planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/russiavto.jpg18 წლიანი მცდელობის შემდეგ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ოფიციალურად გახდა. 2011 წლის დეკემბერში ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ქართულმა დელეგაციამ რუსეთის ‘’ვმო’’–ში გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ მხარი დაუჭირა შვეიცარიის შუამავლურ წინადადებას, რომელიც საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის მონიტორინგს გულისხმობს. რუსეთის სახელმწიფოს პასუხი კი ამ დრომდე უცნობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას სურდა ‘’ვმო’’–ს წევრი საქართველოს გვერდის ავლით გამხდარიყო, მაინც დათანხმდა შუამავლის მიერ წამოყენებულ წინადადებას. ამ ხნის მანძილზე მხარეების შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი სწორედ დეფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გაკონტროლება იყო. თუმცა როგორც გაირკვა ფედერალურ კანონს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან რუსეთის მიერთების ოქმის რატიფიცირების შესახებ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. კანონი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მიმდინარე წლის 10 ივლისს რატიფიცირდა, ხოლო ფედერაციის საბჭოში – 18 ივლისს. უმრავლესობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ჟენევაში სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არ უნდოდა დაეშვა პრეცენდენტი, რომ საქართველოს გვერდის ავლით რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო.„ეს შექმნიდა პრეცენდენტს შემდგომშიც გადაეწყვიტათ სხვადასხვა ქვეყნის გვერდის ავლით ორგანიზაციის წევრობის საკითხი. ჩვენთვის ერთის მხრივ ეს კარგი იყო, რადგან მათ დაინახეს, რომ ჩვენ დამპყრობელ მტერთანაც კი შეგვიძლია საქმიანი მოლაპარაკებების დაწყება და კომპრომისული ვარიანტების ძებნაც. მეორე ის, რომ ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან დაფიქსირდა იქ, სადაც გადის საერთაშორისოდ აღიარებული რუსეთ–საქართველოს საზღვარი და არა საოკუპაციო ზოლზე, როგორც ამის სურვილი რუსეთს ჰქონდა და ასევე დადასტურდა კონტროლის ისეთი შემადგენელი ნაწილი, როგორიცაა საერთაშორისო მონიტორინგი ტვირთებისა, რომლებიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდება.“პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან კომპრომისულად აფასებს და აცხადებს, რომ ამით ერთი მხარეც კმაყოფილი დარჩება და მეორეც.„ეს ის შემთხევაა, როდესაც ორივე მხარე მოგებული დარჩა საერთო ჯამში. იყო სპეკულაციები, გაწევ–გამოწევა, გადაბრალება–გადმობრალების მცდელობები და კიდევ თავის თავზე გამარჯვების მიღწევა, მაგრამ კომპრომისი იმას ნიშნავს, რომ ერთი მხარეც ცოტათი უკმაყოფილო რჩება და მეორეც. მივაღწიეთ საზღვრებზე მუშაობის მექანიზმს, რაც დაიცავს საქართველოს კონტრაბანდისგან და გარკვეულწილად პოლიტიკურადაც მიანიშნებს იმ საზღვრებზე, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული.“მისივე განმარტებით, რუსეთის ინტეგრირება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მისი საერთაშორისო მექანიზმებში ჩართვა კარგი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისათვის.ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია 1995 წლის 1 იანვარს შეიქმნა. ამჟამად ორგანიზაციაში 150–ზე მეტი სრულუფლებიანი წევრია, რომელთა ქვეყნების წილი საერთაშორისო ვაჭრობაში დღეისათვის 95%–ზე მეტს შეადგენს. საქართველო ‘’ვმო’’–ს წევრი ევროკავშირის აქტიური დახმარებით 2000 წელს გახდა. ‘’ვმო’’–ს ძირითად ფუნქციებს ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე ზრუნვა და საერთაშორისო ვაჭრობაში დისკრიმინაციის აღკვეთა წარმოადგენს.ეკონომიკის ექსპერტი ავთანდილ სილაგაძე აცხადებს, რომ მიღწეული შეთანხმება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას გააუმჯობესებს, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთის ბაზრის გახსნა მნიშვნელოვანია.„რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა და საქართველოს თანხმობის გარეშე დიდი პრობლემები ექმნებოდა. მივეცით მას შანსი იმის ხარჯზე, რომ კონტროლის მექანიზმები მოვიპოვოთ და ეს როგორ განხორციელდება ამას ვნახავთ. რა თქმა უნდა, ამ მექანიზმების სწორად ამუშავება არსებულ სიტუაციას საქართველოს ეკონომიკაში გააუმჯობესებს. როცა სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ხარ ორგანიზაციის წევრებს შორის პროდუქციის გადანაცვლება უნდა იყოს თავისუფალი. ამითაც გზა იხსნება როგორც ჩვენი საქონლის რუსეთის ბაზარზე გატანის და პირიქით. რუსეთმა ჩვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულება უპირობოდ უნდა შეასრულოს.“უმრავლესობის წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთი თავის ვალდებულებებს შეასრულებს იქიდან გამომდინარე, რომ მას დაეკისრება როგორც საერთაშორისო, ისე შვეიცარული მხარის მიერ აღებული ვალდებულებები, რომელიც დიპლომატიური შუამავალია. რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის საკითხს ცისკარიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარი არაპროგნოზირებადია და ეკონომიკის ზრდა ამის გარეშეც მიიღწევა. ერთ–ერთ მაგალითად მან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ქართული პროდუქციის საექსპორტო მიმართულება დაასახელა.ნონა გედენიძეopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts