Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: მუზუემი გრაფი მონტე კრისტოს განძის დასაცავად


Recommended Posts

##image#10115#1#პა­ლერ­მო­ე­ლი ეპის­კო­პო­სის, წმინ­და მა­მი­ლი­ა­ნოს სა­გან­ძურს, რო­მე­ლიც უფ­როს­მა ალექ­სან­დრე დი­უ­მამ თა­ვის პერ­სო­ნაჟს- ედ­მონდ დან­ტესს ტოს­კა­ნის არ­ქი­პე­ლაგ­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ მონ­ტე კრის­ტო­ზე აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნა, XXI სა­უ­კუ­ნემ­დე უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ მკვლე­ვა­რე­ბი თუ ავან­ტი­უ­რის­ტე­ბი.

ლე­გენ­და­რულ განძს 2004 წელს მარ­თლაც და ტოს­კა­ნა­ში წა­აწ­ყდნენ, მხო­ლოდ არა კუნ­ძულ­ზე, რო­მე­ლიც პი­რა­ტე­ბი­სა და წმინ­და­ნე­ბის თავ­შე­საფ­რად მი­იჩ­ნე­ო­და, არა­მედ გრო­სე­ტოს პრო­ვინ­ცი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ სო­ვა­ნა დი სო­რა­ნო­ში მდე­ბა­რე წმინ­და მა­მი­ლი­ა­ნოს სა­კურ­თხევ­ლის ქვეშ ჩა­მარ­ხულს.

სა­გან­ძუ­რი 498 ოქ­როს მო­ნე­ტის­გან შედ­გე­ბა და მა­თი უმე­ტე­სო­ბა იმ­პე­რა­ტორ ლე­ონ პირ­ვე­ლის დროს, ქრის­ტე­შო­ბი­დან 457 – 474 წლებ­შია მოჭ­რი­ლი. მა­რე­მა გრო­სე­ტა­ნას არ­ქი­ვის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის -პი­ერ­ჯორ­ჯო ძო­ტის თქმით, მონ­ტე-კრის­ტო­სა და წმინ­და მა­მი­ლი­ა­ნოს გან­ძებს შო­რის ბევ­რი მსგავ­სე­ბაა და ალექ­სან­დრე დი­უ­მამ სა­ვა­რა­უ­დოდ, გრა­ფი მონ­ტე კრის­ტო ტოს­კა­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ და­წე­რა.

სა­გან­ძუ­რის ნახ­ვა დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს 30 ივ­ლი­სი­დან, ქა­ლაქ სო­ვა­ნა­ში სა­გან­გე­ბოდ აშე­ნე­ბულ მუ­ზე­უმ­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...