planetanews Posted July 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/PapunaPetriashvili-198x300.jpgპარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრების ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან პაპუნა პეტრიაშვილთან საქართველოს რეგიონებში მომხდარი სტიქიის გამო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებთან დაკავშირებული შეხვედრა მწვავე პოლემიკის შედეგად შეწყდა.ოპოზიციონერი დეპუტატების ინტერესი პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების საკითხმა გამოიწვია და პაპუნა პეტრიაშვილს მოსთხოვეს განემარტა, თუ რაში დაიხარჯა ამ ორ ფონდში აკუმულირებული ასი მილიონი ლარი.დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ სარეზერვო ფონდები სწორედ სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების მიზნით არსებობს და წესით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა საჭირო არ უნდა ყოფილიყო.თავის მხრივ, პაპუნა პეტრიაშვილმა განმარტა, რომ სარეზერვო ფონდებში ამჟამად 40 მლნ ლარზე მეტია და აქედან დაახლოებით, 6 მლნ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სწორედ ამ ფონდებიდან გამოიყო, რის შემდეგაც დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ რა მიმართულებით წავიდა 60 მლნ ლარი. მათ მინისტრის მოადგილეს რამდენიმე საათი მისცეს იმისთვის, რომ ზუსტი მონაცემები წარადგინოს სარეზერვო ფონდების ხარჯებთან დაკავშირებით, თუმცა პეტრიაშვილი ამ პირობის დასაკმაყოფილებლად მზად არ აღმოჩნდა და მან დეპუტატებს განუმარტა, რომ სარეზერვო ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად იქნება წარმოდგენილი.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts