planetanews Posted July 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/kaxetiii1-300x291.jpgროგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის მოსახლეობა საკომპენსაციო თანხებს 15 აგვისტომდე მიიღებს.მისივე განმარტებით, ბოლო დღეების განავლობაში საქართველოს მთავრობა რეგიონში მაქსიმალური მობილიზაციის რეჟიმში მუშაობდა.მანჯგალაძემ იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც დაზარალებულ რეგიონებში უკვე ხორციელდება და მომავალშიც არის დაგეგმილი.“დღეს პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები იმართება. უკვე ხვალ, ჩანიშნულია რიგგარეშე სხდომა, სადაც ეს ცვლილებები პარლამენტის მიერ იქნება დამტკიცებული. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, საკომპენსაციო თანხების დარიგება დაიწყოს. სავარაუდოდ, აღნიშნული თანხების დარიგება აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება, 15 აგვისტოსთვის კი პროცესი უკვე დასრულებული იქნება. მთლიანობაში, საბიუჯეტო ცვლილებებით გათვალისწინებულია 160 მლნ ლარის მობილიზება. ბიუჯეტში პრაქტიკულად ახალი პროგრამა შეიქმნა. 50 მლნ-ით დაფინანსდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსახორციელებელი გადაუდებელი ღონისძიებები. მათ შორის არის დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაციის გადაცემა””, – განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ამ დროის მონაცემებით დაზიანებული სახლების 80%-ზე მეტს უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.მანჯგალაძის ინფორმაციით, სულ 30 ათასი სახლი იყო დაზიანებული, ხოლო 28 ათასი ოჯახიდან სასურსათო კალათი ამ დროისთვის უკვე 14 ათასს მიღებული აქვს.“შესაწამლი საშუალებები ყველა დაზარალებულ ოჯახს უკვე მიღებული აქვს. აქ გათვალისწინებული იყო საწვავის ტალონები, რაც ასევე დარიგებულია. რაც შეეხება ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდებას, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში აღნიშნული საკითხები უკვე მოგვარებულია და ჩვენი ინფორმაციით, 26 ივლისისთვის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts