Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- გიორგი ბარამიძე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/baramidze1-300x225.jpg,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გიორგი ბარამიძემ შეაჯამა.

ბარამიძემ ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ წარმატებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ გასულ თვეს დაწყებული დიალოგი და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები.

ბრიუსელში მიმდინარე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი, ქეთრინ ეშტონი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე, და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...