planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/giorgi_axvlediani_72-300x201.jpgროგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, “ქრისტიან–დემოკრატები” სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ბიუჯეტში “ადეკვატური ცვლილებების ასახვას” ითხოვენ და მთავრობას 5000-დან 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემის წინადადებით მიმართავენ. “ადამიანებისთვის, რომელთა მოსავალიც სტიქიამ 100% გაანადგურა, 1500-ლარიანი კომპენსაციის მიცემა არადეკვატურია, რადგან მხოლოდ ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამუშავება 2000 ლარამდე ჯდება. 1500 ლარი ამ ადამიანებისთვის არაფერს შეცვლის. მიგვაჩნია, რომ კომპენსაციები 5000–დან 10000 ლარამდე უნდა გაიცეს, რისი საშუალებაც დღეს არსებობს”, – განაცხადა ახვლედიანმა პარლამენტის ბიურის რიგგარეშე სხდომაზე. მისივე განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იანი ზრდით დაიგეგმა, ხოლო სტატისტიკის დეპარტამენტი მონაცმებით, უკვე 8%–იანი ეკონომიკური ზრდაა, რისი მიმართვას ლაზიკისკენ იგეგმება. “ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას დამატებითი 300–400 მილიონი ლარის მობილიზება შეუძლია. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ახალი ქალაქის მშენებლობას დროებით დაივიწყებს და ამ თანხებს სტიქიიის დროს დაზარალებული ქალაქების და სოფლების აღდგენას მოახმარს” – აცხადებს ახვლედიანი.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts