lasha_alo Posted July 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2012 http://www.interpressnews.ge/ge/politika/208642-salome-zurabishvili-khelisuflebis-lobistur-kompaniebze-informacias-avrcelebs.htmlგაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და პარტია "საქართველოს გზა – სალომე ზურაბიშვილის" საპატიო თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებზე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ინფორმაცია გაავრცელა."როცა კახეთის დაზარალებულ გლეხებისათვის ხელისუფლება მეტად მცირე თანხებს იმეტებს, ნიშანდობლივია, რომ ხელი მოეწერა ახალ პიარისტულ კონტრაქტებს, კერძოდ, PRIME POLICY GOUP-თან 6 თვიანი კონტრაქტი დაიდო, რომელიც 150 000 დოლარს აღემატება და მეორე GEPHARD GOVERNMENT AFFAIRS ჯგუფთან 180 000 დოლარის ოდენობით. ჯამში, ამ წლის დანახარჯი ბიუჯეტიდან ოფიციალური მონაცემებით, ლობისტურ ფირმებზე 1,56 მილიონ დოლარს აღემატება (ამერიკაში კანონი აიძულებს ლობისტურ ფირმებს რომ მათი შემოსავალი უცხო სახელმწიფოებიდან გაცხადებული და საჯარო იყოს). ევროპაში სააკაშვილის პიარზე დახარჯული თანხები მასში არ შედის", - წერს ზურაბიშვილი.სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ უფრო საინტერესოა ამ ლობისტების ოფიციალურად გაცხადებული მიზანი." ლობირება მიზნად ისახავს ჩვენს ნატო-ში გაწევრიანების მხარის დაჭერას?! საკითხი, რომელიც ყველამ იცის, დიდი ხნით გადავადებულია ლობისტების აქტიურობის მიუხედავად. ნათელია, რომ ეს ფარია იმ ლობისტურ აქტიურობისთვის, რომელსაც სააკაშვილის პირადი იმიჯის გადარჩენა და ამ საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის გაშავება ჰქვია. დროა, ალბათ, დაისვას კითხვა საჯაროდ და კახელებს გაეცნოთ, სად არის ამ ხელისუფლების პრიორიტეტები. დროა, ეს საკითხი ოფიციალურად პარლამენტში და უცხოელ პარტნიორებთან დაისვას. დროა, პასუხი გაეცეს უცხოურ პრესაში დაბეჭდილ სტატიებს ( სწორედ ამ ლობისტების მიერ შედგენილი), რომელებიც ივანიშვილს თავისი ფულის პიარზე ხარჯვაში ადანაშაულებენ, მაგრამ სიტყვას არ ამბობდენ იმ თანხებზე, რაც ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება უკვე რამდენიმე წელია არა საქართველოს სიკეთისათვის, არამედ სააკაშვილს პირად პოლიტიკურ დაცვისთვის, რაც ცხადია, ყოველდღიურად უფრო ძნელი ხდება და უფრო და უფრო დიდ თანხებს მოითხოვს," _ წერს ზურაბიშვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2012 ჩემის აზრით ყველაზე პოლიტიკურად განათლებული პოლიტ მოღვაწეა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში. ია ზა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted July 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2012 დროა, ეს საკითხი ოფიციალურად პარლამენტში და უცხოელ პარტნიორებთან დაისვას. პარლამენტში ვინ უნდა განიხილოს ნაცებმა??, ნაცების კეთილდღეობისტვის გადახდილი თანხები??? სასაცილოა, ვითომ სალომემ არ იცოდეს რა პარლამენტი გვაქვს. ლობირება მიზნად ისახავს ჩვენს ნატო-ში გაწევრიანების მხარის დაჭერას?! საკითხი, რომელიც ყველამ იცის, დიდი ხნით გადავადებულია ლობისტების აქტიურობის მიუხედავად.რას ისახავს მიზნად და ქართველების დაბოლებას, აღტაცებას რო ვერ მალავდნენ, თურმე ლორდთა პალატა საქრთველოზე ლაპარაკობს..სიბნელე და კიდევ სიბნელე,,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.