planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://rustavi2.com/news_photos/07_12/61418.jpg მასობრივ დაპირისპირებას კისლოვოდსკში 19 წლის წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთი კაფის წინ მოხდა. ქართველი ახალგაზრდა სომეხ და ყარაჩაელ მეგობრებს ესაუბრებოდა, როდესაც მათ კაზაკების ჯგუფი დაესხა თავს. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა კაზაკებმა პნევმატური იარაღით სომეხი ახალგაზრდა მოკლეს, 19 წლის ქართველს კი ყელი გამოჭრეს. ორივე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. მათი მეგობარი, 23 წლის ყარაჩაელი კი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს.გამოძიების ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, თუმცა რუსი ექსპერტების შეფასებით, თავდასხმა პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და მისი მიზანი ეროვნული შუღლის გაღვივებას უკავშირდება. დაპატიმრებულია ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი. თავდასხმის შემდეგ სტავროპოლის მხარის პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts