Jump to content
Planeta.Ge

ერორი- სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/07_12/61420.jpg

 

საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებსა და სხვა სახის დახმარებებს შეეხება. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. ბიუჯეტში ცვლილება დღის წესრიგში ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დადგა.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდისთვის გამოიყოფა 50 მილიონი ლარი და თანხა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში გადაუდებელი ღონისძიებებისათვის დაიხარჯება. ასევე გაიზრდება კახეთის განვითარების პროგრამის დაფინანსებაც, რომლის მთლიანი საფინანსო რესურსიც 110 მილიონი ლარით განისაზღვრება, საიდანაც 20 მლნ ლარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება.

გარდა ამისა, იზრდება კახეთის მუნიციპალიტეტების დაფინანსება. ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საჭიროებისამებრ, სტიქიის რეგიონებში განსახორციელებელ ღონისძიებებს 17 მილიონი მოხმარდება. იზრდება ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები.

სხდომას პრემიერ-მინისტრი უძღვებოდა. ვანო მერაბიშვილმა მინისტრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა სტიქიის რეგიონებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს, რათა ხელისუფლებამ ის დანაპირები, რაც მოსახლეობას მისცა, შეასრულოს.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...