planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 ##image#10118#1#რობერტ ბოშის ფონდი ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების პროექტების განვითარებას და გერმანელი კო-პროდიუსერების მოძიებას და თანამშრომლობას ისახავს მიზნად.2012 წლის 24-27 ივლისს საქართველოში ჩამოვლენ გერმანელი პროდიუსერები და რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლები. პირველი შეხვედრა გაიმართება 24 ივლისს, 18: 30 სთ, გოეთეს ინსტიტუტში.პროექტის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი. ექსპერტები ქართველ კინემატოგრაფისტებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტების განვითარება: ენ კაროლინ რენინგერი ( zero one film, doc & short), ინა გიორინგი (Ina Goering Films, animation & short), ფალკ ნაგელი (Beleza Film, short & doc), მარტინ დანიში (Nico Kupferberg Film, doc & short), ანდრეა ვინკი (Go East Film Festival ), კარინ შილე (Bosch Stiftung ), ფრანკ ალბერსი (Bosch Stiftung ).შეგახსენებთ, რომ რობერტ ბოშის ფონდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფონდია, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს განახორციელონ პროექტები და ინიციატივები გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ. ფონდს სამი წამახალისებელი პრიზი აქვს, რომელიც ანიმაციური, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტებს ენიჭება.პროექტების მარკეტში მონაწილეობისთვის ბოშის ფონდის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორების 12 პროექტი შეარჩიეს. მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტები:„სუსტი“ – გურამ ბახტაძე„ჩემი პატარა ქალაქი“ – ანა ჩერქეზიშვილი, ვატო კირკიტაძემოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტები:„გაჩერება“ – სალომე ჯაში„პირიმზე“ – სოფო ტაბატაძე, ლევან ასაბაშვილი„უსმინე სიჩუმეს“ – მარიამ ჭაჭია, ნინო ჭაჭია„მეფე – ირაკლი ჩარკვიანი და მისი ეპოქა“ – დავით კვაჭაძემოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტები:„ლილე“ – ნათია ნიკოლაშვილი„გენო“ – დავით კიკნაველიძე, ლელა აკიაშვილი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts