planetanews Posted July 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/20120406044955chiaberashvili-300x225.jpgსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მინისტრი სოფელ ვაზისუბნის, კალაურისა და ვაჩნაძიანის დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა,დამანგრეველი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში 48 საათში დასრულდება. თელავის მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, აგრეთვე აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა და დაბალი წნევის გაზსადენები. სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტთა ჯგუფი მონაწილეობს.“დაზარალებული მოსახლეობის 60%-ს უკვე დაურიგდათ სასურსათო პაკეტები და შხამქიმიკატები. ჩვენმა გლეხობამ დაზიანებული ვენახებისა და ხეხილის შეწამვლა მოახერახა. შემდგომი ეტაპისათვის, ჩვენი ამოცანაა კომპენსაციების გაცემა იმისათვის რომ, კახეთის გლეხობამ იმედიანად იგრძნოს თავი,,. – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts