Jump to content
Planeta.Ge

ერორი- კახეთში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/07_12/61435.jpg

 

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის მორიგი სხდომა გამართა. სხდომა თელავში ჩატარდა.

პრემიერ-მინისტრმა შტაბის წევრებისგან მოისმინა ანგარიში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების და დაზარალებულების დახმარების ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ.

დღეისთვის დაწყებული არის სახურავების აღდგენითი სამუშაოები დაზიანებული სახლების 80%-ზე და სამუშაოების ძირითადი ნაწილი 20 დღეში დასრულდება; დაზარალებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესი დასასრულს უახლოვდება; სასოფლო-სამეურნეო მიწების ზარალის შეფასების მიზნით შექმნილ კომისიას პრემიერ–მინისტრმა მისცა ათი დღის ვადა, რათა მან დაასრულოს დაზარალებული ნაკვეთების რეგისტრაცია.

შედგენილია იმ დაზარალებული ოჯახების სია, რომლებსაც კრედიტი აქვთ და განხორციელდა აღნიშნული კრედიტების გადავადება; ასევე განხორციელდება დაზარალებული ოჯახების სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის რესტრუქტურიზაცია; დაზარალებული ოჯახებისთვის საწვავის და შესაწამლი ნივთიერებების დარიგების პროცესი დასრულდა.

ვანო მერაბიშვილმა მოუწოდა ყველა იმ დაზარალებულ ოჯახს და სტუდენტს, რომლებიც ვერ მოხვდნენ აღნიშნულ სიებში, შეცდომის გამოსწორების მიზნით მიმართონ ადგილობრივ გამგეობებს.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...