planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-Rvino-sazogadoba3.jpgთბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. მთავრობა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ღვინის დარიგებასაც აპირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, წიკლაურების ოჯახში, სტუმრობისას განაცხადა, სადაც სტიქიით დაზიანებული სახლი და ბაღები დაათვალიერა. მერაბიშვილთან ერთად ვაჩნაძიანში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფებოდა.<span style="font-size: 10pt;" />პრემიერის თქმით, მთავრობა ამ საკითხზე ჩამოყალიბდება და ღვინის დარიგებას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებს. „ჩვენ ვაპირებთ, რომ მოსახლეობას, რომელსაც მთლიანად გაუნადგურდა ვენახი, სახელმწიფო კომპანიიდან გარკვეული რაოდენობის ღვინო დავურიგოთ, რათა ახალ წელს ერთი ჭიქა მაინც ასწიონ“, – აღნიშნა მერაბიშვილმა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts