Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს მოქალაქეები კოლუმბიაში უვიზოდ იმოგზაურებენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/sagareo14141.jpgსაქართველოს მოქალაქეებს კოლუმბიაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება მიეცემათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგი კაპანაძის კოლუმბიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის დროს გახდა.

ვიზიტის ფარგლებში სერგი კაპამაძე კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესმონიკა ლანზეტა მუტის შეხვდა,ასევე, შეხვედრები გამართა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მარია კონსტანცა გარსიასთან და ექსპორტის სტრატეგიული მხარდაჭერის დირექტორთან ოლგა ლუსია პერესთან.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და კოლუმბიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს, კერძოდ ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სპორტის სფეროებში.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის განვითარების, სამართლებრივი ბაზის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.

კოლუმბიის მხარის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, უვიზოდ იმოგზაურონ კოლუმბიაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...