planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x193111.jpgბათუმის მერია “ქართულ ოცნებას” აქციის გასამართად ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონს სთავაზობს.როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმის მერიამ “ქართულ ოცნებას” 5 აგვისტოს ევროპის მოედანზე აქციის გამართვაზე უარი უთხრა და ალტერნატიული ადგილი შესთავაზა.“კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, კანონის სრული დაცვით, მიმართა ბათუმის მერიას 5 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე კოალიციის წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით. ბათუმის მერიამ უარი უთხრა კოალიციას იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.ხვალ, 10.00 საათზე, კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს ლუკა ასათიანს და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts