planetanews Posted July 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/get_img3-300x209.jpg„ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი ხელისუფლების ოფიციალური აკრედიტაციის გარეშე მუშაობდა. ეს ოდესმე უნდა გამხდარიყო სერიოზული პრობლემების დასაწყისი“, – ეს განცხადება დე ფაქტო პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა რადიო „თავისუფლების“ რუსულ ბიუროსთან საუბარში გააკეთა.„მარი ოთარაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების ოფიციალური აკრედიტაციის გარეშე მუშაობდა, რაც კანონდარღვევაა და ეს ოდესმე უნდა გამხდარიყო სერიოზული პრობლემების დასაწყისი. ობიექტური ინფორმაციის გაცემა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც შეუძლიათ. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ახლგორში საქართველოს მოქალაქე დადიოდეს. მით უმეტეს, რომ მას ამის უფლება არა აქვს“, – აცხადებს მერაბ ჩიგოევი.მისი თქმით, დე ფაქტო პროკურატურა არკვევს, რა გზით მოიპოვა ჟურნალისტმა ფორმა N9. ჩიგოევის განცხადებით, მარი ოთარაშვილი ახალგორში მუდმივად არ ცხოვრობს, შესაბამისად, მას არც ფორმა N9 უნდა ჰქონდეს.„ახალგორის დე ფაქტო მილიციაში დღეს ვარ დაბარებული. შემპირდნენ, რომ ფორმა N9–ს დღეს დამიბრუნებენ. ჩიგოევის განცხადებამ ძალიან გამაკვირვა. გაუგებარია, რატომ დააყენა ეჭვქვეშ ახალგორში ჩემი ჩაწერის კანონიერება. ყველამ იცის, რომ ახალგორში სახლი მაქვს და ძალიან ხშირად აქ ვარ,“ – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მარი ოთარაშვილმა.შეგახსენებთ, 22 ივლისს ახალგორში გაზეთ „რეზონანსის“ და მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი მარი ოთარაშვილი დააკავეს. დე ფაქტო სამართალდამცავები მას ახალგორიდან დეპორტაციით დაემუქრნენ. მარი ოთარაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მილიციის განყოფილებაში ჰყავდათ, შემდეგ კი პროკურატურაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. გათავისუფლებამდე მას ფორმა N9 ჩამოართვეს, რომლის გარეშეც დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია.დე ფაქტო სამართალდამცავებს მარი ოთარაშვილისთვის ფორმა N9 ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. მარი ოთარაშვილი ამჟამად ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ვერ ახერხებს.მარი ოთარაშვილი ახალგორშია ჩაწერილი, იქ აქვს სახლი, ჰყავს ნათესავები და დაბაშიც თითქმის ყოველ კვირას ჩადის. ის ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ახალგორში გადასვლას და იქიდან სტატიების მომზადებას ახერხებს.მცხეთა–თიანეთის საინფორმაციო ცენტრი იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts