვეული ისტორიული-პოლიტიკური პროცესების წარმოდგენა;

მე ვეხები ლეონტის არგუმენტებს და საფუზველს ეს დაეწერა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...