planetanews Posted July 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/tavisufali_saqartvelo_logo3-300x286.jpgროგორც “თავისუფალი საქართველოს”, “ტრადიციონალისტებისა” და “თეთრების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 27 ივლისს “თავისუფალი საქართველო”, “ტრადიციონალისტთა კავშირი” და “თეთრები” სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან საპროტესტო აქციას გამართავენ.“სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელისუფლების ხელში ოპოზიციის დასჯის იარაღად გადაიქცა. მოგელაძის უწყება რეალური ოპოზიციის შემომწირველებს აჯარიმებს და პარტიების დაფინანსების შესახებ მიღებულ სრულიად ანტიდემოკრატიულ კანონსაც კი არღვევს. “თავისუფალი საქართველოს” შემომწირველები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 300 000 ლარით დააჯარიმა, რაც პარტიის საარჩევნო კამპანიის 2 თვის ბიუჯეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რეპრესიები მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის რეალურ ოპოზიციას ეხება, ხოლო ე.წ. “კონსტრუქციულად” განწყობილი ფსევდოოპოზიციური პარტიების შემოსავლებით მოგელაძის უწყება არ ინტერესდება. არსებულ პირობებში სრულიად შეუძლებელი ხდება ოპოზიციის დაფინანსება და შესაბამისად, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება. ხელისუფლების საბოლოო მიზანს ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა წარმოადგენს. სახელმწიფო რეკეტის შესაჩერებლად “თავისუფალი საქართველო”, “ტრადიციონალისტთა კავშირი” და “თეთრები” 27 ივლისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ მანიფესტაციის ორგანიზატორები, კანონმდებლობის შესაბამისად 5 დღით ადრე თბილისის მერიას აფრთხილებენ, რათა ყოვლგვარი პროვოკაცია გამოირიცხოს. საპროტესტო აქციის ინიციატორებმა უკვე მიმართეს ყველა ოპოზიციურ პარტიას მანიფესტაციაში მონაწილეობის მოწოდებით. მივიჩნევთ, რომ ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა ხელისუფლების რეპრესიული მანქანის შესაჩერებლად და რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად გადამწყვეტია”, – ნათქვამია განცხადებაში.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts