Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- დაზარალებული მოსახლეობის დასარეგისტრირებლად რწმუნებულებს 10 დღის ვადა მიეცათ


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/vanichka10-233x300.jpgსტიქიით დაზარალებული მოსახლეობის რეგისტრაციის დასასრულებლად, ვანო მერაბიშვილმა გამგებლებს და რწმუნებულებს 10 დღის ვადა მისცა.

“ათი დღის ამოწურვის შემდეგ გთხოვთ, რომ სიები გადასცეთ ჯანდაცვის სამინისტროს. მან კი უმოკლეს ვადაში ბანკის მეშვეობით დაიწყოს ფულადი კომპენსაციების დარიგება და ეს პროცესი პრაქტიკულად 1 კვირაში უნდა დასრულდეს. რაც შეხება კრედიტებს, ის გადავადებულია და თუ რომელიმე დაზარალებულს პრობლემა შეექმნა, უნდა მიმართონ გამგებლებს და რწმუნებულებს და ჩვენ ამ პრობლემას გადავუწყვიტავთ”, -აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს იმ სტუდენტების რეგისტრაცია, სწავლის ფულის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

“1 სექტემბრამდე უნდა დავაზუსტოთ სიები და ამ გადასახადის ოდენობა”, -განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება შხამ-ქიმიკატებისა და დიზელის საწვავის დარიგებას, მერაბიშვილის განცხადებით, ეს პროცესი დასრულებულია.

საგანგებო შტაბის სხდომაზე პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში, გიორგი ღვინიშვილმა პრემიერს დაზაინებული სახლის სახურავების რეაბილიტაციის შესახებ ჩააბარა ანგარიში.

“თელავში 700 სახლზე მიდის მუშაობა, ლაგოდეხში 169 დაზიანებული სახლიდან 34 დასრულებულია და 100-ზე მიმდინარეობს სამუშაოები. გურჯანის რაიონში 600 დაზიანებული სახლიდან 100-ზე მუშაობა დამთავრებულია და 200-ზე ინტენსიური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება ყვარელს, 60 დაზიანებული სახლიდან 20-ზე მიდის მუშაობა”,-განაცხადა პრეზიდენტის რწმუნებულმა და დასძინა, რომ 20 დღეში ამ კუთხით სამუშაოები დასრულებული იქნება.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...