planetanews Posted July 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61431.jpg რუსეთის ქალაქ კისლოვოდსკში სისხლიანი გარჩევის დროს მოკლულებს დღეს დაკრძალავენ. უცნობია, სად დაკრძალავენ ქართველ ახალგაზრდას, რომელიც პეტერბურგიდან კისლოვოდსკში ბებიასთან იყო სტუმრად ჩასული. ცნობილი ხდება, რომ კაზაკების ფორმაში ჩაცმული თავდამსხმელების წინააღმდეგ კიდევ ერთი მუხლით აღიძრა საქმე. სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციას იარაღით დაემუქრა და ავტომობილი დააჯახა. კისლოვოდსკში სისხლიანი გარჩევის დროს კაზაკებმა 19 წლის ქართველი და 26 წლის ეროვნებით სომეხი მოქალაქე მოკლეს, რომელიც ქართველის დახმარებას ცდილობდა. თავდამსხმელებმა მძიმედ დაჭრეს მათი მესამე მეგობარი ბორის ტეფლიანიც. 24 წლის ქართველი ამჟამად საავამდყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რუსული პრესის ცნობით, კავკასიელებს თავს დაესხნენ კაზაკების სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. პოლიციის ინფორმაციით, მასობრივ ჩხუბში 15 კაცი მონაწილეობდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts