planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/axali-memarjveneebis-axali-logo11-300x198.jpgდღეს გორში კვერნაკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელთან “ახალი მემარჯვენეების“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო ბორცვაძე ჟურნალისტებთან ერთად მივიდა და ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის არსებობა გააპროტესტა.“წლების განმავლობაში გორში კვერნაკის დასახლებიდან 1 კილომეტრში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც მთელს ქალაქს ემსახურება და გაუსაძლისი გახადა მოსახლეობის ყოფა მიმდებარე ტერიტორიებზე. ყოველდღე იყრება ათობით ტონა ნაგავი, რომელსაც შემდგომ ცეცხლს უკიდებენ, კვამლი და ფერფლი იფანტება დასახლების ტერიტორიაზე, ქარის შემთხვევაში იქ ყოფნა ფაქტიურად შეუძლებელია. ზაფხულში ამ დასახლებაშიც და ქალაქის მიმდებარე ნაწილშიც აუტანელი სუნი და ბუზების სიმრავლეა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაგავსაყრელი მდინარე მტკვრის გვერდითაა განთავსებული და სეროზულ საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის”,- განაცხადა სოსო ბორცვაძემ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts