planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ocndebaaaa12-300x279.jpgროგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმის მერიამ “ქართულ ოცნებას” აქციის გასამართად ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი შესთავაზა.“კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ბათუმის მერიას 5 აგვისტოს, ბათუმში ევროპის მოედანზე კოალიციის წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით, კანონის სრული დაცვით მიმართა. ბათუმის მერიამ უარი უთხრა კოალიციას იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია. ეს პასუხი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის მიმართვამდე ბათუმის მერიას ევროპის მოედანზე უკვე დაგეგმილი ექნებოდა 5 აგვისტოს კონკრეტული ღონისძიება. ასეთი ღონისძიების თაობაზე კოალიციისთვის მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი. კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს განიხილავს როგორც პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელშეშლის ცდას. 24 ივლისს, 10:00 საათზე კოალიციის წარმომადგენლები ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს ლუკა ასათიანს შეხვდებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას”, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts