Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ქვემოთ მოცემული ჩემი სუბიექტური აზრი,ფაქტიურად გაგრძელებაა სტატიისა,რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ინტერნეტ-აგრესიაზე ვისაუბრე.სწორედ ასეთი პიროვნებები არიან ძირითად სემთხვევაში ტროლები.ისინი იგინებიან,იმუქრებიან,აგინებენ ყველას და ყველაფერს,ვისაც არ მოსწონს სააკაშვილი და გამოთქვამს ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს.ისინი სრულიად არაადექვატურ პასუხებს სცემენ კითხვებს,თუმცა არსებობენ ე.წ. ინტელექტუალი ტროლებიც.

ის სტატია,რომელიც დღეს “კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა ტროლების შესახებ,ინტერნეტის აქტიურმა მომხმარებელმა დიდი ხანია იცის.ვგულისხმობ იმას,რომ ძალიან ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვისაც დიდი ხანია ცნობილია,რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან,გარკვეული ღონისძიებების თუ ფაქტების დროს შემოდის ათეულობით ტროლი და იწყებენ ამა თუ იმ თემის “დატროლვას”.ერთ-ერთი ასეთი,ალბათ ყველაზე მასიური შემთხვევა იყო,ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია.მახსოვს,მაშინ ფეისბუკსა და ფორუმებზე 140-150 ადამიანი წერდა ერთი და იმავე,შეურაცხმყოფელ და კრიტიკულ ტექსტებს ივანიშვილისა და მისი მომხმრეების წინააღმდეგ.როგორც შემდგომში ჩემთვის გახდა ცნობილი,ეს ადამიანები 1 კონკრეტული სახელმწიფო უწყების,1 კონკრეტული შენობიდან მოქმედებდნენ.

შესაძლებელია,ამ შემთხვევაში მონაწილეობას იღებდა თუნდაც 70 ადამიანი სხვადასხა ადამიანი 2-2 სახელით.

როგორც ზემოთ ავღნიშნე,ახალი არ არის,რომ ხელისუფლებას ყავს შექმნილი ინტერნეტ ჯგუფი,რომლებიც შესაბამისი დავალების მიღების შემდეგ ტროლავენ ფორუმებსა თუ “ფეიჯებს.” სამწუხაროა,რომ ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურიდან,როგორიც შსს-ა,მსგავსი ადამიანების ჯგუფი მსგავსი უცენზური და არაფრისმთქმელი პოსტინგით ტროლავს ამა თუ იმ სოც.ქსელში კონკრეტულ თემას(საკითხს).

ამ ბოლო დროს თვალშისაცემია,რომ თითქმის ყველა, ძველად ინტელექტუალ ან თუნდაც მხოლოდ კარგ ადამიანად წოდებული ნაცმოძრაობის მხარდამჭერი,დღეს საოცარი თანმიმდევრულობით ტროლდება. პირადად მე ამ ყველაფერს ახსნას ვერ ვუძებნი,რატომ უნდა პოსტოს ადამიანმა ერთი და იგივე,ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელი ტექსტი ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის – გაუგებარია. ეს არც ამომრჩევლის გულის მოგებაა და აღარც საპირისპირო , ოპოზიციური მხარის გაღიზიანებას აღარ იწვევს დიდად.

არსებობენ ისეთი ტროლებიც,რომლებიც ადიდებენ სააკაშვილს, ამ შემთხვევაშიც ისინი ხშირად კოლექტიურად მოქმედებენ და მათი პოსტები სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე თვალში საცემიც არის. მაგალითად ფეისბუკის ცნობილ გვერდზე,პიზდეცინტელექტუალიზმზე,მრავლად არის თავმოყრილი ხელოვნების ასეთი “ნიმუშების” სქრინები.

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/35523_437721106252793_2125797950_n1.jpg

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...