Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- მედიასაშუალებები ხელისუფლებას მოუწოდებენ


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/MaestroTVlogo3-300x198.jpgხელისუფლებას ტელეკომპანია “მაესტროსთან” დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ მედიასაშუალებები მოუწოდებენ.

როგორც “ინტერპრესნიუსის” ოფისში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა განაცხადეს,”მაესტროს” ირგვლივ შექმნილ პრობლემას, ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტა სჭირდება.

“ეს პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას. როცა მსგავსი ტიპის პრობლემები წარმოიშვება ხოლმე, ყველაფერი წყდება ისე, როგორც სიტყვის თავისუფლებას სჭირდება, რადგან ეს ერთ-ერთი უზენაესი პრინციპია ნორმალური და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, ხელისუფლება ვერ გაექცევა ამ საკითხზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. მან უახლოეს მომავალში უნდა დაგვანახოს, რა სურს – პლურალისტური გარემოს შექმნა, დემოკრატია და სამართლიანი არჩევნები თუ არჩევნებამდე ხელების გადაგრეხვისა და მორევის პრინციპით მისვლა. “მაესტროს” თემა ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია. ის “მაესტროს” საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ვერ გაექცევა და ვერ მოგვიშორებს თავიდან იმის თქმით, რომ მიმდინარეობს გამოძიება ან პროკურატურას მივმართოთ”, – აღნიშნა ტელეკომპანია “კავკასიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა.

როგორც ნინო ჯანგირაშვილმა განმარტა, პრობლემა, რომელიც “მაესტროს” ირგვლივ შეიქმნა, არა მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის, არამედ ყველა მედიასაშუალების პრობლემაა.

“გაქანებული კამპანია მიმდინარეობს თეფშების წინააღმდეგ საბრძოლველად. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური საკითხი და ამიტომაც ამ თემის ირგვლივ დისკუსია და პროტესტი არ უნდა შეწყდეს. საქმე ეხება მედიის თავისუფლებას”, – აღნიშნა ჯანგირაშვილმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ ტელეკომპანია ”კავკასიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალ “ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, “მაესტროს” გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...