Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: ივანიშვილის 10 მლნ კახეთს არ მოხმარდება?!


Recommended Posts

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/549157_397051133689759_879874134_n.jpg

როგორც იცით კახეთს თავს დაატყდა დიდი ზარალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოსულა სეტყვამ გამოიწვია. კახეთში ბუნების ასეთი გაუარესება ახალი ხილი არ არის, მაგრამ წელს ზარალი კოლოსალური იყო. მოსახლეობამ ათიათასობით ლარის ინვესტიცია იზარალა. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს ფული მათ გირაოდ ჩადებული სახლების სანაცვლოდ ბანკებიდან ჰქონდათ გამოტანილი. ზარალის შემდეგ როგორ უნდა დააბრუნონ ფული ბანკში? სეტყვამ არამარტო წლევანდელი მოსავალი გაანადგურა, არამედ ვენახები და ბაღები ისე დაზიანდა, რომ მოსავლის აღება მომავალი წლისათვის ნაკლებ სავარაუდოა.

ამ სიტუაციაში კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, 10 მლნ ლარი გადარიცხა სახელმწიფოს სპეციალურ ანგარიშზე, რათა დახმარებოდა კახელ გლეხებს სტიქიასთან გამკლავებაში.

თუმცა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს განაცხადა, რომ ივანიშვილის ჩარიცხული 10 მლნ კახელ გლეხებს სულაც არ გაეგზავნება, თურმე ის სახელმწიფოს საკუთრებაა და როგორც უნდა ისე დახარჯავს მას, სახელმწიფოს “მესვეურნი”. წიკლაურის განცხადებით მათ არანაირი ვალდებულება არ აქვთ, ივანიშვილის დახმარება, კახეთის დასახმარებლად გამოიყენონ, ამ ფულს ისე დახარჯავენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან.

საინტერესო ნაციონალების ამ გადაწყვეტილებაზე რა რეაქცია ექნებათ კახელებს, რადგან როგორც ცნობილია ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისას მხოლოდ 300-1500 ლარის ოდენობით ვაუჩერებს გამოიყენებს ყოველი დაზარალებული ოჯახისთვის, იმის მიხედვით რა ხარისხის ზარალი მაიდგათ მათ. რაც დამეთანხმებით, მიზერული თანხაა ზარალის სანახევროდ აღმოფხვრისათვისაც კი.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...