planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 ##image#10116#1#მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში გამგზავრებამდე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და მათ სპორტულ თამაშებში წარმატებები უსურვა.„წინ დიდი შეჯიბრი გელით, ჩვენ კი – თქვენი გამარჯვების დიდი ემოციები. ქართველი კაცი ის მებრძოლია, რომელიც გამარჯვების იმედს, ყველაზე გამოუვალ და რთულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს, გამარჯვების შანსი ყველა სახეობაში გვაქვს, მთავარია ვიბრძოლოთ. დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველო პირველ პოზიციებს იკავებს. ასე უნდა ვიყოთ სპორტში”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებთან შეხვედრისას.საქართველოს სახელით ეროვნულ ნაკრებში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე წელს წარმოშობით პოლონელი მძლეოსანი მასიეჟ როსიევიჩი იასპარეზებს.წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება, რომელიც კრისტინა ესებუასთან ერთად ლონდონში უკვე იმყოფება.ქართველი ოლიმპიელები ლონდონში 25 ივლისს გამთენიისას გაემგზავრებიან. ოლიმპიადა 27 ივლისს გაიხსნება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts