planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/372800_129843140392877_137871824_n.jpgარასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართა.„ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელიამ სარჩელის განსახილველად კანონით დადგენილი 2 თვიანი ვადა დაარღვია.კერძოდ, ავადმყოფი პატიმარი მესამე თვეა უშედეგოდ ელოდება სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის წინააღმდეგ თავისი სარჩელის განხილვას.ერთობლივი კომისია უფლებამოსილია პატიმარი, რომელსაც თვალის სინათლე აქვს დაკარგული ვადამდე გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისგან.იმის გამო, რომ კომისიამ უსინათლო პატიმრის შუამდგომლობა არ განიხილა, ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ საქალაქო სასამართლოს მიმართა თხოვნით, რათა სასამართლოს კომისიისთვის მიეცა დავალება კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების თაობაზე.აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არათუ დააკმაყოფილა მოსარჩელის თხოვნა, არამედ, თავად დაარღვია კანონი, რადგან სარჩელის შეტანიდან 3 თვე გავიდა, მოსამართლე კი, შვებულებაში გავიდა.არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ რეალურად ერთობლივი კომისია არ განიხილავს საქმეებს და ის ბუტაფორიული ორგანოა, რასაც გარკვეულწილად ამ საკითხისადმი სასამართლოს დამოკიდებულებაც ადასტურებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts