planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/MEDIATHEKA-300x156.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/MEDIATHEKA-2-300x178.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/MEDIATEKA-300x129.jpg2011 წლის დეკემბერში თბილისის მერია გამოვიდა ინიციატივით, ქალაქის რამდენიმე უბანში თანამედროვე დიზაინის, ახალი თაობის ინტერესებზე გათვლილი ბიბლიოთეკები, იგივე მედიათეკები აეშენებინა, რომელთა როგორც ინფრასტურქტურა, ასევე შინაარსობრივი დატვირთვა განსხვავებული იქნებოდა ტრადიციული საბიბლიოთეკო დაწესებულებებისგან. “სტატისტიკა, რომ ვნახოთ მთელ რიგ ბიბლიოთეკებში მიზერულია ხალხის მისვლა, აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ წელს დაგვეწყო საბიბლიოთეკო სისტემის რეფორმა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი ლანდშაფტური პროექტები, სადაც თითოეული პროექტი ინტეგრირებული იქნებოდა ლანდშაფტთან. მედიათეკებს ბუნებრივად ეყოლება მეტი მომხმარებელი რადგან ადამიანი, რომელიც პარკში მოვა შეძლებს აიღოს წიგნი, გაზეთი და წაიკითხოს ის. მედიათეკებში ასევე იქნება საბავშვო კუთხე და მოეწყობა მთელი რიგი ინფრასტრუქტურა” – ვკითხულობთ მერიის საიტზე გიგი უგულავას კომენტარს.მედიათეკების ასაშენებლად სამი სხვადასხვა უბანი, ვაკე, გლდანი და ვარკეთილი შეირჩა, შენობების პროექტები კი საპროექტო ფირმა “Laboratory of Architecture #3-ს ეკუთვნის, მშენებლობას კი სამშენებლო კომპანია “კერა პლიუსი” ახორციელებს. თბილისის მედიათეკების მშენებლობაში ჩართულები არიან ფრანგი კონსულტანტებიც,. მთავარი მოთხოვნა, რაც თანამედროვე ბიბლიოთეკების მიმართ არსებობს, არის ლანდშაფტთან და გარემოსთან სინთეზურობა და უჩვეულო სივრცის შექმნა ვიზიტორებისთვის. სწორედ ამ მოთხოვნის შესრულებამ გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება მედიათელეკების მსენებლობასთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკის ლანდშაფტთან ინტეგრაციას მსხვერპლად ეწირება ხეები, რომელთა განადგურებაც თავისთავად უარყოფითად მოქმედებს ქალაქის ეკოსისტემაზე.პირველივე მედიათეკის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა არასამთვრობო ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცემ”, იმ მრავალწლიანი ნარგავების დასაცავად, რომლებიც მედიათეკის მშენებლობამ შეიწირა.პროტესტის მიუხედავად ვაკის პარკში ორსართულიანი მედიათეკა მაინც აშენდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცე” აცხადებს, რომ მშენებლობა მთელი რიგი კანონდარღვევებით განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის 6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, “გამარჯვების პარკის” ტერიტორიას მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით კი პარკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონი განსაზღვრავს. ამ კანონის მიხედვით, ნებართვის გაცემა მხოლოდ გაერთიანებულ სამეცნიერო მეთოდურ საბჭოს შეუძლია. თუმცა ეს მხოლოდ კანონის მიხედვით, რეალურად მედიათეკის მშენებლობის ნებართვა ზონალურმა საბჭომ გასცა, ანუ, არაუფლებამოსილი ორგანოდან მიღებული ნებართვის საფუძველზე მოხდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე მწვანე საფარის განადგურება მედიათეკის ასაშენებლად.რამდენიმე დღის წინ ხმაური მოყვა მედიათეკის მშენებლობის დაწყებას ვარკეთილშიც, სადაც მოსახლეობა მედიათეკისთვის საჭირო ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებდა. ვარკეთილის მედიათეკა, ჯავახეთის 69-ში, სკვერის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. ის მოცულობით გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ვაკის პარკის და შესაბამისად, მეტი მწვანე საფარის განადგურებას გულისხმობს, რის შემდეგაც უცნობია, რა ბედი ეწევა პარკს, ვინაიდან სამშენებლო კომპანია “კერა პლიუსის” წარმომადგენელთა თქმით, სკვერის განახლება და მასზე ზრუნვა მათ კომპეტენციაში არ შედის.ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით მერიის შესაბამის სამსახურებს, თუმცა მათგან არათუ მწვანე ზოლის განადგურების საფრთხესა და უკანონოდ წარმოებულ მშენებლობაზე, არამედ იმაზეც კი ვერ მივიღეთ პასუხი, თუ როდის იგეგმებოდა უკვე აშენებული მედიათეკის გახსნა მაგალითად ვაკის პარკში.ერთადერთი, ვისთან დაკავშირებაც მოვახერხეთ, საპროექტო ფირმა “Laboratory of Architecture #3-ია, რომლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მედიათეკების პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა დიმიტრი შაფაქიძემ ჩვენთან საუბრისას მედიათეკების სასიკეთო დატვირთვაზე ისაუბრა.“ჩვენ მანამდეც ძალიან გვინდოდა გაგვეკეთებინა ეს პროექტი, სანამ მერია შემოგვთავაზებდა და გვქონდა კიდევ ზუსტად ასეთი ფუნქციონალის მქონე შენობების პროექტები. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ მათი ინტერესი და ჩვენი გეგმები ერთმანეთს დაემთხვა და მერიის ინიცირებული მედიათეკები ჩვენი პროექტების მიხედვით შენდება.ვაკის მედიათეკა არის დიდი, გამჭვირვალე სივრცე, სადაც შედიხარ პირდაპირ ბუნებიდან და ხდები მისი ნაწილი. ვარკეთილში პირიქით, მაქსიმალურად ჩაკეტილი სივრცეა, იზოლირებული. ეს ცხადია განაპირობა გარშემო მდებარე ლანდშაფტმა და ურბანულმა გარემომ. ჩვენ პროექტები ისე გაგვეკეთებინა, რომ მაქსიმალურად მოხერხებული და განსაკუთრებული სივრცე შეგვექმნა ყველა სტუმარისთვის. მაგალითად ვარკეთილში, სადაც შედარებით დეფიციტია მსგავსი დაწესებულებების, უფრო დიდი ფართი ავიღეთ და უფრო მრავალფუნქციურია, ითვალისწინებს საგამოფენო სივრცესაც, კაფეტერიას და ა.შ. ვაკის მედიათეკა უფრო ღია და პატარა სიცრცეა გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. მთავარია ინტერესი გაჩნდეს და ადმაიანებს რაღაცნაირი მიჯაჭვულობის გრძნობა გაუჩნდეთ ამ დაწესებულებების მიმართ.ახლა გვინდა რომ რეგიონებშიც გაკეთდეს იმავე ფუნქციის შენობები და მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. თუნდაც გავაჩუქოთ პროექტები, მთავარია ვნახოთ ვინმე, ვინც თანამშრომლობაზე და სპონსორობაზე წამოვა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნათელი და სასიამოვნო სივრცე შეიქმნას.”არსებული მედიათეკის გახსნის თარიღი არქიტექტორისთვისაც უცნობია. მისი თქმით, ამ საკითხს მერია არეგულირებს. მედიათეკების გახსნამდე კი სავარაუდოდ ღიად იქნება კითხვა იმის შესახებ, ღირდა თუ არა მწვანე საფარის განადგურება ბიბლიოთეკებისთვის, რომელსაც არავინ იცის, საზოგადოება რამდენად გამოიყენებს ან რამდენად კარგად იფუნქციონირებს.ნასტასია არაბულიopinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts