Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ვერა ქობალია: “Summer job”-ის რუსთაველ მონაწილეებს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/rustavi-24.07.jpg1204-300x179.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ის რუსთაველ მონაწილეებს შეხვდა.

მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციისა და საზაფხულო დასაქმების პროგრამის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრი სტუდენტებს საზაფხულო დასაქმების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ ჩატარებული სამუშაო ფართომასშტაბიან კვლევას დაედება საფუძვლად, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს., სტუდენტებს კი სამუშაო გამოცდილების შეძენისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას მისცემს. ამასთან, მინისტრი პირადად დაესწრო პროგრამის მონაწილე სტუდენტების მიერ რუსთავის ერთ-ერთ, კერძოდ, ფირაშვილების ოჯახში კითხვარის შევსების პროცესს, ვერა ქობალია პირადად გაესაუბრა ოჯახის ყველა წევრს და უშუალოდ მათგან მოისმინა ინფორმაცია საცხოვრებელი პირობების შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ში, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული და ამ პროგრამის ფარგლებში 4000-ზე მეტ სტუდენტს დაასაქმებს როგორც თბილისში, ისე ქვეყნის რეგიონებში. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-ზე მეტ ქალაქში 1800-ზე მეტ სტუდენტს დაასაქმებს, მათ შორის 80 სტუდენტს რუსთავიდან. სტუდენტები თვითმმართველობის სამსახურებში დასაქმდებიან და მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს. პროგრამა ზაფხულის არდადეგების პერიოდში – 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

პროექტი მოიცავს გაეროს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით საქართველოს საშუალო და მცირე ზომის ქალაქებში საბინაო ფონდის და პირობების აღწერის ჩატარდებას. აღწერით დადგინდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და ტენდენციები საქართველოს განსახლების სტრუქტურაში. აღნიშნული კვლევის შედეგებით ქვეყანას ქალაქების დონეზე ექნება მახასიათებლები, თუ რა საცხოვრებელი პირობებია დღეს საქართველოში, როგორია ფართობებით უზრუნველყოფა, წვდომა წყალზე, ელექტროენერიაზე, გაზმომარაგებაზე და ძირითად კომუნალურ მომსახურებაზე. კვლევა ასევე ასახავს შენობების მდგომარეობას, მახასიათებლებსა და უძრავი ქონების საკუთრების ფორმებს.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...