planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61421.jpg საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქთან ერთად თელავის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ტაძარში შესვლამდე მიხეილ სააკაშვილი შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, მოგვიანებით კი მრევლს ტაძარში პატრიარქმა მიმართა. მისი თქმით, მთელი საქართველო ფეხზე დგას კახელების დასახმარებლად და ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში მთავრობა და პრეზიდენტი კახეთში იმყოფებიან. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ის სამუშაოები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, იმის იმედს იძლევა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს პრეზიდენტმა ილია მეორეს სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონში ჩასვლისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხდა. პატრიარქმა დაზარალებული რეგიონის მოსახლეობას ფულადი დახმარება, სხვადასხვა საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაუტანა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts