Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- “ლეიბორისტები” ყველა კრიმინალ ინვესტორს აფრთხილებენ


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/leiboristuli-partia8.jpgროგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტის შენობა გაიყიდა და მისი ახალი მფლობელი კრიმინალია.

მისივე განცხადებით, ქურდებთან მებრძოლმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის შენობა ქურდული ტრადიციების მატარებელ, კრიმინალ ივანიშვილის ყოფილ პარტნიორს, ვინმე ქებურიას მიყიდა.

“ვაფრთხილებთ ყველა კრიმინალ ინვესტორს, ტყუილად ირჯებით. ეროვნული ხელისუფლება ამ შენობას ჩამოგართმევთ და თბილისს დედაქალაქის სტატუსს აღუდგენს, თქვენ კი გადახდილი ფული კი სამუდამოდ დაგეკარგებათ”, – განაცხადა შატბერაშვილმა.

აგრეთვე, “ლეიბორისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა პარლმენტის ქუთაისში გადატანა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

“ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის დედაქალაქად თბილისის კურთხევის აქტი დავით აღმაშენებელს 800 წლის შემდეგ გაუუქმა და ეს სტატუსი ქუთაისში უკან მიუგდო”.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...