Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო საგნებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები დაემატება


Recommended Posts

ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო საგნებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები დაემატება. აღნიშნილ საგანში, მასწავლებლის სახლში უკვე დაწყებულია ინტენსიური ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა სკოლის მასწავლებელი მომზადდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ახალი საგანი ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის საფუძვლებს აერთიანებს და მოსწავლეებს თითოეული მათგანის შესასწავლად ამზადებს. 2012 წლიდან ის ყველა სკოლის მე-7 კლასში დაინერგება, რის შემდეგაც მოსწავლეები თითოეულ საგანს ცალ-ცალკე სრულფასოვნად შეისწავლიან.

ტრენინგებზე პედაგოგები ინტეგრირებული სახელმძღვანელოს მიხედვით სწავლების მეთოდებს გადიან, რაშიც მათ თავად წიგნების ავტორები ეხმარებიან. თითოეულ მასწავლებელს სახელმძღვანელოს მიხედვით ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საფუძვლების სწავლებასა და მათ კომბინირებაში ამზადებენ. ტრენინგები სამ დღიანია და მას როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების პედაგოგები გაივლიან.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...