planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ocnebaaa2-300x225.jpgროგორც კოალიციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ქართულ ოცნებას” ბათუმის მერიამ 5 აგვისტოს, ევროპის მოედანზე წინასაარჩევნო შეკრების გამართვაზე უარი უთხრა.“კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, კანონის სრული დაცვით, მიმართა ბათუმის მერიას 5 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე კოალიციის წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით. ბათუმის მერიამ უარი უთხრა კოალიციას იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.ხვალ, 10.00 საათზე, კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს ლუკა ასათიანს, რათა კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts